“უკრაინის დახმარების მსურველთა კოალიციის“ პარიზულმა სამიტმა დაადასტურა, რომ აშშ-სა და ევროპას ერთმანეთისაგან უთანხმოების ოკეანე აშორებთ”-The Independent

Editor Dali
0
ბრიტანული გაზეთის „ინდეფენდენთის“ (The Independent) 30 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „უკრაინის დახმარების მსურველთა კოალიციის“ პარიზულმა სამიტმა დაადასტურა, რომ აშშ-სა და ევროპას ერთმანეთისაგან უთანხმოების ოკეანე აშორებთ“, რომლის ავტორია მერი დეჟევსკი, ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი. „სრულიად აშკარაა, რომ აშშ-ისა და ევროპის ურთიერთდამოკიდებულებაში კრიზისი დაიწყო, რომელიც უკრაინა-რუსეთის ომის მიმართ სხვადასხვა პოზიციით არის განპირობებული“, – ნათქვამია პუბლიკაციაში. გთავაზობთ სტატიას […]

უკრაინელი ლტოლვილები შესაძლოა ევროპაში სამუდამოდ დარჩნენ – The Economist

Admin Tamuna
0
უკრაინელები, რომლებიც ომის საშინელებებს გაერიდნენ და საზღვარგარეთ გაიქცნენ, სამშობლოში დაბრუნებაზე უარს ამბობენ, – წერს ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) სტატიაში სათაურით „უკრაინელი ლტოლვილები შესაძლოა ევროპაში სამუდამოდ დარჩნენ“. უფრო მეტიც – თუ სამხედრო მდგომარეობა გაუქმდება და საზღვრები გაიხსნება, ანუ თავისუფალი გასვლა ისევ ნებადართული გახდება, ქვეყანას დატოვებენ გასაწვევი ასაკის მამაკაცებიც, რაც კატასტროფა იქნება როგორც თვითონ უკრაინისათვის, ასევე […]

კოდორის ხეობა, რომელიც 13 წელი შეინარჩუნა ადგილობრივმა მოსახლეობამ, 2008 წელს მოღალატეობრივად, ტყვიის გაუსროლელად ჩააბარა მიხეილ სააკაშვილმა -სოზარ სუბარი

Editor Dali
0
კოდორის ხეობა იყო ფორპოსტი, ქართული კუთხე, შუაგულ აფხაზეთში შენარჩუნებული ქართული მიწა-წყალი, რომლის ჩაბარება მოხდა 2008 წელს ისე, რომ ერთი ტყვიის გასროლაც არ ყოფილა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრმა სოზარ სუბარმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ“ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. სუბარის […]

2025 წლის იანვარ – თებერვლის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.4% შეადგინა

Editor Dali
-1
იანვარ – თებერვლის მონაცემებით, 2025 წელი ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდით და პოზიტიური დინამიკით დაიწყო. მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში საშუალო ეკონომიკურმა ზრდა 9.4% შეადგინა – იანვარში ეკონომიკურმა ზრდის მაჩვენებელი 11.1%, ხოლო თებერვალში 7.7% იყო, – ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. „მიმდინარე წლის თებერვალში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა რამდენიმე სექტორში, მათ შორის: […]

გიორგი თარგამაძისგან და გიორგი კანდელაკისგან, პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება პასუხი, რატომ დააბრალეს ჯარს, თითქოს ქართველმა ჯარისკაცმა ჩაიდინა ომის დანაშაული? -თეა წულუკიანი

Editor Dali
0
ჟურნალისტი გიორგი თარგამაძისა და პოლიტიკოსი გიორგი კანდელაკისგან ჩვენ გვჭირდება პასუხი, პირველ რიგში, რეზოლუციაზე, 2008 წელს რატომ დააბრალეს ქართულ ჯარს, თითქოს ქართველმა ჯარისკაცმა ჩაიდინა ომის დანაშაული? – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისივე თქმით, დღეს თუ არ მოხერხდა მათი […]

ქართველი სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, ისარგებლებენ უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით 10 წლის განმავლობაში -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ქართველი სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, ისარგებლებენ უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით 10 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციების მიმართულების განვითარებას. „ინოვაციები არის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ამ კუთხით საზოგადოებას ჩვენ ვთავაზობთ ძალიან მნიშვნელოვან სიახლეს, კერძოდ, ქართველი სტარტაპერები, რომლებიც […]

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო – British Airways-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეისი შეასრულა

Editor Dali
0
31 მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე  გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანმა ავიაკომპანია British Airways-მა დაიწყო ოპერირება – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანიის A320 ტიპის ხომალდმა 156 მგზავრით პირველი რეისი შეასრულა. შედეგად, დღეიდან  ლონდონი და თბილისი ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით  დაუკავშირდნენ. ავიაკომპანია British Airways  ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს. პირდაპირი მიმოსვლა მნიშვნელოვნად ამცირებს ფრენის დროს საქართველოდან ბრიტანეთამდე […]

31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმიდან 34 წელი გავიდა

Editor Dali
0
„თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?” – მთავარი კითხვა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობამ, 3 მლნ 295,5 ათასმა ადამიანმა უპასუხა – დიახ! 31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმიდან 34  წელი გავიდა. 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა რეფერენდუმი […]

ვფიქრობ, ზელენსკი ცდილობს, უკან დაიხიოს იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებიდან და თუ ამას გააკეთებს, პრობლემები ექნება -დონალდ ტრამპი

Editor Dali
0
ვოლოდიმირ ზელენსკის იშვიათი წიაღისეულის შეთანხმებიდან უკან დახევა სურს, თუ ამას იზამს, დიდი პრობლემები ექნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. „ვფიქრობ, ზელენსკი ცდილობს, უკან დაიხიოს იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებიდან და თუ ამას გააკეთებს, პრობლემები ექნება, დიდი, დიდი პრობლემები“, – აღნიშნა ტრამპმა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა ვერასდროს გახდება ნატო-ს წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების […]

,, რომელი ოპოზიციური პარტიაც ხმას არ ამოიღებს, ლუსტრირებული იქნება”- ლევან ხაბეიშვილი

ვინმე თუ ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ერთი პარტიის გასამართლებაა პუტინის საამებლად, ძალიან ცდებით, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, რომელი ოპოზიციური პარტიაც ხმას არ ამოიღებს, ლუსტრირებული იქნება. „რუსულმა პარტიამ ოფიციალური პროცედურები დაიწყო, რომ გააუქმონ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, ანუ გააუქმონ განსხვავებული აზრი, გააუქმონ ევროპული პერსპექტივა, გააუქმონ პოლიტიკა, გააუქმონ დემოკრატია! […]

31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი მოემზადეთ მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. სამსახურში, კოლეგებს შორის კამათი დაპირისპირებაში გადაიზრდება. ეცადეთ ცეცხლზე ნავთი არ დაასხათ. ამ დღის სიმბოლო ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობაა. კურო ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს ადვილად მოხიბლავთ. სავარაუდოდ, ყველა საკამათო საკითხი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. მოერიდეთ უფროსებთან დაპირისპირებას, რადგან ამით მხოლოდ თქვენ დაზარალდებით. რთულ საუბარს ვერ აიცილებთ, თუმცა ეს საბოლოოდ ავტორიტეტის ამაღლებაში დაგეხმარებათ. […]

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მესამე ვადით დაბრუნების იდეას არ უარყოფს და აცხადებს, რომ არ ხუმრობს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ უარყოფს თეთრ სახლში მესამე ვადით დაბრუნების იდეას და აცხადებს, რომ ამ საკითხზე არ ხუმრობს. როგორც მედია წერს, დონალდ ტრამპმა არ უარყო თეთრ სახლში მესამე ვადით დაბრუნების იდეა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის კონსტიტუციის 22-ე შესწორება ამას კრძალავს. NBC News-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ არსებობს მეთოდები ამის მისაღწევად და აღნიშნა, რომ „არ ხუმრობს“. „ბევრ […]