ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მუდმივმოქმედი მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

Editor Dali
0
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მუდმივმოქმედი მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ამომრჩევლებისთვის განხორციელებული პროექტების, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამებისა და უახლოეს მომავალში დაგეგმილი სერტიფიცირების გამოცდების შესახებ ისაუბრეს. აღნიშნულ საკითებზე დეტალური ინფორმაცია მონაწილეებს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა მიაწოდა. სანტურიანმა მონაწილეებს ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სერტიფიცირების იმიტირებული გამოცდის ელექტრონული პლატფორმაც […]

ჩემთვის სულ ერთია მიიღებენ თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, გამიხარდება თუ არ მიიღებენ, რადგან უფრო მეტ ადამიანს გავიყვან საკრებულოში -ალექსანდრე რაქვიაშვილი

Editor Dali
0
ჩემთვის სულ ერთია მიიღებენ თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, უფრო სწორად, გამიხარდება თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, რადგან უფრო მეტ ადამიანს გავიყვან საკრებულოში, თუ მიიღებენ არა უშავს, რაღაც ტიპის კონკურენცია იქნება და შეიძლება, საინტერესოც იყოს პოლიტიკური ცხოვრება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა. რაქვიაშვილის თქმით, „გირჩი“დიდი ხანია, ემზადება არჩევნებისთვის. „ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომ […]

მსოფლიო დენთის კასრზე დგას, რომელიც ეს-ესაა აფეთქდება: ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი დასრულდა, „კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ქაოსის, ომებისა და ნგრევის ეპოქაში – The Daily Telegraph

Admin Tamuna
0
ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 8 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მსოფლიო დენთის კასრზე დგას, რომელიც ეს-ესაა აფეთქდება: ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი დასრულდა, „კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ქაოსის, ომებისა და ნგრევის ეპოქაში“ (ავტორი – ალისტერ   ჰითი, „დეილი ტელეგრაფის“ საკვირაო გამოშვების – „სანდეი ტელეგრაფის“ მთავარი რედაქტორი). გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: ვერ ვიტყვით იმას, რომ პროგრესის […]

განგაშის შეტყობინებაში ნახსენები სამი სავაჭრო ცენტრიდან არცერთში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა – აშშ-ის საელჩო

Admin Tamuna
0
[აშშ-ის] რეგიონული უსაფრთხოების ოფისმა გააუქმა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, საელჩოს თანამშრომლებმა თავი უნდა აარიდონ ამ ადგილებს, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. მათივე ცნობით, 7 მაისს გვიან ღამით, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საელჩოს აცნობეს, რომ განგაშის შეტყობინებაში ნახსენები სამი სავაჭრო ცენტრიდან არცერთში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა. „7 მაისს აშშ-ის საელჩოს მიერ გაგზავნილი განგაშის შემდეგ, საქართველოს სამართალდამცავმა […]

მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა – შალვა პაპუაშვილი

Admin Tamuna
0
მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის ევროკომისიის პრესსამსახურის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საუბარია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები საგანგაშოა და არ შეესაბამება იმას, რასაც ევროკავშირის სტრუქტურები კანდიდატი ქვეყნისგან ელოდებიან. მისივე თქმით, ნათელია და ხელის გულზე დევს ის ორკესტრირებული […]

იმ ქაოსისაგან, რომელიც დონალდ ტრამპმა შექმნა, ყველაზე მეტად მოგებულები არიან სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი – Financial Times

Admin Tamuna
0
ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 8 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „იმ ქაოსისაგან, რომელიც დონალდ ტრამპმა შექმნა, ყველაზე მეტად მოგებულები არიან სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი“ (ავტორი – ალექსანდრე გაბუევი, კარნეგის ევრაზიული ცენტრის დირექტორი ბერლინში). „მსოფლიო გარდამტეხი მომენტის მოწმეა: ამერიკა თვითონვე იზიანებს საკუთარ თავს, რითაც ყველაზე მეტად რუსეთი და ჩინეთი სარგებლობს. სი ძინპინისა და […]

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

Admin Tamuna
0
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მაისის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი  ტრენერებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით, საკუთარი ბიზნესის განვითარებას შეუწყონ ხელი.  მაისის შეხვედრების განრიგი: პირველი ტრენინგი 16 მაისს, ონლაინ ფორმატში, სტრატეგიული მენეჯმენტის თემატიკაზე ჩატარდება და მას ბიზნესკონსულტანტი, მირანდა მანჯგალაძე გაუძღვება. მეორე შეხვედრა 20 და 23 მაისს, […]

დაკავებულია პირი, რომელიც 62 წლის ქალს ფსიქოლოგიური ძალადობითა და მუქარით, ანაზღაურების სანაცვლოდ, სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა

Admin Tamuna
0
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის ბრალდებით 1 პირი დააკავა. უწყების ცნობით, დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტრეფიკინგის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 1993 წელს […]

საფრანგეთი და გერმანია ფრანკო-გერმანულ თავდაცვით და უსაფრთხოების საბჭოს შექმნიან – Euronews

Admin Tamuna
0
საფრანგეთი და გერმანია ფრანკო-გერმანულ თავდაცვით და უსაფრთხოების საბჭოს შექმნიან. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. ტელეარხის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გერმანიის კანცლერ, ფრიდრიხ მერცთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მაკრონის თქმით, საბჭო სტრატეგიულ გამოწვევებზე ოპერატიული რეაგირებისთვის რეგულარულად შეიკრიბება. გარდა ამისა, ორი ქვეყანა თავდაცვაში ინვესტირებას მაქსიმალურად გააგრძელებს.

როგორი ამინდი იქნება 8 მაისს საქართველოში – ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

8 მაისს ქვეყნის მასშტაბით ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგიერთ რეგიონში იწვიმებს. ტემპერატურა ქალაქების მიხედვით: გაგრა +19 – წვიმა სოხუმი +21 – წვიმა ზუდგიდი +23 – წვიმა მესტია +11 – წვიმა ფოთიო +21 – უმეტესად ღრუბლიანი ბათუმი +23 – წვიმა ოზურგეთი +23 – წვიმა ქუთაისი +23 – უმეტესად ღრუბლიანი ამბროლაური +20 – უმეტესად ღრუბლიანი ახალციხე +19 – უმეტესად ღრუბლიანი ბორჯომი […]

შავი კვამლი ვატიკანის თავზე – კონკლავმა პაპი ვერ აირჩია

კონკლავმა პაპი ვერ აირჩია. კარდინალთა საბჭომ მსოფლიოს ეს ამბავი ვატიკანის თავზე შავი კვამლის ამოსვლით ამცნო. ხმის მიცემის პროცედურა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობას 133 კარდინალი მიიღებს.  სიქსტეს კაპელას გარშემო სპეციალური ჩამხშობი საშუალებები დამონტაჟდა, რათა ელექტრონული მიყურადების შესაძლებლობა გამოირიცხოს.  როგორ ირჩევენ ახალ პაპს ხმის მიცემის დღეს სიქსტეს კაპელა, რომლის ჭერსაც მიქელანჯელოს ცნობილი ფრესკა ამშვენებს, ილუქება […]

სი ძინ პინი მოსკოვში ჩავიდა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი მოსკოვში ჩავიდა. სი ძინ პინი რუსეთში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფება. როგორც ცნობილია, ჩინეთის პრეზიდენტი 9 მაისს გამარჯვების აღლუმს დაესწრება. ასევე იგეგმება შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. გასული თვეს პუტინმა ჩინელი კოლეგა მთავარ სტუმრადაც კი მოიხსენია. შეგახსენებთ, აღლუმს სი ძინპინთან ერთად ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვაც დაესწრება. სტუმრების სიაში ასევე დასახელებული […]