21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა

Editor Dali
0
21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტიკის დღეს 1993 წლიდან აღნიშნავენ. საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე 1993 წელს ერთობლივად დააწესეს. პროფესიულ დღესასწაულს მედია სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. ქართული ჟურნალისტიკის დღედ პირველი ქართული გაზეთის – ჯერ „საქართველოს გაზეთის”, შემდეგ კი „ქართული გაზეთის” დაარსების დღე დაწესდა – პირველი ნომერი 1819 […]

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას განათლების დეპარტამენტის გაუქმების დაწყების შესახებ

Editor Dali
0
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც განათლების დეპარტამენტის დაშლის პროცესი იწყება. ტრამპმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნული გადაწყვეტილება დეტალურად განმარტა. „ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი ბავშვების განათლება“, – განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ აშშ უკვე დიდი ხანია, ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეების სათანადო განათლებას. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ როდესაც პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა ფედერალური განათლების დეპარტამენტი შექმნა, ამას […]

21 მარტის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

Editor Dali
0
21 მარტს საქართველოს უმეტეს ქალაქში მოღრუბლული ამინდია მსალოდნელი. მაღალ მთაში კი თოვლი.  ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +9 – მოღრუბლული სოხუმი +10 – მოღრუბლული ზუგდიდი +9 – მოღრუბლული მესტია +7 – თოვლი  ფოთი +9 – წვიმა ბათუმი +9 – წვიმა  ოზურგეთი +8 – წვიმა  ქუთაისი +11 – მოღრუბლული ამბროლაური +11 – მოღრუბლული ახალციხე +9 – მოღრუბლული ბორჯომი +6 – მოღრუბლული ბაკურიანი +4 – მოღრუბლული გორი […]

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ შეჩერდეთ, უკან მიიხედოთ და წარსული მოვლენებიდან დასკვნები გამოიტანოთ. ეს დაგეხმარებათ, საკუთარი შეცდომები დაინახოთ. კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა მარტივი და ნაყოფიერი იქნება. რჩევა: გააანალიზეთ წარსული – დღეს მიღებული დასკვნები მომავალში შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. კურო დროა, სამომავლო მიზნებზე დაფიქრდეთ. შესაძლოა, მიხვდეთ, რომ ზოგი მათგანი მოძველდა. თუ გრძნობთ, რომ მიმართულების ცვლილებების დროა, […]

ბრიტანეთი უკრაინაში სამშვიდობო ჯარებს არ განათავსებს აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიების გარეშე – ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი

Editor Dali
0
დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, ლუკ პოლარდმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი უკრაინაში სამშვიდობო ჯარებს არ განათავსებს აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიების გარეშე. ლუკ პოლარდის თქმით, პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის გეგმა „მსურველთა კოალიციის“ შესახებ, რომელიც რუსეთთან უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებას გააკონტროლებს, აშშ-ის ჩართულობაზეა დამოკიდებული. როგორც გამოცემა POLITICO აღნიშნავს, ეს ეწინააღმდეგება დონალდ ტრამპის განცხადებებს, რომელიც ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატები ამ პროცესში უშუალო მონაწილეობას არ მიიღებს. […]

უსამშობლობის ასეთი აშკარა გამოვლინება მსოფლიოშიც კი იშვიათია, არათუ ჩვენს ქვეყანაში -მამუკა მდინარაძე

Editor Dali
0
რამდენიმე დღის წინ უნიჭიერეს, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ მარიამ შენგელიას გაუგონარი ბულინგის კამპანია დაუორგანიზეს, ახლა კი საქართველოს ახალი საფეხბურთო ისტორიის დამწერი, ჩვენი საამაყო ფეხბურთელი ბიჭების ბულინგის მცდელობაზე გადავიდნენ. უსამშობლობის ასეთი აშკარა გამოვლინება მსოფლიოშიც კი იშვიათია, არათუ ჩვენს ქვეყანაში, – ამის  შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. „რადგან მსოფლიოში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ბოლომდე გააშიშვლა […]

 პუტინის განკარგულებით, რუსეთში არალეგალურად მყოფმა უკრაინის მოქალაქეებმა ქვეყანა 10 სექტემბრამდე უნდა დატოვონ ან “მოაგვარონ თავიანთი სამართლებრივი მდგომარეობა”

Editor Dali
0
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსეთში არალეგალურად მყოფმა უკრაინის მოქალაქეებმა 2025 წლის 10 სექტემბრამდე უნდა დატოვონ ქვეყანა ან „მოაგვარონ თავიანთი სამართლებრივი მდგომარეობა“. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელიც გამოქვეყნდა სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე. გარდა ამისა, დოკუმენტიდან გამომდინარეობს, რომ უცხოელებმა და მოქალაქეობის არმქონე პირებმა, რომლებიც რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ ოთხ რეგიონში (დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის) ჩავიდნენ განკარგულების […]

ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას დისკუსია გვქონდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე ძირითად რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
სომხეთში ვიზიტისას მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, დისკუსია გვქონდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე ძირითად რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ერევანში დღეს გამართული შეხვედრა კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყნის თანამშრომლობას და წვლილს შეიტანს საერთო წარმატებაში. „ჩვენი ურთიერთობების მტკიცე და პოზიტიური დინამიკა, […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 21 მარტს

Admin Tamuna
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7743 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7743 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7850 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0107 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0096 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.0345 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

ყველგან, სადაც კი Deep State-ის საწინააღმდეგო პოლიტიკა მძლავრობს, მათ შორის საქართველოში, არის მცდელობა სიტუაციის აყირავების – დავით ქართველიშვილი

Admin Tamuna
0
„იქ სადაც საფრთხეს ხედავენ ამ Deep State-ის დასუსტების, ევროკავშირის, ბრიუსელის დასუსტების, იქმნება წერტილები, რომელსაც ურტყამენ იგივე მეთოდებით, რა მეთოდებითაც 2003 წელს ჩვენთან მოახდინეს სააკაშვილის კლანის დესანტირება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. ექსპერტმა ისაუბრა იმაზე, რომ ქვეყნები, სადაც აქტიურად მიმდინარეობს ანტისახელისუფლებო აქციები, ღიად უჭერენ მხარს მსოფლიოში Deep State-ის დამარცხების მიზნით აშშ-ის პრეზიდენტის […]

უსამშობლობის ასეთი აშკარა გამოვლინება მსოფლიოშიც კი იშვიათია – მამუკა მდინარაძე

Admin Tamuna
0
რამდენიმე დღის წინ უნიჭიერეს, ულამაზეს და თავის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ მარიამ შენგელიას გაუგონარი ბულინგის კამპანია დაუორგანიზეს, ახლა კი, არც მეტი და არც ნაკლები, საქართველოს ეროვნული ნაკრების, საქართველოს ახალი საფეხბურთო ისტორიის დამწერი, ჩვენი საამაყო ფეხბურთელი ბიჭების ბულინგის მცდელობაზე გადავიდნენ. უსამშობლობის ასეთი აშკარა გამოვლინება მსოფლიოშიც კი იშვიათია, არა თუ ჩვენს ქვეყანაში! – წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე. როგორც მან აღნიშნა, […]

თიბისის შეთავაზება – დაიბრუნე 30% ზუგდიდი მოლში

Admin Tamuna
0
22 და 23 მარტს, თუ ზუგდიდი მოლს ეწვევით, შეძლებთ ისარგებლოთ თიბისის ქეშბექ შეთავაზებით და ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, დაიბრუნოთ გადახდილი თანხის 30%; მაქსიმუმ 100 ლარი მომენტალურად და მისი გამოყენება ნებისმიერი მიზნობრიობით არის შესაძლებელი. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, შესაძლებლობა გაქვთ დაიბრუნოთ გადახდილი თანხის 30%, ჯამში მაქსიმუმ 150 ლარი, […]