ბაჩიაშვილის განმარტებები არის სიცრუე, ადგილი ჰქონდა არა კრიმინალურ ქმედებას, არამედ მორიგების მცდელობას – ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი

Admin Tamuna
0
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემო წიქვაძე გიორგი ბაჩიაშვილის დღევანდელი პროცესის შემდგომ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ „ბრალდებულის აღნიშნული განმარტებები არის სიცრუე, ასევე ფაქტების დამახინჯების მცდელობა“. თემო წიქვაძე აღნიშნავს, რომ ბრალდებულის ადვოკატის თხოვნით, არაერთხელ შეხვდა ბრალდებულის მხარეს, მათი პოზიციისა თუ შეთავაზებების მოსასმენად. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა არა რაიმე კრიმინალურ […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 24 იანვარს

Admin Tamuna
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8627 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8627 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8612 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9821 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9782 კურსი ლარს შეადგენდა. […]

Julius Baer-ის მავნებლობის საკითხზე შვეიცარიის მედიის კოორდინირებულმა ბლოკადამ, ალბათ, საზოგადოებას Credit Suisse-ის საქმე გაახსენა, რომელიც ჯერ ივანიშვილის წინააღმდეგ გამოიყენეს, შემდეგ უმსხვილესი ბანკი გაანადგურეს – ზაზა შათირიშვილი

Admin Tamuna
0
Julius Baer-ის მავნებლობისა და კლიენტისადმი კრიმინალური მოპყრობის საკითხზე, შვეიცარიის მედიის კოორდინირებულმა ბლოკადამ, ალბათ, საზოგადოებას კიდევ ერთი შვეიცარიის ბანკის, Credit Suisse-ის საქმე გაახსენა, რომელიც ჯერ ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოიყენეს, ხოლო მას შემდეგ, რაც ყველა სასამართლო დავა წააგეს, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი ერთი ხელის მოსმით გაანადგურეს, რაც ჩანასახშივე სწორედ ასე იყო განზრახული, – წერს ფილოსოფოსი ზაზა […]

ფიზიკური აგრესიის წამოწყება მოხდა გახარიას მხრიდან – ირაკლი კობახიძე

Admin Tamuna
0
ფიზიკური აგრესიის წამოწყება მოხდა გახარიას მხრიდან – შემიძლია გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ვთქვა ერთი რამ: როდესაც შენთან მოდის ადამიანი და გეუბნება მარტივ ჭეშმარიტებას: „შენ ხარ ნაცი“, „შენ ხარ ჯაშუში“, როდესაც მართლა „ნაცი“ ხარ და ჯაშუში, გეკისრება თმენის ვალდებულება, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, თავიდან იყო სიტყვიერი […]

ახალი აეროპორტის მშენებლობა ვფიქრობთ, რომ დაიწყება 2026 წლის აპრილში, 2028 წლის ბოლომდე მშენებლობის დასრულებაც არის აბსოლუტურად რეალური – პრემიერი

Admin Tamuna
0
ახალი აეროპორტის მშენებლობა ვფიქრობთ, რომ დაიწყება 2026 წლის აპრილში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. პრემიერის თქმით, ახალი სტადიონის მშენებლობის დასრულება 2028 წლის ბოლომდე არის აბსოლუტურად რეალური. „ახალი სტადიონის სავარაუდო ლოკაციებს ვერ დაგიკონკრეტებთ, დაახლოებით მიმართულებები შემიძლია გითხრათ, ეს არის აეროპორტის მიმართულება, ასევე ეს არის რუსთავის მიმართულება. ამ ორი მიმართულებით მიდის მსჯელობა. […]

როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, ბიძინა ივანიშვილი არცერთ შემთხვევაში არ დათმობს ამ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს – პრემიერი

Admin Tamuna
0
იყო კონკრეტული ძალიან მძიმე მანკიერი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც ითვალისწინებდა ჩვენი ქვეყნის, რეალურად, განადგურებას, მეორე ფრონტის გახსნას და სწორედ ამას უკავშირდება ეს პოლიტიკური ინტერესები, რის გამოც ხდება შვეიცარული ბანკების უკვე გამოყენება ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროა, რომ ოდესღაც ცნობილი შვეიცარიული საბანკო […]

თბილისში ახალი მასშტაბური სტადიონის მშენებლობა ხელს შეუწყობს საკლუბო ფეხბურთში, ასევე რაგბიში ინვესტიციების მოზიდვას – პრემიერი

Admin Tamuna
0
ახალი სტადიონის მშენებლობა ხელს შეუწყობს საკლუბო ფეხბურთში, ასევე რაგბიში ინვესტიციების მოზიდვას. ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ეს პროექტი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. პრემიერის თქმით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა, სადაც განიხილეს სასპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. „დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა, სადაც განვიხილეთ სასპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. […]

“ტრამპის მეორედ მოსვლა და მსოფლიო”-Financial Times

Editor Dali
0
ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 23 იანვრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „ტრამპის მეორედ მოსვლა და მსოფლიო“ (ავტორი – მარტინ ვულფი), რომელშიც გაანალიზებულია და პროგნოზირებული აშშ-ის პრეზიდენტის „სიტყვა და საქმე“ – მისი განცხადებებისა და რეალური საქმიანობის გავლენა თანამედროვე საერთაშორისო მდგომარეობაზე. გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: როგორ გავლენას მოახდენს მსოფლიოზე დონალდ ტრამპის მეორედ მოსვლა? მსოფლიოც და ტრამპიც არაპროგნოზირებულნი არიან, მათ მოქმედებაში წინასწარ ვერაფერს […]

დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების მიხედვით, ოფიციალურ დოკუმენტებში ტერმინ “გენდერის” ნაცვლად, ტერმინი “სქესი” იქნება გამოყენებული

Editor Dali
0
სქესზე დაფუძნებული განსხვავებების ადმინისტრირების ან აღსრულებისას, ყველა სააგენტო და ყველა ფედერალური თანამშრომელი, რომლებიც მოქმედებენ თავიანთი სააგენტოს სახელით ოფიციალურად, გამოიყენებენ ტერმინს „სქესი“ და არა „გენდერი“ ყველა მოქმედ ფედერალურ პოლიტიკასა და დოკუმენტში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. აღმასრულებელ ბრძანებაში, რომლის სახელწოდებაა „ქალების დაცვა გენდერული იდეოლოგიის ექსტრემიზმისგან და ბიოლოგიური სიმართლის […]

“ბრიტანული ავიახაზები” და “იზიჯეტი” იფრენენ საქართველოში მარტის ბოლოდან, ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ეკონომიკა იყოს წარმატებული და გააგრძელოს ღიაობა -გარეტ უორდი

Editor Dali
0
დღეს ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ განცხადებას ახალი პარტნიორობისა და ახალი თანამშრომლობის შესახებ საქართველოს ეკონომიკაში. გაერთიანებულ სამეფოს სურს, რომ საქართველოს ეკონომიკა წარმატებული იყოს, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, გარეტ უორდმა განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველომ უნდა გააგრძელოს ღია და თავისუფალი ეკონომიკის ქონა და გააგრძელოს რეფორმა, რათა უზრუნველყოს ეს. „მე მოხარული ვარ, რომ „ვოდაფონი“ შემოვიდა „სელფისთან“ […]

სასამართლომ ნანუკა ჟორჟოლიანს 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

Editor Dali
0
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ მიიღო. სასამართლომ ნანუკა ჟორჟოლიანს ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. როგორც ჟორჟოლიანმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღეს რუსთაველზე აქციის მონაწილეებს ელოდება. “არაფერს არ შეცვლის ეს ჯარიმა და დარწმუნებული ვარ, რომ მარტო ჩემში კი არა, არც ერთი მოქალაქის შემთხვევში, ვისაც უსამართლოდ აჯარიმებენ, […]

“შეწყვიტე ომი, თორემ ცუდ დღეში ჩავარდები” – დონალდ ტრამპის მუქარა რუსეთის მიმართ?-BBC

Editor Dali
0
როგორც უკვე ცნობილია, დონალდ ტრამპი რუსეთს და კრემლის მოკავშირეებს სანქციებისა და სავაჭრო-საბაჟო ტარიფების გაზრდით დაემუქრა, თუ მოსკოვი ომს არ შეწყვეტს. „თუ ჩვენ გარიგებას არ დავდებთ, თანაც სასწრაფოდ, მე სხვა არჩევანი არ მრჩება, თუ არა შემოვიღო მაღალი სავაჭრო ტარიფები და დავადო სანქციები ყველაფერს, რითაც რუსეთი და მისი მოკავშირეები ამერიკაში ვაჭრობენ, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სოციალურ […]