თიბისი კონცეპტი თეატრის „სახელოსნო 42“ ზაფხულის სეზონის წარმდგენია

Editor Dali
0
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თეატრი „სახელოსნო 42“ ზაფხულის სეზონს მრავალფეროვანი პროგრამით აახლებს. ლევან წულაძის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცე ივნისში სცენას აცოცხლებს ამბებით, რომლებიც გვაცინებენ, გვაფიქრებენ და მრავალფეროვანი ემოციებით გვავსებენ. თეატრის გენერალური სპონსორია თიბისი კონცეპტი და Visa. თიბისი კონცეპტის Visa ბარათის მფლობელებისთვის მეოთხე რიგის ბილეთებზე მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.    გაეცანით ივნისის თვის […]

დიდი ქვეყნები ერთმანეთთან დალაგდებიან, მოილაპარაკებენ, ჩვენ, პატარა ქვეყნებმა არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, მათი ინტერესებისთვის გამოგვიყენონ -კახა კალაძე

Editor Dali
0
ცხადია, დიდი ქვეყნები ერთმანეთთან დალაგდებიან, მოილაპარაკებენ, ჩვენ, პატარა ქვეყნებმა არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყნები გამოყენებული იყოს სხვადასხვა დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც აღმოსავლეთით ნატო-ს გაფართოებაზე რუსეთის შეშფოთებას ეხება. „ამაზე მიმდინარეობდა საუბარი დიდი ხნის განმავლობაში, რომ […]

სენატორი სტივ დეინსი აცხადებს, რომ ადასტურებს საქართველოს გადამწყვეტ როლს მშვიდობის, კეთილდღეობის ხელშეწყობაში და მოუწოდებს ტრამპის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ

Editor Dali
0
აშშ-ის კონგრესის სენატორი, სტივ დეინსი დღეს თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი აცხადებს, რომ მტკიცედ მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან, მის ადმინისტრაციასთან საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების წინსვლის მიზნით. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის […]

პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან კარგი შეხვედრა სენატორ დეინსთან, იმედი მაქვს, ეს შეხვედრა გავლენას მოახდენს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე და პოზიტიურად აისახება ჩვენი შემდგომი ურთიერთობების განვითარებაზე -მაკა ბოჭორიშვილი

Editor Dali
0
პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან კარგი შეხვედრა სენატორ დეინსთან, ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებზე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ჩვენს პრიორიტეტებზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრ, სენატორ სტივ დეინსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვისა და […]

კოდორის ხეობაში მოდიოდა თავდაცვის მაღალჩინოსანი და გვეუბნებოდა, ყველაფერი კარგად არის, მალე ჩავალთ სოხუმში, სააკაშვილს მანდ ყველაფერი დალაგებული აქვსო -თორნიკე გერლიანი

Editor Dali
0
კოდორის ხეობაში ადგილობრივებთან მიდიოდა თავდაცვის თანამშრომელი და გვეუბნებოდა, ყველაფერი კარგად არის, მალე ჩავალთ სოხუმშიო. ჩვენთვის უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, ამბობდნენ, სააკაშვილს მანდ ყველაფერი დალაგებული აქვსო, – ამის შესახებ კოდორის ხეობის მკვიდრმა, თორნიკე გერლიანმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, კოდორის ხეობა ჯარმა 2008 წლის 10 აგვისტოს დატოვა, ადგილობრივებმა – 11 აგვისტოს. მანამდე ხეობაში […]

აშშ-ის სენატორ სტივ დეინსთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურე მთავრობის მზადყოფნა აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის სენატორ სტივ დეინსთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის. როგორც ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. „აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შევხვდი. შეხვედრისას საუბარი შეეხო […]

ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატორ სტივ დეინსს შეხვდა

Editor Dali
0
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს როლს რეგიონში, ასევე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, რომელიც კონკრეტულ გზამკვლევს დაეფუძნება და ხელშესახებ შედეგებს […]

“საქართველოს ეროვნული ვალუტა – ლარი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის მტკიცე საყრდენს!” -მიხეილ ყაველაშვილი

Editor Dali
0
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ლარის საიუბილეო 30 წლის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო. პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებს ქართული ლარის საიუბილეო 30 წელი მიულოცა და ქართული ვალუტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, არსებობის სამი ათწლეულის ისტორიის განმავლობაში, საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ განვითარების დიდი გზა გაიარა, 2014 წლიდან კი, მისი გამორჩეული ოფიციალური სიმბოლოც შეიქმნა, რაც […]

1 ივნისს სითი მოლში თიბისი კონცეპტის და Mastercard-ის შეთავაზებები დაგხვდებათ

Editor Dali
0
1 ივნისისთვის, თიბისი კონცეპტმა, სითი მოლთან და Mastercard-თან ერთად განსაკუთრებული შეთავაზებები მოგიმზადათ. თუ 1 ივნისის გატარებას, Magic City-ის გასართობ ცენტრში გეგმავთ და თქვენს პატარებთან ერთად, კვების ობიექტის სტუმრობასაც აპირებთ, აუცილებლად თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათით უნდა გადაიხადოთ, რადგან თანხის 40%-ს ულიმიტოდ დაიბრუნებთ. Magic City-ის გასართობი ცენტრის გარდა, ულიმიტო ქეშბექები დაგხვდებათ შემდეგ კვების ობიექტებში: Luca Polare Lolly […]

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა -განგრძობითი ინტერვენციები ლარის მხარდამჭერი ფაქტორების ფონზე

Editor Dali
0
 რა საერთო აქვს აშშ დოლარს განვითარებადი ეკონომიკების ვალუტებთან? ერთი შეხედვით – არაფერი, თუმცა აშშ-ის ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები სწორედ განვითარებადი ეკონომიკებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს ატარებს. კერძოდ, ერთი მხრივ, აშშ-ში გრძელვადიან სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთები იზრდება, ხოლო, მეორე მხრივ, დოლარი უფასურდება. 26 მაისის მდგომარეობით, წლის დასაწყისთან შედარებით, აშშ დოლარის ეფექტური გაცვლითი კურსი სავაჭრო პარტნიორებთან 8.5%-ზე მეტითაა შემცირებული. საპროცენტო განაკვეთების […]

PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემოარნდუმი გაფორმდა

Editor Dali
0
29 მაისს, ქ. ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, კომპანია PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.   მემორანდუმის საფუძველზე, ტექნიკური სპონსორობის ფარგლებში, კომპანია PSP საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ წლის მანძილზე საჭირო მედიკამენტებს და სამედიცინო საშუალებებით უზრუნველყოფს. მემორანდმუმს ხელი მოაწერეს PSP-ს ადმინისტრაციულმა დირექტორმა მამუკა ბრეგვაძემ და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ გენერალურმა დირექტორმა დავით დოლაბერიძემ. “PSP-სა და […]

სენატორი სტივ დეინსი გეგმავს, გააჟღეროს ტრამპისა და რუბიოს პრიორიტეტები, მათ შორის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა” ფილოსოფიის დღის წესრიგი და ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია, გადადგას -აშშ-ის საელჩო

Editor Dali
0
საქართველოში ამერიკის საელჩო სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორ სტივ დეინსი ჩამოვიდა. როგორც საელჩო აღნიშნავს, დეინსი მოუთმენლად ელოდება საქართველოს მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, სენატორ დეინს. სენატორი დეინსი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია და მოუთმენლად ელოდება მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას თბილისში. […]