გლობალური USAID-ი ცდილობდა უკრაინისგან ახალი „ჰამასი“ შეექმნა-ალექსეი არესტოვიჩი

Editor Dali
0
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ გლობალური USAID-ი ცდილობდა უკრაინისგან ახალი „ჰამასი“ შეექმნა. „გლობალური USAID-ი ცდილობდა უკრაინისგან ახალი „ჰამასი“ შეექმნა. რეცეპტი უბრალოა – თქვენ მსხვერპლი ხართ, მსხვერპლისთვის კი ყველაფერი შეიძლება, ჩვენ ფულს მოგცემთ. საბედნიეროდ, ვერ მოასწრო, მაგრამ ძალიან ახლოს იყო [USAID]“, – განაცხადა არესტოვიჩმა. მისი თქმით, თუ უკრაინას სურს იყოს, როგორც ისრაელი და […]

პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს

Admin Tamuna
0
პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საქართველოს ისტორიაში პირველად კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის, მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრისა და კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ ასპარეზობის შესაძლებლობისთვის პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების […]

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

Admin Tamuna
0
ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი): დღეს შესაძლოა იგრძნოთ ენერგიის მოზღვავება და მოტივაციის ზრდა. მიუხედავად უქმე დღისა,  გამოიყენეთ ეს დრო ახალი პროექტების დასაწყებად ან არსებული საქმეების დასასრულებლად. კურო (20 აპრილი – 20 მაისი): ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. მოერიდეთ დიდ ინვესტიციებს და ყურადღებით განიხილეთ ყველა შეთავაზება. ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი): კომუნიკაციის უნარები დღეს განსაკუთრებით გამოგადგებათ. შესაძლოა მიიღოთ საინტერესო […]

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

Admin Tamuna
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე 1992 წელს დაბადებული ა.ს. და 1989 წელს დაბადებული ნ.ჭ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს. ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ […]

უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებასთან დაკავშირებით შეხვედრებზე ზელენსკის ყოფნა არც ისე მნიშვნელოვანია – ტრამპი

Admin Tamuna
0
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებასთან დაკავშირებით შეხვედრებზე ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფნა არც ისე მნიშვნელოვანია. „როდესაც ზელენსკიმ თქვა, რომ არ იყო მიწვეული შეხვედრაზე, ეს არ იყო პრიორიტეტი, რადგან მან აქამდე ძალიან ცუდად იმუშავა მოლაპარაკებებში. ომი არ უნდა ჰქონოდა და თუ ომი დაიწყო, მაშინვე უნდა მოგვარებულიყო. ამის გაკეთება შეიძლებოდა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. […]

რომ არა ამერიკელი გადასახადის გადამხდელები, ზელენსკის აღარ ექნებოდა ქვეყანა – თეთრი სახლის სპიკერი

Admin Tamuna
0
ამერიკელი გადასახადის გადამხდელები აფინანსებდნენ ამ ომს, რომ არა ამერიკელი გადასახადის გადამხდელები, ზელენსკის აღარ ექნებოდა ქვეყანა – ამიტომ, პრეზიდენტი იმედგაცრუებულია ზელენსკის კომენტარებით, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა. „ყველაფერი, რაც პრეზიდენტმა თქვა, სიმართლეა. უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ზელენსკიმ მართლაც დაუწესა საომარი მდგომარეობა უკრაინელ ხალხს. ეს არის ფაქტები. პრეზიდენტმა გაზარდა ზეწოლის კამპანია, რადგან მას […]

აქციის მონაწილეები მიზანმიმართულად და ხელოვნურად ახდენენ რუსთაველის გამზირის გადაკეტვას, ისე, რომ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა – შსს

Admin Tamuna
0
ბოლო პერიოდში საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია/მანიფესტაციის მონაწილეები მიზანმიმართულად და ხელოვნურად ახდენენ რუსთაველის გამზირის გადაკეტვას, ისე, რომ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა, – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს მოსამსახურეების მხრიდან მუდმივად ხდება ზემოაღნიშნულ სამართალდამრღვევ პირთა იდენტიფიცირება და სახდელის შეფარდება, ხოლო თითოეულ სამართალდამრღვევს განემარტება, […]

გილოცავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეს! – მიხეილ ყაველაშვილი

Admin Tamuna
0
გილოცავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეს! ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას მშვიდობას, ერთობას და წინსვლას! – წერს საქართველოს პრეზიდედნტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში. იგი აღნიშნავს, რომ „ეს იყო ჩვენი სახელმწიფოს დამფუძნებელი აქტი, რომელმაც დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის საფუძველი შექმნა“. „დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღეს – მნიშვნელოვან თარიღს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს, როგორც […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 22 თებერვალს

Editor Dali
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8049 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8049 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8136 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0087 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9362 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9382 კურსი ლარს შეადგენდა. […]

“სანამ დონალდ ტრამპი რუსეთს აქებს და უკრაინას აკრიტიკებს, მისი თანაპარტიელი რესპუბლიკელები ჩუმად არიან”-The New York Times

Editor Dali
0
ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სანამ დონალდ ტრამპი რუსეთს აქებს და უკრაინას აკრიტიკებს, მისი თანაპარტიელი რესპუბლიკელები ჩუმად არიან“ (ავტორი – რობერტ ჯიმისონი). პუბლიკაციაში განხილულ-გაანალიზებულია შიდაპარტიული სიტუაცია აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტის მიერ უკრაინასთან და რუსეთთან გატარებულ კურსთან მიმართებით. გთავაზობთ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მკვეთრად შებრუნდა რუსეთისაკენ და ამერიკის მრავალწლიანი პოლიტიკა კრემლის მიმართ რადიკალურად […]

ჯანდაცვის სამინისტრომ ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და მომსახურების ტარიფები განსაზღვრა

Editor Dali
0
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ, ექიმი ონკოლოგების, კლინიკების ჩართულობით, ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და მომსახურების ტარიფები განსაზღვრა. სამინისტროს ცნობით, ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულება ონკოთერაპიისთვის საჭირო გამოკვლევებს თავად ადგენდა, ასევე ხშირ შემთხვევაში კვლევის ტარიფები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში განსხვავებული იყო. „ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, მოიხსნა ე.წ. სატარიფო არეალის პრინციპი და მომსახურება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში უწყების […]

“აშშ წინააღმდეგია, რომ G7-ის უკრაინის მხარდამჭერ განცხადებაში გამოყენებული იყოს სიტყვები „რუსეთის აგრესია”-Financial Times

Editor Dali
0
აშშ წინააღმდეგია, რომ „დიდი შვიდეულის“ მიერ უკრაინის მხარდასაჭერ ტრადიციულ განცხადებაში რუსეთს „აგრესორი“ ეწოდოს“, – წერს ბრიტანული „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) სტატიაში სათაურით „აშშ წინააღმდეგია, რომ G7-ის უკრაინის მხარდამჭერ განცხადებაში გამოყენებული იყოს სიტყვები „რუსეთის აგრესია“ (ავტორები – ქრისტოფერ მილერი და ჰენრი ფოი). გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისა და მისი მოკავშირეების თვალსაზრისები, უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომში მოსკოვის პასუხისმგებლობის შეფასებისას, ერთმანეთს დაშორდა. აშშ გამოვიდა […]