ამერიკა ცენტრალური კოლონაა, რომელსაც მთელი დასავლეთის ცივილიზაცია ეყრდნობა. თუ ეს კოლონა ჩამოიშლება, ყველაფერი დამთავრდება -ილონ მასკი

Editor Dali
0
ამერიკა ცენტრალური კოლონაა, რომელსაც მთელი დასავლეთის ცივილიზაცია ეყრდნობა. თუ ეს კოლონა ჩამოიშლება, ყველაფერი დამთავრდება, – ასე უპასუხა ილონ მასკმა ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, რა აწუხებს მას ყველაზე ძალიან. მისი თქმით, მას ასევე ძლიერ აწუხებს დაბალი შობადობის მაჩვენებელი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, რაც კაცობრიობის არსებობის საკითხს რისკის ქვეშ აყენებს. „მე ბევრი რამ მაწუხებს, თუმცა, ზოგიერთი მათგანი ადამიანებს ეზოტერიკულად […]

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Editor Dali
0
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. უწყების ცნობით, შეთანხმებას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ და ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, პან გონგშენგმა მოაწერეს ხელი. ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან მემორანდუმი ეროვნული ბანკის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. დელეგაციას საქართველოს […]

არ შეიძლება, ადამიანთა გაერთიანებას პოლიტიკური პარტია ეწოდოს, როდესაც ისინი ერთი სცენარით მოქმედებენ და ამ სცენარის საერთო სახელი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ დესტაბილიზაციის პროცესების განვითარება საქართველოში-გიორგი ვოლსკი

Editor Dali
0
არ შეიძლება ადამიანთა გაერთიანებას პოლიტიკური პარტია ეწოდოს და ჰქონდეს საშუალება იმუშაოს საქართველოში, იყოს რეგისტრირებული, როგორც პოლიტიკური პარტია, როდესაც ისინი ერთი სცენარით მოქმედებენ, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ. „არ შეიძლება ადამიანთა გაერთიანებას პოლიტიკური პარტია ეწოდოს და ჰქონდეს საშუალება იმუშაოს საქართველოში, იყოს რეგისტრირებული, როგორც პოლიტიკური პარტია, როდესაც ისინი ერთი სცენარით მოქმედებენ. ამ სცენარის მთავარი […]

აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

Editor Dali
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ჯ.ფ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბათუმში, ჯ.ფ.-ს პირადი და […]

29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

Admin Tamuna
0
ვერძი: იყავით ფხიზლად და ყურადღებით, რადგან არსებობს ალბათობა, რომ ვიღაც თქვენს მოტყუებას შეეცადოს. ამიტომ, ნაკლებად ენდოთ იმ ადამიანებს, ვისაც კარგად არ იცნობთ. კურო: კონფლიქტებისა და გაუგებრობების ალბათობაა. შესაძლოა, ზურგს უკან მითქმა-მოთქმამ ავნოს თქვენს რეპუტაციას, რაც მეტად დაძაბავს სიტუაციას. რაც უფრო მოქნილი და დიპლომატიური იქნებით, მით ნაკლებ ზიანს მოგაყენებენ. ტყუპები: ეს დღე უახლოესი თვეების მანძილზე თქვენს ქმედებებს განსაზღვრავს. თუ […]

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ოთხ პირს მოუსმინა

Admin Tamuna
0
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ოთხ პირს: მამუკა ყურაშვილს, გოგა ხაინდრავას, ირაკლი ბათიაშვილს და გიორგი ვოლსკის მოუსმინა. მამუკა ყურაშვილმა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი იყო, დეტალურად […]

მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი პირველი პოლიტპატიმარი იყო – სოზარ სუბარი

Admin Tamuna
0
მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი პირველი პოლიტპატიმარი იყო. მდინარაძის საბრალდებო დასკვნაში ზურაბ ადეიშვილი წერდა, რომ „მან არ გაითვალისწინა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება“ და აჭარელ სტუდენტებს, რომლებსაც ისედაც არასაპატიმრო ღონისძიება – „გაუსვლელობის ხელწერილი“ ჰქონდათ შეფარდებული, საკუთარ სახლში წასვლის ნებართვა მისცა!.. ბრალდება იმდენად აბსურდული იყო, რომ მამუკა მდინარაძე ყველა ინსტანციის სასამართლოში გამართლდა, – წერს „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე […]

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ცდილობენ – პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა

Admin Tamuna
0
აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ცდილობენ, რის უფლებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევენ. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. პოლიციასა და სამართალდამცველებს შორის პერიოდულად ადგილი აქვს სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „რუსებო, მონებო“; „ომი ვინ დაიწყო?“. ამასთან, ცოტა ხნის წინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავეს. პარლამენტთან აქციის მონაწილეები, „ნაციონალური […]

პროპაგანდა მიდის, რომ ახალგაზრდები დაარწმუნონ, ვითომ ჩვენ გვინდა საქართველო გავამტყუნოთ და რუსეთი გავამართლოთ – გია ვოლსკი

Admin Tamuna
0
ახლაც ის პროპაგანდა მიდის, რომ ახალგაზრდები დაარწმუნონ, ვითომ ჩვენ, ახლა, აქ რომ ვსხედვართ კომისიაში, გვინდა საქართველო გავამტყუნოთ და რუსეთი გავამართლოთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რითაც პარლამენტთან მიმდინარე აქციას გამოეხმაურა. ვოლსკის თქმით, ეს ახალგაზრდები პროპაგანდის იდეის ქვეშ არიან. „ყველა ტელევიზია და […]

ევროკავშირი არ მოხსნის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უკრაინაში ომის სრულად დასრულებამდე – ურსულა ფონ დერ ლაიენი

Admin Tamuna
0
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არ მოხსნის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უკრაინაში ომის სრულად დასრულებამდე. „სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი მტკივნეულია [რუსეთისთვის]“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ სწორედ უკრაინა გადაწყვეტს, რა არის მისთვის მდგრადი მშვიდობა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა, რომ კიევს უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, რათა თავიდან აიცილოს […]

მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მტერი თუ გააკეთებს, რომ განაიარაღოს საკუთარი მოსახლეობა ოკუპირებული ტერიტორიის ერთადერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში, რომელსაც შენ აკონტროლებ და ჯერ კიდევ ოკუპირებული არ არის -ირაკლი ბათიაშვილი

Editor Dali
0
აგვისტოს ომის გადასახედიდან რა ხდება ცხადი, მივყვეთ ფაქტებს. მოხდა ჯარის შეყვანა კოდორის ხეობაში, მოსახლეობის სრული განიარაღება, მერე იდგა იქ მეხუთე ბრიგადა, ამის დადასტურება არის უმარტივესი, იდგნენ შს სამინისტროს სპეცდანიშნულების დანაყოფები, –  ამის შესახებ ირაკლი ბათიაშვილმა კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და […]

PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც ERP სისტემა Microsoft Dynamics 365 & LS Retail სრულად დანერგა

Editor Dali
0
PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც Microsoft Dynamic 365 Business Central და LS Retail სრულად დანერგა და ამით მომსახურების ხარისხის, ოპერაციული ეფექტიანობისა და ბიზნეს პროცესების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. LS Retail არის საცალო გაყიდვებში მსოფლიოში წამყვანი სისტემა, რომელიც დაფუძნებულია Microsoft Dynamics 365 Business Central პლატფორმაზე და სრულად შეესაბამება დასავლურ სტანდარტებს. ეს PSP-სა და Microsoft-ის პარტნიორობის […]