ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკელი მძევლების გათავისუფლების საკითხზე „ჰამასთან“ ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ღაზას სექტორში დაკავებული ამერიკელი მძევლების გათავისუფლების შესაძლებლობის შესახებ დაჯგუფება „ჰამასთან“ ფარულ მოლაპარაკებას აწარმოებს, – აღნიშნულის შესახებ Reuters ამ მოლაპარაკებების ორმა წყარომ კონფიდენციალურად განუცხადა. წყაროს თქმით, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი მძევლების გათავისუფლების საკითხებში ადამ ბიულერი ბოლო კვირების განმავლობაში კატარის დედაქალაქ დოჰაში მოლაპარაკებებს აწარმოებს „ჰამასთან“. „ასეთი მოლაპარაკებები ეწინააღმდეგება აშშ-ის გრძელვადიან პოლიტიკას პირდაპირი კონტაქტების წინააღმდეგ დაჯგუფებასთან, […]

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნა ორი მილიარდი დოლარის გაყინვის შესახებ

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნა, რომ ძალაში დარჩენილიყო გადაწყვეტილება თითქმის ორი მილიარდი დოლარის გაყინვის შესახებ, რომელიც, USAID-ის მეშვეობით, ორგანიზაციებისთვის უკვე შესრულებული სამუშაოსთვის უნდა გადაეხადათ. აშშ-ის უზენაეს სასამართლოში ხმები 5-4-ზე თანაფარდობით გადანაწილდა. გადაწყვეტილება მიიღეს მთავარმა მოსამართლემ, ჯონ რობერტსმა და კონსერვატორმა მოსამართლემ, ეიმი კოუნი ბარეტმა, რომლებმაც სამ ლიბერალ მოსამართლესთან ერთად ტრამპის ადმინისტრაციას მოთხოვნაზე უარი უთხრეს. […]

ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩეულ პრეზიდენტს, ბადრა გუნბას შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩეულ პრეზიდენტს, ბადრა გუნბას შეხვდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა შეხვედრაზე თქვა, რომ ე.წ. საარჩევნო კამპანია აფხაზეთში მღელვარედ წარიმართა, მაგრამ მთავარია, რომ ხალხმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება. ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ რუსეთი უზრუნველყოფს ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარულ მიწოდებას, რაც მას დეფიციტის პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება. მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელმა, ბადრა გუნბამ თავის მხრივ აღნიშნა, რომ, მოსკოვის […]

აშშ-მა შეაჩერა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება, რომელიც შეიძლება, გამოყენებულ იქნას რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის -Sky News

Editor Dali
0
აშშ-მა უკრაინასთან შეაჩერა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება, რომელიც შეიძლება, გამოყენებულ იქნას რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის, – ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთანავე, კიევში აცხადებენ, რომ სადაზვერვო მონაცემების გაზიარება სრულად არ შეწყვეტილა. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელმა ამ ნაბიჯს „შერჩევითი“ უწოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაცია კვლავ მიეწოდება უკრაინას და ეს ინფორმაცია შეიძლება, გამოყენებულ იქნას […]

რა ეღირება დოლარი და ევრო

Editor Dali
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7858 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7858 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7905 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0047 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9783 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9350 კურსი ლარს შეადგენდა. […]

მამუკა ხაზარაძის განცხადებები ბადრი ჯაფარიძისთვისაც აღარ არის საინტერესო, არათუ ამ ქვეყნის რომელიმე მოქალაქისთვის, ამ ადამიანებს არანაირი კაპიტალი არ აქვთ-რატი იონათამიშვილი

Editor Dali
0
მამუკა ხაზარაძის განცხადებები ბადრი ჯაფარიძისთვისაც აღარ არის საინტერესო, არათუ ამ ქვეყნის რომელიმე მოქალაქისთვის, ამ ადამიანებს არანაირი კაპიტალი არ აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია განადგურებულია და მათზე დიდი ყურადღების დათმობა არ უნდა მოხდეს. „მამუკა ხაზარაძის განცხადებები ბადრი ჯაფარიძისთვისაც აღარ არის […]

ოპოზიცია ნულოვან მდგომარეობაშია, თვითრეანიმაციას ცდილობენ, ეს მცდელობა დიდი არაფერი შედეგის მომტანი იქნება -ირაკლი ქადაგიშვილი

Editor Dali
0
ოპოზიციას თვითლიკვიდაციის რეჟიმი ჰქონდა და ახლა გამქრალი მდგომარეობიდან აღდგენა უნდათ. ერთმანეთისგან იდეოლოგიურად არც განსხვავდებიან, ამიტომ ვამბობდით, რომ, რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა“ არიან, უბრალოდ, საარჩევნოდ მათი სეგმენტებად დაყოფა მოხდა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია ნულოვან მდგომარეობაშია, თვითრეანიმაციას ცდილობენ, ეს მცდელობა კი დიდი არაფერი შედეგის მომტანი იქნება. […]

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ შუა დერეფნის განვითარებას – ირაკლი კობახიძე

Admin Tamuna
0
საქართველოსა და უზბეკეთს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომობა ძალიან მნიშვნელოვანია და მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი მთავრობების წარმომადგენლებს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდათ გუშინ და დღეს ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან შეხვედრისას განაცხადა.   მთავრობის მეთაურმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლოდ, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ […]

„ტრამპი და ვენსი ჭკვიანები და გონიერები კი არა, უმეცრები და უვიცები არიან“ – რას წერს The Daily Telegraph-ი

Admin Tamuna
0
„ნება მომეცით ახალი ამერიკული ეპოქის ჩემეული ხედვა გაგაცნოთ“, – ასე იწყებს თავის სტატიას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ექს-მინისტრი ბენ უოლესი, რომელიც ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 5 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია სათაურით „ტრამპი და ვენსი ჭკვიანები და გონიერები კი არა, უმეცრები და უვიცები არიან“. გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: დონალდ ტრამპი და ჯეი დი ვენსი, როგორც ჩანს, […]

ყველა განცხადება, რასაც ვისმენთ გაქსუებული ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან, ევროპიდან, დაფუძნებულია ტყუილზე – კახა კალაძე

Admin Tamuna
0
ყველა განცხადება, რასაც ჩვენ ვისმენთ ამ გაქსუებული ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან, ევროპიდან, ყველაფერი დაფუძნებულია ტყუილზე, არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულობასთან, დემოკრატიულობასთან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამ ტიპის განცხადებები ვერაფერ ზიანს ვერ მოუტანს ხელისუფლებას, პირიქით, ისინი დაზიანდებიან. „ყველა განცხადება, რასაც ჩვენ ვისმენთ ამ გაქსუებული ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან, ევროპიდან, ყველაფერი ეს […]

თიბისის საგაზაფხულო შეთავაზებების კვირეული გრძელდება

Admin Tamuna
0
თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ. გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების 50-მდე ბრენდის ფიზიკურ მაღაზიაში, ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 150 ლარი მომენტალურად დაგიბრუნდებათ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, შესაძლებლობა გაქვთ, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით გადახდისას თანხის 30%, ჯამში მაქსიმუმ 300 ლარი […]

ეკონომიკის თავისუფლებით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

Admin Tamuna
0
მსოფლიოს მოწინავე კვლევითმა ორგანიზაციამ, ვაშინგტონის #1 -მა ანალიტიკური ცენტრმა – „ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა“ ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი 2025 გამოაქვეყნა. ინდექსის მიხედვით საქართველოს შეფასება 0,6 პუნქტით გაუმჯობესდა, 69 ქულით მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა. ანგარიშში ვკითხულობთ: „ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ქულა უფრო მაღალია, ვიდრე მსოფლიო და რეგიონული საშუალო მაჩვენებლები. საქართველოს ეკონომიკა 2025 წლის ინდექსის მიხედვით „ზომიერად […]