საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Editor Dali
0
საქართველოს საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქაშუეთის ტაძარში 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ. „როგორც მოგეხსენებათ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა. მიმდინარე წლის 17 მაისს, 13:00 […]

“რომის ახალი პაპი შეიძლება დონალდ ტრამპის ძლიერი კრიტიკოსი გახდეს: ლეო XIV-ის შეხედულებები თეთრი სახლის გაღიზიანებას გამოიწვევს” -The Daily Telegraph

Editor Dali
0
ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph)  9 მაისი ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “რომის ახალი პაპი შეიძლება დონალდ ტრამპის ძლიერი კრიტიკოსი გახდეს: ლეო XIV-ის შეხედულებები თეთრი სახლის გაღიზიანებას გამოიწვევს“ (ავტორი – ტიმ სტენლი). „მიუხედავად იმისა, რომ ახალი პაპი ამერიკელია, აშშ-ის ხელისუფლებისათვის მისი არჩევა შეიძლება არასასიამოვნო იყოს“, – ასეთი თვალსაზრისია გამოხატული პუბლიკაციაში. გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით: როცა წმინდა პეტრეს მოედანზე ვიდექი […]

ხელისუფლების ქმედებების შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, დემოკრატია ისევ საფრთხეშია, საქართველომ, შესაძლოა, დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი -პაველ ჰერჩინსკი

Editor Dali
-1
სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესი  შეჩერებულია, თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ, შესაძლოა, დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი. მეტიც, საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივით გამართულ ევროპის დღისადმი მიძვღნილ ღონისძიებაზე განაცხადა. „დღეს ჩვენ ევროპის დღეს და შუმანის დეკლარაციის 75-ე წლისთავს აღვნიშნავთ. ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ […]

სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს აღლუმს ალბათ ალეკო ელისაშვილისგან, 26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია, ფეხი არ დაუცდეთ, ეს ძალიან მკაფიო გაფრთხილებაა -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
სალომე ზურაბიშვილი აღლუმს ალბათ ჩაიბარებს ალეკო ელისაშვილისგან, ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება, ჩაიბაროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 26 მაისს დაგეგმილია სათანადო ღონისძიებები ისე, როგორც წინა წლებში იყო. ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია. „რაც შეეხება 26 მაისს, 26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა […]

ესტონეთის მიერ დაწესებული სანქციები არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი, მაგრამ ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ესტონეთის მიერ სანქციების დაწესება არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება რჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. „რაც შეეხება ესტონეთს, მათ მანამდეც აქვთ სანქციები დაწესებული, რაც არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ. ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – აღნიშნა […]

“მთავარია გჯეროდეს”-  თიბისის ახალი გზავნილი 

Editor Dali
0
„მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის ახალი მანიფესტი და ბრენდის მთავარი სათქმელია, რომელიც გვეუბნება, რომ საკუთარი თავის რწმენა შეუძლებელს შეგაძლებინებს. ნებისმიერ სირთულეს და გამოწვევას გადალახავ – მთავარია გჯეროდეს, რომ არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოვა და რომ ამ რწმენით ნაკარნახევი ყველა წამოწყების დასასრული გამარჯვებაა.    ეს გზავნილი საუკეთესოდ ჰყვება განვითარების იმ ისტორიას, რომელიც თიბისიმ 33-წლის განმავლობაში შექმნა […]

80 წლის წინ ჩვენ გავიმარჯვეთ, მოკავშირეებმა გაიმარჯვეს და მათთან ერთად გაიმარჯვა საქართველომ – შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
80 წლის წინ ჩვენ გავიმარჯვეთ, მოკავშირეებმა გაიმარჯვეს და მათთან ერთად გაიმარჯვა საქართველომ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუშვილის თქმით, რომ არა ეს ბრძოლა, ქართველი ერის ისტორიასაც ნაციზმის მუხლუხები დაუნდობლად გასრესდა. „ვიღებ ხელში კალამს, გაძლევ კეთილ სალამს.. გწერთ თქვენი სიცოცხლის მონატრე..“ – 1945 წლის 18 თებერვალს ფრონტიდან ჩემი დიდი პაპის […]

 ღრმა მწუხარებასა და შეშფოთებას გამოვხატავთ ერთ-ერთი თეატრის სცენაზე გამართულ ღვთისმგმობელ წარმოდგენასთან დაკავშირებით -საპატრიარქო

Editor Dali
-1
როცა შემოქმედება იქცევა სხვათა დამცირებისა და შეურაცხყოფის იარაღად, თესავს ღვარძლს, სიძულვილსა და სიბილწეს, იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას და დაპირისპირებას, მაშინ ის უკვე მიზანმიმართული ბოროტებაა და არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ხელოვნებასთან, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი. „ღრმა მწუხარებასა და შეშფოთებას გამოვხატავთ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი თეატრის სცენაზე გამართულ ღვთისმგმობელ წარმოდგენასთან დაკავშირებით. ჭეშმარიტი ხელოვნება სიკეთის მსახურება […]

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი შესაძლოა, ამ დღეს გაიგოთ, რომ კომპანია, სადაც მუშაობთ, რეორგანიზაციას აცხადებს და მიმართულებას იცვლის. სავარაუდოდ, ეს თქვენს წინაშე ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. ახალი პერსპექტივების კარს გახსნის. იდეებმა, რომლებზეც ბოლო დროს ბევრს ფიქრობთ, შეიძლება სწრაფი და მნიშვნელოვანი შედეგები მოგიტანოთ. შეიძინეთ საჭირო წიგნები და თვითგანვითარებაზე იზრუნეთ. თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელი ცვლილებები უფრო ღრმა ცოდნას მოითხოვს, ვიდრე ახლა გაქვთ. თქვენი […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 9 მაისს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7456 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7456 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7467 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1012 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1219 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

ესტონეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმი შემოიღო

Editor Dali
0
ესტონეთის მთავრობამ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესა. ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღება კიდევ ერთი ნაბიჯია იმის საჩვენებლად, რომ საერთაშორისო საზოგადოება, ევროკავშირის ჩათვლით მიუღებლად მიიჩნევს რეპრესიებს საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩვეულებრივი ადამიანების, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, პოლიციის დაუსჯელობასა და სამოქალაქო საზოგადოების […]

ზურაბიშვილს 2011 წლის 26 მაისის სცენარის გამეორება უნდა, უბრალოდ, დღეს სახელმწიფოს დამოკიდებულება ქვეყნის ინტერესების მიმართ აბსოლუტურად სხვაა -გიორგი ვოლსკი

Editor Dali
0
სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია მომხდარიყო. იმ სცენარის გამეორება უნდა, რომელიც 2011 წლის 26 მაისს მოხდა, როდესაც სახელმწიფო მომიტინგეებს ბრუტალურად დაუპირისპირდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ისეთი დაპირისპირება მოხდეს, სადაც სისხლი დაიღვრება. თუ ამ ამოცანის შემსრულებელი სააკაშვილის ხელისუფლება გლობალური ოლიგარქიის ფავორიტი იყო, დღეს […]