ზურაბ ჯაფარიძის დაკავება არაპროპორციული ზომაა და მიზნად ისახავს ოპოზიციის დაშინებას, ეს არის საქართველოს დემოკრატიული დაღმასვლის კიდევ ერთი დასტური -დიდი ბრიტანეთის საელჩო

Editor Dali
0
დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებით, მისი დაკავება სრულიად არაპროპორციული ზომაა, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპოზიციის დაშინებას და გაჩუმებას, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც დიპლომატიური მისიის განცხადებაშია ნათქვამი, ეს არის საქართველოს სერიოზული დემოკრატიული დაღმასვლის კიდევ ერთი დასტური. „დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის […]

ევროკავშირის საელჩო, როგორც ჩანს, აღიარებს ვენის კონვენციას, ახლა წაიკითხონ 41-ე მუხლის პირველი პუნქტიც, რომ დიპლომატი ვალდებულია, არ ჩაერიოს საშინაო საქმეებში -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
ევროკავშირის საელჩო, როგორც ჩანს, აღიარებს და კითხულობს ვენის კონვენციას, ახლა ერთადერთი რამე დარჩენიათ, ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტიც წაიკითხონ, სადაც წერია, რომ დიპლომატი ვალდებულია, არ ჩაერიოს საშინაო საქმეებში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის დელეგაციის წევრთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე შსს-ს მხრიდან, რომ იყო ტექნიკური […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 24 მაისს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7376 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7376 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7383 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1061 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0924 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

Editor Dali
0
19-20 ივნისს, თიბისის მხარდაჭერით, საგამოფენო სივრცე „ექსპო-ჯორჯია“ წელს პირველად ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს. ღონისძიება „ექსპო-ჯორჯიასა“ და საკონსულტაციო კომპანია Savvy-ს თანაორგანიზებით ტარდება და მისი მიზანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სწრაფად მზარდი სექტორის განვითარების ხელშეწყობაა. ლოგისტიკის გამოფენა გააერთიანებს ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას, მათ შორის საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო და სარკინიგზო ლოგისტიკას, ასევე საწყობების ინფრასტრუქტურას, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ფინანსურ მექანიზმებს. ღონისძიება […]

“პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი ჩერქეზთა გადასახლების ხსოვნის შესახებ”-TRT

Editor Dali
0
თურქულმა ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაციის  – TRT-ის (Turkish Radio and Television Corporation) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი ჩერქეზთა გადასახლების ხსოვნის შესახებ“, რომელშიც მოცემულია თურქეთის ტრადიციული შეფასება ცნობილი ისტორიული მოვლენის – რუსეთის იმპერიის ხელისუფლების მიერ ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩერქეზთა გადასახლებასთან დაკავშირებით. გთავაზობთ გამოქვეყნებულ მასალას: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განცხადება გააკეთა ჩერქეზების კავკასიიდან გადასახლების 161-ე წლისთავის […]

“ტრამპმა პუტინს მორიგი გამარჯვება მოუტანა”-The Atlantic

Editor Dali
0
„წლების განმავლობაში დონალდ ტრამპი ტრაბახობდა, რომ მას წარმატებით შეუძლია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება – ყველას ახსოვს მისი ქადილი: „მე ამას 24 საათში შევძლებ“. თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ მან მრჩევლებს დაავალა უმაღლეს დონეზე მოემზადებინათ შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან იმ იმედით, რომ იგი საჯაროდ, ტელევიზიით, პირდაპირ ეთერში ოფიციალურად გამოაცხადებდა ცეცხლის შეწყვეტას“, – ნათქვამია აშშ-ის ერთ-ერთი უძველეს ჟურნალ  The Atlantic-ში გამოქვეყნებულ […]

ელჩებისგან იგრძნობოდა, რომ ყველაფერს უთეთრებდნენ სააკაშვილს, თეთრი სახლიდან გამარჯვება მაშინ მიულოცეს, როცა ცესკო-ს ჯერ არ ჰქონდა გამოცხადებული შედეგები, ამას მოჰყვა პუტინის მილოცვაც -ლევან გაჩეჩილაძე

Editor Dali
0
ელჩებისგან პირდაპირ იგრძნობოდა, რომ ისინი თავიდან ბოლომდე ყველაფერს უთეთრებდნენ სააკაშვილს. არჩევების გამარჯვების მოლოცვა თეთრი სახლიდან მოხდა იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ ცესკო-ს ოფიციალურად გამოცხადებული არ ჰქონდა, ვინ მოიგო და წააგო, – ამის შესახებ ლევან გაჩეჩილაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა. ლევან გაჩეჩილაძის თქმით, აშშ-ის […]

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

Editor Dali
0
ქართული სცენის ლეგენდის, ნანი ბრეგვაძის, პირველი ვინილისა და ბიოგრაფიული წიგნის გამოცემის შემდეგ, თიბისი კონცეპტის ინიციატივითა და მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის ერთობლივ ნამუშევარზე, სიმღერაზე  „მთვარეო“ ვიდეორგოლი შეიქმნა. ყველასათვის საყვარელი სიმღერა „გზები მაინც გამინათე მთვარეო“ 1973 წელს კინოფილმისთვის „ვერის უბნის მელოდიები“ მორის ფოცხიშვილის ტექსტზე გოგი ცაბაძემ შექმნა. ფილმში სიმღერას ნანი ბრეგვაძე ასრულებს, მას შემდეგ ეს სიმღერა […]

7 ნოემბერს, დილის ექვს საათზე სამი ათასამდე ადამიანი გამოვიდა კინო „რუსთაველიდან“ და 30 მოშიმშილეს უმოწყალოდ დაგვიწყეს ცემა, იმ დღეს სასიკვდილოდ სცემეს კობა დავითაშვილი -ლევან გაჩეჩილაძე

Editor Dali
0
ლევან გაჩეჩილაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე 7 ნოემბრის აქცია და განვითარებული მოვლენები გაიხსენა. როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, კინო „რუსთაველიდან“ გამოსულმა დაახლოებით სამი ათასმა კაცმა უმოწყალოდ სცემეს 30 კაცი, მათ შორის ლევან გაჩეჩილაძე, რომლებიც იმ დროს შიმშილობდნენ. „2 ნოემბერს დავნიშნეთ მიტინგი, უკვე სამ თუ ოთხ ნოემბერს, […]

“იმედში” შეჭრა იმის დემონსტრირება იყო, რომ არავინ არსებობს ამ ქვეყანაში, არავითარი ჟურნალისტი, თუ გადამეღობები -სოფო ნიკოლაიშვილი

Editor Dali
0
„იმედში“ შეჭრა იმის დემონსტრირება იყო, რომ არავინ არსებობს ამ ქვეყანაში, არავითარი ჟურნალისტი, თუ მე გადამეღობები. „ტელეიმედი“ აშუქებდა იმას, რაც არ აწყობდა სააკაშვილის რეჟიმს, მათი აღქმით, და ასეც იყო, ღუპავდა ამ რეჟიმის რეპუტაციას, – ამის შესახებ „იმედის“ პროდიუსერმა, სოფო ნიკოლაიშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, „იმედის“ დარბევის შემდეგ თანამშრომლების გადაბირება დაიწყო „ჩაძირული გემიდან“. […]

როგორც პოლიტიკაში გარკვეულს, ძალიან მეცინება იმ მეთოდებზე, პოლიტიკური ბრძოლის უჭკუო სტრატეგიებზე, რასაც დღეს ქუჩაში ან ქუჩის მიღმა ვხედავთ ჩვენი ხელისუფლების დასამარცხებლად -თეა წულუკიანი

Editor Dali
0
მე, როგორც პოლიტიკაში გარკვეულს, ძალიან მეცინება იმ მეთოდებზე, პოლიტიკური ბრძოლის უჭკუო სტრატეგიებზე, რასაც დღეს ქუჩაში ან ქუჩის მიღმა ვხედავთ ჩვენი ხელისუფლების დასამარცხებლად, – ამის შესახებ  „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანის თქმით, „პოლიტიკურ ბრძოლაში თუ შედიხარ, მართალი უნდა იყო და […]

ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით მრავალი სპეკულაციაა, თუმცა ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა-ლევან დავითაშვილი 

Editor Dali
0
ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით მრავალი სპეკულაციაა, თუმცა ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ევრონიუსთან“ განაცხადა. „ჩვენ გვაქვს ერთადერთი პოლიტიკა, რომელიც მთავრობის მიერ ოფიციალურად დამტკიცებულ ინტეგრაციის დღის წესრიგს გულისხმობს. ამ დღის წესრიგის განხორციელებას ემსახურება ყველა სამთავრობო ინსტიტუცია, სამინისტრო და სააგენტო“, – აღნიშნა ლევან […]