საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული აღინიშნება.  ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს. „12 მაისს სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან ერთად მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში აღავლენს. ღვთისმსახურება დილის 10:00 საათზე დაიწყება.“ […]

ზელენსკი – ველოდებით ცეცხლის შეწყვეტას და პირადად დაველოდები პუტინს თურქეთში

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთისგან ელოდება ცეცხლის შეწყვეტას 12 მაისიდან და პირადად დაელოდება კრემლის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს თურქეთში 15 მაისს. „ჩვენ ველოდებით ხვალიდან ცეცხლის შეწყვეტას – სრულს და ხანგრძლივს, რათა დიპლომატიას საჭირო საფუძველი მივცეთ. არ აქვს აზრი მკვლელობების გაგრძელებას. და დაველოდები პუტინს ხუთშაბათს თურქეთში. პირადად. იმედი მაქვს, რომ რუსები ამჯერად არ დაიწყებენ მიზეზების ძებნას, თუ […]

თურქეთი მზადაა, რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ორგანიზებაში წვლილი შეიტანოს – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი მზადაა, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს ორგანიზება გაუწიოს, – თურქული მედიის ცნობით, ერდოღანმა ეს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა. „თურქეთი მზადაა ნებისმიერი ფორმით წვლილი შეიტანოს, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ორგანიზებაში“, – აღნიშნა ერდოღანმა. მისი თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების მცდელობებმა „ისტორიულ გარდამტეხ […]

ეს იყო პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასული დღის შედეგები შეაჯამა და მას რუსეთისა და უკრაინისთვის „პოტენციურად დიდი დღე“ უწოდა. შესაბამისი განცხადება მან საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social გამოაქვეყნა.   „პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის. წარმოიდგინეთ ასობით ათასი გადარჩენილი სიცოცხლე, როდესაც ეს უსასრულო სისხლისღვრა იმედია დასრულდება. ეს იქნება სრულიად ახალი და გაცილებით უკეთესი სამყარო. ორივე მხარესთან გავაგრძელებ […]

სტამბოლი ბათუმის რეისი, ბათუმის აეროპორტში წარმატებით დაფრინდა

სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 22:51 საათზე  მოახერხა დაჯდომა  როგორც აეროპორტში აცხადებენ, ბორტი ასაფრენ ბილიკზე 21:30 საათზე უნდა დამჯდარიყო, თუმცა ძლიერი ქარის გამო, დაჯდომას ვერ ახერხებდა თვითმფრინავმა, ამინდის გამო, ჰაერში, დაუგეგმავად, 81 წუთი გაატარა

11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ამ დღეს, შემაფერხებელი ფაქტორების გამო, დაწყებული საქმის დასრულებისთვის ჩვეულებრივზე მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ. მნიშვნელოვანია სიმშვიდე შეინარჩუნოთ და გარშემო მყოფებს არ დაუპირისპირდეთ. რაც უფრო ფრთხილი და ყურადღებიანი იქნებით, მით უფრო ნაკლები პრობლემა გექნებათ. შესაძლებელია, რომ ამ დღეს თქვენს მსოფლმხედველობაში ცვლილება მოხდეს. კურო ყოველმხრივ წარმატებული დღეა. შესაძლოა, გაუმკლავდეთ პრობლემას, რომელიც ადრე გადაუჭრელი ჩანდა. ამ დღეს ექსპერიმენტი ძველ, […]

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს. 10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.  მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ბათუმში, პიაცას მოედანთან ძლიერი ქარის გამო სამშენებლო ინვენტარის ჩამოშლის შედეგად, ცოლ-ქმარი დაშავდა

ძველ ბათუმში, პიაცას მოედანთან ძლიერი ქარის გამო სამშენებლო ინვენტარის ჩამოშლის შედეგად, ცოლ-ქმარი დაშავდა. დაშავებულები ბათუმის სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ცნობისთვის, ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. 

ბათუმში ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეიქმნა

ბათუმში ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეიქმნა – ზოგიერთ ქუჩასა და პარკში დაზიანდა ხეები, ქალაქის ნაწილს კი ელექტროენერგია შეუწყდა. ასევე, უამინდობის გამო, სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებას ვერ ახერხებს. გარდა ამისა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ერთ-ერთი საერთაშორისო რეისი ბათუმის ნაცვლად თბილისში დაეშვა.

პირადად მე ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს და საჯაროდაც ბევრი ითქმება, ოღონდ მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ -ნიკა მელია

Editor Dali
0
პირადად მე ძალიან ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს და თავის დროზე საჯაროდაც ბევრი ითქმება, რა და როგორ მოხდა 2021 -2022 წლებში, ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ – ახლა ის პოლიტიკური პატიმარია, მის მხარდამჭერს კი აქვს უფლება ეს გააპროტესტოს, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია […]

ინდოეთი და პაკისტანი სრულ და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ-ტრამპი

Editor Dali
0
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს 30-დღიანი ცეცხლის უპირობო შეწყვეტისკენ მოუწოდა. „რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები გრძელდება. აშშ მოუწოდებს, იდეალურ შემთხვევაში, 30-დღიანი ცეცხლის უპირობო შეწყვეტისკენ. ვიმედოვნებთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის მისაღები რეჟიმი იქნება დაცული და ორივე ქვეყანა პასუხისმგებლობას იკისრებს ამ პირდაპირი მოლაპარაკებების ხელშეუხებლობის დაცვაზე“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ასეთი ზავი არ იქნება […]

“ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი…ჭეშმარიტი ევროპა წარსულის დაფასებაშია” – შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
სამწუხაროა, რომ ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, რომ ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ჩვენს ომის ვეტერანებს 9 მაისი და ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ გუშინ აღნიშნა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ევროპის დღის და ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს. „სამწუხაროა, […]