26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს
0
0
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. ეროვნული დღესასწაული დედაქალაქსა და მთელ ქვეყანაში სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება. სადღესასწაულო ღონისძიებების პროგრამას მთავრობის ადმინისტრაცია აქვეყნებს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თბილისში ათონელის, ფურცელაძის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე ალექსანდრეს ბაღში, საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნება. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს 21 ქალაქში გაიმართება. […]