რომის პაპ ფრანცისკეს მდგომარეობა კრიტიკულია

რომის პაპ ფრანცისკეს მდგომარეობა გაუარესდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რომის პაპის მდგომარეობა კრიტიკულია. „მას ჰქონდა ასთმის მსგავსი რესპირატორული კრიზისი და დასჭირდა სისხლის გადასხმა. სისხლის გადასხმა აუცილებელი იყო, რადგან ანალიზებმა აჩვენა, რომ მას ჰქონდა თრომბოციტების ძალიან დაბალი რაოდენობა, მიახლოებული ანემიასთან. მისი მდგომარეობა რჩება კრიტიკული“, – ნათქვამია განცხადებაში. ვატიკანის ინფორმაციით, რომის პაპს სასუნთქი […]

კირ სტარმერი – დონალდ ტრამპთან შეხვედრისას უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოვხატავ

დონალდ ტრამპთან შეხვედრისას უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოვხატავ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა. სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მომავალ კვირას, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას უკრაინის სუვერენიტეტის მნიშვნელობას განიხილავს. სტარმერმა კიევისადმი ბრიტანეთის „ურყევი მხარდაჭერა“ კიდევ ერთხელ დაადასტურა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „უკრაინა უნდა იყოს ომის დასასრულებლად ნებისმიერი მოლაპარაკების ცენტრში“. […]

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ეს დღე შეიძლება მშვიდად დაიწყოს, მაგრამ საღამო მოვლენები გააქტიურდება. გამორიცხული არ არის, რომ წვეულებაზე დაგპატიჟონ ან სიურპრიზი მოგიწყონ, რომელიც ჩვეული რიტმიდან გამოგიყვანთ. თუ დღესასწაულის აღნიშვნას გეგმავთ, ეცადეთ მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ – თუ რამე გაღიზიანებთ, ჯობია ცოტა ხნით გაერიდოთ, ვიდრე კონფლიქტში მოხვდეთ. რჩევა: მნიშვნელოვანია ყველაფერში ზომიერება დაიცვათ, რომ დღესასწაული სტრესის მიზეზი არ გახდეს. კურო მშვიდი […]

დონალდ ტრამპი ინფორმაციით, 25 თებერვალს ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, 25 თებერვალს ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იტყობინება. ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პირისპირ შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს. მისივე თქმით, ასეთი შეხვედრის ორგანიზების მცდელობები ადრეულ ეტაპზეა და მისი განხორციელება „ინტენსიურ მოსამზადებელ სამუშაოს“ მოითხოვს. „ჩვენ ვსაუბრობთ […]

კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო,  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

???? 23-25 თებერვალს დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი. სანაპირო რაიონებში ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა. ❗️საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. ❗️❗️დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო […]

ირმა ხეცურიანი რაპირით ასპარეზობაში მსოფლიოს თასის ვიცე-ჩემპიონია

სან-პაულოში ეტლით ფარიკაობაში მსოფლიოს თასის ტურნირი მიმდინარეობს. ქართველმა პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა რაპირით ასპარეზობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან იაპონელ ანრი საკურაისთან ანგარიშით 14:15 დათმო. სან-პაულოს ტურნირზე ხმლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ჩემპიონობა იზეიმეს, გვანცა ზადიშვილი კი ვიცე-ჩემპიონი გახდა. დღეს რაპირით ორთაბრძოლებში ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილიც ჩაერთვებიან.

,მას შემდეგ, რაც საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელი სრულად გაიშიფრა და გაცვდა, Deep State-მა თაროდან ჩამოიღო დამტვერილი სტაჟიანი აგენტი, ირაკლი ალასანია,”- ვატო შაქარიშვილი

მას შემდეგ, რაც საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელი სრულად გაიშიფრა და გაცვდა, Deep State-მა თაროდან ჩამოიღო დამტვერილი სტაჟიანი აგენტი, ირაკლი ალასანია, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, “გლობალური ომის პარტია” ტრამპის ადმინისტრაციისგან მიღებული დარტყმების შედეგად, აგონიურ მდგომარეობაშია, საქართველოში სრულად გაკოტრებულია და ირაკლიალასანიას სახით, ახლა ხავსს ეჭიდება. როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, “დიფ […]

საგადასახადო ამნისტიის ფარგლებში, 66 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს 424 787 142 ლარი უკვე ჩამოეწერა

Editor Dali
0
საგადასახადო ამნისტიის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით 66 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს 424 787 142 ლარი ჩამოეწერა, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა აქტიურად მიმდინარეობს. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დღეის მდგომარეობით – […]

 “დიფ სთეითი”, რომელსაც ჩვენ დავარქვით გლობალური ომის პარტია, დაინტერესებული იყო, დიდხანს გაგრძელებულიყო ომი, რასაც ვამბობდით, ტრამპის ადმინისტრაცია ერთი ერთში იმეორებს -მიხეილ ყაველაშვილი

Editor Dali
0
ჩვენს ქვეყანას მოუწოდებდნენ, გვთხოვდნენ სანქციებთან შეერთებას, მოხალისეების, იარაღის გაგზავნას, რომ საქართველოს ჩართულიყო ომში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, რაზეც ხელისუფლება და „ხალხის ძალა“ საუბრობდა, ახლა ტრამპის ადმინისტრაცია ერთი ერთში იმეორებს. „რეალობით, რაც დღეს გლობალური თვალსაზრისით არის, მხედველობაში მაქვს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებები, გამოიკვეთა კონკრეტული ძალები, რომლებიც დაინტერესებული […]

საქართველოში დასავლური განწყობის შერყევა თუ რამეს შეუძლია, ეს ევროკავშირის კონკრეტული ჩინოვნიკების უპასუხისმგებლო და მტრული ქცევებია -დავით მათიკაშვილი

Editor Dali
0
საქართველოში დასავლური განწყობის შერყევა თუ რამეს შეუძლია, ეს ევროკავშირის კონკრეტული ჩინოვნიკების უპასუხისმგებლო და მტრული ქცევებია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირის ჩინოვნიკების ჩართულობა საქართველოს შიდა საქმეებში ორ მხარეს შორის ურთიერთობას აფუჭებს. „ჯეფრი საქსის შეფასებები, შეგვიძლია, გამორჩეულად ადეკვატურად მივიჩნიოთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. ეს პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი ცდილობს, სწორად შეაფასოს და […]

 უკრაინასა და აშშ-ს შორის სასარგებლო წიაღისეულზე შეთანხმება, შესაძლოა, დღეს გაფორმდეს -The Wall Street Journal

Editor Dali
0
უკრაინასა და აშშ-ს შორის სასარგებლო წიაღისეულზე შეთანხმება, შესაძლოა, დღეს გაფორმდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ხელშეკრულება ჯერ მზად არ არის. სტატიის თანახმად, უკრაინის მთავრობასთან ახლოს მყოფმა წყარომ განაცხადა, რომ უკრაინის და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა „დიდი როლი“ შეასრულა ხელშეკრულების პირობების კოორდინაციაში, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის და სხვა […]