გადასული ვართ საგანგებო და გაძლიერებულ რეჟიმზე, სრულად არის მობილიზებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური როგორც გურიაში, ასევე იმერეთსა და აჭარაში – თემურ მღებრიშვილი

Editor Dali
0
მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სასოფლო გზების გაწმენდა და ბურანებით მოსახლეობასთან კონტაქტი. პრიორიტეტია ის ლოკაციები, რომლებიც მოწყვეტილი იყო გარესამყაროს, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, 23 თებერვლიდან იმერეთში, გურიასა და აჭარაში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მუდმივად მიმდინარეობს მუშა პროცესი. „გუშინ ჩატარდა საგანგებო თათბირი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დაიგეგმა ამოცანები, […]

ჩვენ ვერ დავეთანხმებით უკრაინის კაპიტულაციას-დონალდ ტუსკი

Editor Dali
0
ჩვენ ვერ დავეთანხმებით უკრაინის კაპიტულაციას, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა. მისივე თქმით, ევროპელ ლიდერებს ომის სწრაფად დასრულება სურთ. „ჩვენ ვერ დავეთანხმებით უკრაინის კაპიტულაციას, რაც არ უნდა ვუწოდოთ ამას, თავხედურ მოთხოვნებს, მათ შორის, ტერიტორიულს. ჩვენ, ყველას, გვსურს ომის სწრაფად დასრულება. ევროპას სურს, ჰქონდეს რაც შეიძლება ცალსახა პოზიცია“, – განაცხადა ტუსკმა. ტუსკის თქმით, მიუხედავად იმისა, […]

არ შეიძლება, „ენჯეოები“ და მათი დაფინანსება იყოს გამოყენებული, როგორც ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციის მექანიზმი, „ფარას“ ანალოგის მიღებას ალტერნატივა არ აქვს-ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
არ შეიძლება, „ენჯეოები“ და მათი დაფინანსება იყოს გამოყენებული, როგორც ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციის მექანიზმი, შესაბამისად, ბუნებრივია, „ფარას“ ზუსტი ანალოგი კანონის მიღებას საქართველოში არავითარი ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სოფელ შრომაში განუცხადა. მისივე თქმით, იმ პირობებში, როცა აშშ-ის მოქმედმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ კონკრეტული მექანიზმები, მათ შორის, USAID-ი, NED-ი და სხვა მექანიზმები გამოიყენებოდა […]

 სტიქიის დროს ყველა ერთ მუშტად უნდა იყოს შეკრული, თუმცა აქაც, სამწუხაროდ, კონკრეტული ძალები ცდილობენ სპეკულაციების აგებას-ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
სტიქიის დროს ყველა ერთ მუშტად უნდა იყოს შეკრული, თუმცა აქაც, სამწუხაროდ, კონკრეტული ძალები ცდილობენ სპეკულაციების აგებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სოფელ შრომაში ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, რომელიც სტიქიასთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილის გუშინდელი განცხადების არასწორ ინტერპრეტაციას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც საჭიროა გარკვეული საკითხების უფრო ზუსტად რეგულირება და მათ […]

გუშინ ვნახეთ, როგორ შეუვარდნენ აშშ-ის საელჩოს ვებგვერდს და ფაქტობრივად საელჩომ თავის თავზე იგრძნო ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია, მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოებისგან“ ვგრძნობთ -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
მგონი, ყველამ აღიარა, რომ რაც წარვადგინეთ, არის ამერიკული „ფარას“ ზუსტი ვარიანტი. ამერიკა რომ მათ შორის გამჭვირვალობის პრინციპის კრიტიკოსებისთვის არის სამაგალითო ქვეყანა, ესეც ყველამ ვიცით. გუშინ ვნახეთ, როგორ შეუვარდნენ აშშ-ის საელჩოს ვებგვერდს და, ფაქტობრივად, საელჩომ თავის თავზე იგრძნო ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია, მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოებისგან“ ვგრძნობთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა […]

თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ობლიგაციების გამოსაშვებად – საუკეთესო ბანკად, საქართველოში კი საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

Editor Dali
0
თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ობლიგაციების გამოსაშვებად – საუკეთესო ბანკად, საქართველოში კი საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.  Global Finance-ის პირველი რეგიონული და რიგით მე-4 ადგილობრივი ჯილდო, თიბისი კაპიტალის ბაზრის წილმა, გარიგებების რაოდენობამ და მოცულობამ, მომსახურებისა და რჩევების ხარისხმა, ინოვაციურმა პროდუქტებმა და შესაძლებლობებმა, კონკურენტუნარიანმა ფასებმა და ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არსებულმა რეპუტაციამ განაპირობა.  საინვესტიციო საბანკო საქმიანობა […]

შეძლებს თუ არა უკრაინა ბრძოლის გაგრძელებას აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე – რას წერს The Washington Post – ი

Admin Tamuna
0
აშშ-ის გავლენიან გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) დაბეჭდილია სტატია სათაურით „შეძლებს თუ არა უკრაინა ბრძოლის გაგრძელებას აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე?“ (ავტორი – მაქს ბუთი, ისტორიკოს-პოლიტოლოგი, ჯინ კირკპატრიკის ანალიტიკური ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი). გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: უკრაინელები, აღნიშნავენ რა საშინელი ომის მესამე წლისთავს,  იძულებულნი არიან იფიქრონ გაუგონარ და წარმოუდგენელ პერსპექტივაზე, რომ მათ ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვარგარეთული მოკავშირე […]

საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი არ განიხილება – ვლადიმერ ბოჟაძე

Admin Tamuna
0
საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი არ განიხილება – რაც უფრო მალე გამოერკვევიან და ეცოდინებათ, რომ პარლამენტის არჩევნები არ დაინიშნება, მით უფრო მალე დაიწყებენ მზადებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, – ეს განცხადება მედიასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვლადიმერ ბოჟაძემ გააკეთა. ბოჟაძის თქმით, ყველაზე გონივრული იქნება, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადოს. „საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი არ განიხილება. საპარლამენტო არჩევნები 2028 წლის […]

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

Admin Tamuna
0
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე (თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 141-ე კმ-ზე) ჩამოწოლილი ზვავისგან გზის სავალი ნაწილი გაწმენდილია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია. ზვავის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტენსიური თოვის გამო, რიკოთის საავტომობილო გზის სრულ მონაკვეთზე სპეციალური ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს […]

გურიის რეგიონში რამდენიმე სოფელი ამ დრომდე გარე სამყაროსაა მოწყვეტილი

Admin Tamuna
0
გურიის რეგიონში რამდენიმე სოფელი ამ დრომდე გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის ბაჩო ახალაძის ინფორმაციით, მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია და არის საკვების დეფიციტის პრობლემაც. „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კვლავ რთული მდგომარეობაა. რამდენიმე სოფლის გზა ცენტრამდე გაიწმინდა. შიდა სასოფლო გზები არსად არის გაწმენდილი. თოვლის საფარმა წუხელ კიდევ მოიმატა, მაგრამ დიდად არა. ყველაზე რთული ზონა არის საჭამიასერი, ქვემო […]

ყველაფერს გააკეთებს სასწრაფო დახმარება იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად იყოს რეაგირება ყველა იმ საჭიროებაზე, რომლის თაობაზეც ინფორმაციას ვიღებთ – მიხეილ სარჯველაძე

Admin Tamuna
0
ყველაფერს გააკეთებს სასწრაფო დახმარება იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად იყოს რეაგირება ყველა იმ საჭიროებაზე, რომლის თაობაზეც ინფორმაციას ვიღებთ, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიდთოვლობით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა რესურსი მობილიზებულია ყველა მიმართულებით. „ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამართულ მუშაობას და ყველაფერს გააკეთებს სასწრაფო დახმარება იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად იყოს […]

ვაპირებთ, 5 მილიონ დოლარად ოქროს ბარათები გავყიდოთ, ამ ბარათის შეძენით ჩვენს ქვეყანაში მდიდარი ადამიანები შემოვლენ – ტრამპი

Admin Tamuna
0
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ მდიდარ უცხოელებს „ოქროს ბარათებს“ მიყიდის, რომლის ღირებულება 5 მილიონი აშშ დოლარი იქნება და რომელიც მათ შეერთებულ შტატებში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მისცემს და შესთავაზებს გზას მოქალაქეობის მიღებისკენ, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ”ვაპირებთ გავყიდოთ ოქროს ბარათი. მწვანე ბარათი გაქვს. ეს არის ოქროს ბარათი. ჩვენ ვაპირებთ ამ ბარათს ფასი დაახლოებით 5 მილიონი […]