თემურ მღებრიშვილი: 5 ლოკაციაზე, სხვადასხვა მიმართულებით, მოწყვლად დასახლებებში გავხსენით ადგილობრივი შტაბები

გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა გურიის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. როგორც თემურ მღებრიშვილმა აღნიშნა, რამდენიმე ლოკაციაზე შექმნილია ადგილობრივი შტაბები, რომელიც დაკომპლექტებულია ყველა შესაბამისი უწყების თანამშრომლით. „ჩვენ გუშინ დილიდან დავიწყეთ გარკვეულ მონაკვეთებზე აქტიური სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და თავდაცვის ძალებთან ერთად. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა რამდენიმე ლოკაციაზე გზის გაწმენდის სამუშაოები. ღამის […]

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტი იძულებული იქნება, დათმობებზე წავიდეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებული იქნება, დათმობებზე წავიდეს,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. „ის იძულებული იქნება, დათმობებზე წავიდეს. და ვფიქრობ, მჯერა, რომ ჩვენი არჩევის შედეგად ეს ომი დასრულდება. და ასევე მჯერა, რომ თუ ეს ადმინისტრაცია არ მოიგებდა არჩევნებს დიდი უპირატესობით, ეს ომი გაგრძელდებოდა დიდხანს, და პუტინს მოუნდებოდა ყველაფრის წაღება“, – აღნიშნა ტრამპმა, როდესაც ჰკითხეს, მოუწევს თუ არა […]

პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე გურიის რეგიონში დღის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ანგარიში მოისმინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე გურიის რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის კუთხით  დღის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში მოისმინა.   შტაბის სხდომაზე, რომელშიც პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მონაწილეობდა, ასევე დეტალურად განიხილეს ღამის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა.   შტაბმა დეტალურად იმსჯელა თითოეული მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, ასევე იმ საკითხებზე, რომლებიც მოსახლეობას უკვე მოუგვარდა, […]

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის საქმეა სპეკულაციები, ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული საქმის კეთებაზე და პრობლემების მოგვარებაზე

მთავარია, რომ ჩვენ ვიყოთ კონცენტრირებული საქმეზე, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ ოზურგეთში, ჟურნალისტებს განუცხადა.   მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის საქმეა სპეკულაციები და ეს არავის უკვირს.    „ეს ალბათ არავის უკვირს, მოსალოდნელია, ეს არის ჩვენი ოპონენტების სტილი. მთავარია, რომ ჩვენ ვიყოთ კონცენტრირებული საქმეზე. მათი საქმეა სპეკულაციები, ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული საქმის კეთებაზე და პრობლემების […]

,,ინტენსიურად გაგრძელდება გზის გაწმენდითი სამუშაოები, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა”- პრემიერი

ინტენსიურად წარიმართება გზის გაწმენდითი სამუშაოები, დღის განმავლობაში, საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ მოწყვეტილი სოფლები დაკავშირებოდნენ გარესამყაროს, ახლა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ოზურგეთში განუცხადა.   მისივე თქმით, საკმაოდ ბევრია ისეთი სოფელი, რომლებსაც არ მიეწოდებათ ელექტროენერგია შესაბამისი დაზიანების გამო და ეს […]

ინტენსიური თოვის, ყინვისა და გზებზე გართულებული მოძრაობის გამო, აეროპორტიდან „შატლ ბასების“ მოძრაობა ქუთაისის ცენტრამდე და პირიქით, დროებით ჩერდება

ინტენსიური თოვის, ყინვისა და გზებზე გართულებული მოძრაობის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან „შატლ ბასების“ მოძრაობა ქუთაისის ცენტრამდე და პირიქით, დროებით ჩერდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ამ წუთებში ათენიდან პირდაპირი რეისი შესრულდა. ინფორმაციას აეროპორტის ოპერირებასთან დაკავშირებით პერიოდულად განვაახლებთ“,- აღნიშნულია ქუთაისის აეროპორტის ინფორმაციაში.

დასავლეთ საქართველოში სალიკვიდაციო სამუშაოებში მოხალისეთა ორგანიზაციაც – “ახალგაზრდობა დავეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის ჩაერთო

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით ა(ა)იპ “ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო! ორგანიზაციის მობილური ჯგუფი უკვე გაემგზავრა რეგიონში და იმერეთში, გურიასა და აჭარაში სამაშველო ოპერაციებში მიიღებს მონაწილეობას. ჯგუფს ხელმძღვანელობს “საქართველოს გენერალთა კლუბის” დირექტორი მალხაზ ჩიხლაძე, ხოლო მის შემადგენლობაში არიან: ლაშა ფუთურიძე, თეიმურაზ ანდღულაძე, დავით […]

“უჩვეულო ნახტომი თეთრი სახლისაკენ – მილეი ზელენსკის მხარს აღარ უჭერს?”-უცხოური პრესა

Editor Dali
0
არგენტინის გაზეთ „რეგინა-12“-ში (Regina-12) გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით: „უჩვეულო ნახტომი თეთრი სახლისაკენ: მილეი ზელენსკის მხარს აღარ უჭერს?“, რომელშიც განხილულია არგენტინა-უკრაინის ურთიერთობაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილება – ბუენოს-აირესი, უკრაინის საკითხში, ვაშინგტონის პოზიციას მიემხრო. ‘ გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ, რომელმაც არაერთხელ გამოხატა თავისი მხარდაჭერა  უკრაინის მიმართ რუსეთთან ომის პირობებში და ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ინაუგურაციაზეც კი ჰყავდა მიწვეული ბუენოს-აირესში 2023 წლის დეკემბერში, მოულოდნელად მკვეთრად შეცვალა თავისი საერთაშორისო […]

,,დონალდ ტრამპმა მსოფლიო ქაოსი შექმნა”- ავთანდილ წულაძე

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მკვეთრმა დაახლოებამ რუსეთთან გამოიწვია საპასუხო ნაბიჯები ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან. ომის მესამე წლისთავზე ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები ეწვივნენ კიევს უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ლიდერმა აღნიშნა საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მეგობრული ურთიერთობები, უთანხმოება ტრამპსა და მაკრონს შორის უკრაინაში ომის დასრულებასთან […]

NED-ს ფინანსებზე წვდომა შეეზღუდა. ორგანიზაციამ პროგრამების განხორციელება მთელ მსოფლიოში შეაჩერა

Editor Dali
0
ამერიკის „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ორგანიზაციას კონგრესის მიერ გამოყოფილ ფინანსებზე წვდომა შეეზღუდა, რის გამოც ის იძულებულია შეაჩეროს პროგრამების განხორციელება მთელ მსოფლიოში. „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ მოცემულ მომენტში ვერ ახერხებს წვდომას კონგრესის მიერ გამოყოფილ ფონდებზე, რომლითაც თითქმის ყველა გრანტი და ოპერაცია ხორციელდება. შედეგად, ორგანიზაციის 40-წლიანი მოღვაწეობის ისტორიაში პირველად მან საკუთარი ვალდებულებები ვერ შეასრულა […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 27 თებერვალს

Editor Dali
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8141 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8141 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8168 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9542 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9498 კურსი ლარს შეადგენდა. […]

“ზუსტად იმ მომენტში, როცა საჭიროა საზოგადოების ერთიანობა და საქმეზე კონცენტრირება, ვხედავთ ოპოზიციას და ენჯეოებს, რომლებიც ზურგში დანას სცემენ ქართულ საზოგადოებას” – შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში, სტიქიის ზონაში შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე თქმით, ადგილზეა პრემიერ-მინისტრი და თავად ხელმძღვანელობს პროცესს. „საზოგადოება ხედავს, რომ ადგილზე მიმდინარეობს, უპირველესად ყოვლისა, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები, რათა დიდთოვლობისგან გამოწვეული კომუნიკაციის შეფერხებები აღმოიფხვრას. პრემიერ-მინისტრი არის ადგილზე, გურიას ვგულისხმობ, თუმცა სხვა რეგიონებშიც არის დიდთოვლობა, მაგრამ არა იმ მასშტაბის, სიმძიმის, როგორიც გურიაში. პრემიერ-მინისტრი […]