საფრანგეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მიმართავს, საქართველოში გამგზავრებამდე შეამოწმონ ის ფაქტორები, რომლებიც შესაძლოა, მათთვის საქართველოში შესვლაზე უარის თქმის რისკს ქმნიდეს

Editor Dali
0
საფრანგეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მიმართავს, საქართველოში გამგზავრებამდე შეამოწმონ ის ფაქტორები, რომლებიც შესაძლოა, მათთვის საქართველოში შესვლაზე უარის თქმის რისკს ქმნიდეს, მათ შორის საქართველოში დემონსტრაციებში მონაწილეობა ან აქტივობა სოციალურ ქსელებში. „საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა, შეიძლება, აეკრძალოს საქართველოს ბინადრობის მოქმედი ნებართვის მფლობელსაც კი. მოგზაურებს ვთხოვთ, მოგზაურობის წინ შეამოწმონ ის ფაქტორები, რომლებიც მათთვის საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმის რისკს ქმნის, […]

კანონს როცა უხეშად არღვევ და გირაოს არ იხდი, მზად უნდა იყო, რომ პასუხისმგებლობა აიღო -ლევან მახაშვილი

Editor Dali
0
კანონს როცა უხეშად არღვევ და გირაოს არ იხდი, მზად უნდა იყო, რომ პასუხისმგებლობა აიღო, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა. მახაშვილის თქმით, „ნიკა მელია კარგად აცნობიერებს იმ ფასს, რაც შეიძლება, მოჰყვეს მის პოლიტიკურ თამაშებს“. „პროკურატურა რას მოითხოვს და სასამართლოს როგორი გადაწყვეტილება ექნება, ამის თქმა წინასწარ გამიჭირდება, როგორც პოლიტიკოსს, მაგრამ წინა გამოცდილებების გათვალისწინებით, […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 30 მაისს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7342 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7342 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7349 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0861 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0984 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

თიბისის დაფინანსებით, ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი სატვირთო ბორანი გადაზიდვებს ასრულებს

Editor Dali
0
თიბისის დაფინანსებით, კომპანიამ “საზღვაო ხაზი ე-60“ ახალი ბორანი შეიძინა და საქართველო-რუმინეთს შორის გადაზიდვებს უკვე ორი ბორნით ასრულებს. „აია“ და „დიოსკურია“ ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი ბორნებია, რომლებსაც ფოთი-კონსტანცა-ფოთის მიმართულებით სხვადასხვა კატეგორიის ტვირთები გადააქვთ, მათ შორის სარკინიგზო, სატვირთო და მსუბუქი მანქანები; ბორნებით სარგებლობა სამომავლოდ მგზავრებსაც შეეძლებათ. თიბისის მიერ დაფინანსებულ პროექტს სტრატეგიული დანიშნულება აქვს არამხოლოდ კომპანიისთვის, არამედ […]

ჩვენ აღარ გვინდა კონფლიქტი სამხრეთ კავკასიაში, არამედ გვსურს მშვიდობა, რეგიონში მუდმივი მშვიდობა ყველასთვის სასარგებლო იქნება -რეჯეფ თაიფ ერდოღანი

Editor Dali
0
ჩვენ აღარ გვინდა კონფლიქტი სამხრეთ კავკასიაში, არამედ გვსურს მშვიდობა, რეგიონში მუდმივი მშვიდობა ყველასთვის სასარგებლო იქნება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანის თქმით, თურქეთი მოხარულია, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა ჰორიზონტზეა და ანკარა ყურადღებით აკვირდება ამ პროცესს. „ჩვენც შეგვაქვს საჭირო წვლილი. მიღწეული მშვიდობა ღირებული იქნება აზერბაიჯანისთვის, სომხეთისა და ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ასევე […]

თიბისის მხარდაჭერით ვორქშოფ ფესტივალი გაიმართება

Editor Dali
0
  თიბისის მხარდაჭერით 31 მაისსა და 1 ივნისს ვორქშოფების ყველაზე მასშტაბური ფესტივალი გაიმართება.  WORK-SHOP ფესტივალი ქმნის სივრცეს ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებსაც იზიდავთ განსხვავებული გამოცდილებები და სურთ გააკეთონ ისეთი რამ, რაც აქამდე არ გამოუცდიათ.  ორი დღის განმავლობაში 5000-ზე მეტ ადამიანს საშუალება მიეცემა, დაესწროს 700-მდე ინტერაქციულ ვორქშოფს და საკუთარი შესაძლებლობები განსხვავებული კუთხით მოსინჯოს.  ფესტივალზე მისულ სტუმრებს, რომლებსაც […]

გვეამაყება ჩვენი ქრისტიანობა და ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაცავად, რადგან ვიცით, რომ როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას – ის კარგავს საკუთარ თავს – პრემიერი

Admin Tamuna
0
საქართველოს სულმა მრავალ ომსა და საუკუნეების განმავლობაში არსებულ ოკუპაციას გაუძლო და დავრჩით მაინც გაუტეხელნი, ქართველებად დავრჩით, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.   პრემიერის თქმით, ქართველებს ეამაყებათ ქრისტიანობა და ყველაფერი კეთდება მის დასაცავად, რადგან როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას — ის კარგავს საკუთარ თავს.   „დიდი […]

ვლადიმერ პუტინის სამხედრო ეკონომიკის ზრდა თანდათან ნელდება, მაგრამ რუსები თავს მაინც მდიდრებად გრძნობენ – Financial Times

Admin Tamuna
0
„რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ცხოვრების დონის მკვეთრი ზრდის ტემპები, რომელიც უკრაინასთან ომმა გამოიწვია და რომელმაც, თავის მხრივ, ხელისუფლების მიმართ მოქალაქეების მხარდაჭერა განამტკიცა, თანდათან მცირდება“, – ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „ვლადიმერ პუტინის სამხედრო ეკონომიკის ზრდა თანდათან ნელდება, მაგრამ რუსები თავს მაინც მდიდრებად გრძნობენ“ (ავტორები – ანასტასია სტოგნეი და კრის […]

ირაკლი კობახიძე არის საქართველოს გმირი, საერთაშორისო პატრიოტი, რომელმაც მოიგო არჩევნები, ლიბერალური მოძრაობების წინააღმდეგ წავიდა – ვიქტორ ორბანი

Admin Tamuna
0
საქართველოს გმირი, საერთაშორისო პატრიოტი, ადამიანი, რომელმაც მოიგო არჩევნები არის ირაკლი კობახიძე, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. ვიქტორ ორბანის შეფასებით, ირაკლი კობახიძე ლიბერალური მოძრაობების წინააღმდეგ წავიდა, დაამარცხა ყველა და უმსხვილესი ეკონომიკური ზრდის მომტანია ქვეყანაში. „ძვირფასო მეგობრებო, 20% ამ ქვეყნისა არის რუსული დათვის მიერ წაღებული, მაგრამ მან ბრიუსელს არ დაუხარა […]

ახალი კამპანია თიბისის მობაილბანკში – გახსენი საუკეთესო შეთავაზებები

Admin Tamuna
0
თიბისი აგრძელებს მომხმარებლებისთვის პროცესების გამარტივებას და ამჯერად, გთავაზობთ ახალ კამპანიას, რომლის მიხედვითაც, მობაილბანკში რეგისტრაციის ნაწილი განახლდა და ახლა, უფრო მარტივად შეძლებთ შესვლასა და სარგებლობას. თუ აქამდე მობაილბანკში რეგისტრაციისა და მონაცემების აღდგენისთვის სხვადასხვა დოკუმენტები გჭირდებოდათ, თიბისიმ ეს პროცესი ბევრად გაამარტივა: რეგისტრაციისთვის სულ რაღაც 30 წამი დაგჭირდებათ; მონაცემების აღდგენა კი, კიდევ უფრო ნაკლებ დროშია მოსახერხებელი. მობაილბანკში რეგისტრაციისთვის, […]

“საუკეთესო ფრილანსერი” – თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის ახალი ნომინაცია

Admin Tamuna
0
თიბისის უკვე ტრადიციადქცეული ბიზნესდაჯილდოება მეცხრე წელს ახალი ნომინაციით ხვდება. „საუკეთესო ფრილანსერი” იმ ახალ რეალობასა და გამოწვევებს პასუხობს, რომელიც მთელს მსოფლიოში, ბოლო წლებია აქტუალობას არ კარგავს.   სულ უფრო მეტი ადამიანი წყვეტს სტაბილურ ოფისურ საქმიანობას და ირჩევს დამოუკიდებელ გზას, სადაც საკუთარი დროის, ენერგიისა და პროფესიული განვითარების მართვა თავად შეუძლია.  მნიშვნელობა არ აქვს არქიტექტორი ხარ, მარკეტერი, ქოფირაითერი, […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 29 მაისს

Admin Tamuna
0
29 მაისს ქუთაისში დღისით +26 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ. წვიმას ელოდებიან ოზურგეთში, დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15, იქნება მცირედი ქარი. ბათუმშიც ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია ფოთში. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ხანმოკლე წვიმაა […]