2:0 ჩემპიონთა ლიგის პირველი ტაიმი „პსჟ“-ს გამარჯვებით დასრულდა

პირველი ტაიმის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ „ინტერს“ 2:0 ამარცხებს პარიზელები მე-12 წუთზე აშრაფ ჰაკიმიმ დააწინაურა, ხოლო მე-20 წუთზე მათი უპირატესობა ორამდე დეზირე დუემ გაზარდა. პირველი გოლის მომენტში საგოლე პასი სწორედ დუეს ეკუთვნოდა. მეორე გოლის მომენტში ხაზგასასმელია ხვიჩა კვარაცხელიას როლიც. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბურთი საკუთარი საჯარიმოდან ეფექტურად ამოიტანა და პსჟ-ს შეტევა განავითარა. ტაიმის ბოლოს კი […]

1-ლი ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი მალე სრული ჰარმონია დაგეუფლებათ. მოგების მიღებას მხოლოდ მეგობრებისა და ნათესავების დახმარებით შეძლებთ. დროა, მუშაობის და დასვენების გეგმა შეიმუშაოთ. სავარაუდოდ, სასიამოვნო სიურპრიზები და საჩუქრები გელით. გირჩევთ, მნიშვნელოვანი მოვლენები დღის მეორე ნახევრისთვის დანიშნოთ. კურო ამ დღეს ფულადი სახსრების მოულოდნელი ნაკადი გელით, რაც სავარაუდოდ, თქვენი რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგია. გავლენიანი ადამიანები თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ, მაგრამ უცნობია, […]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო რისკები ნაკლები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო რისკები ნაკლები. სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, სამოგზაური რჩევები გამოაქვეყნა ასევე, ორგანიზაციამ Visaguideworld. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე საქართველო მწვანედ არის მონიშნული. აქვე განმარტებულია, რომ უსაფრთხოების დონეები თითოეული ქვეყნისთვის, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სამოგზაურო რჩევების საფუძველზეა მოცემული. რუკის მიხედვით, საქართველო ისეთ ევროპულ ქვეყნებს უსწრებს, როგორებიცაა საფრანგეთი, […]

 საქართველოს ათასზე მეტ მოქალაქეს ეთქვა უარი საფრანგეთსა და პოლონეთში შესვლაზე წელიწად-ნახევრის განმავლობაში, როცა პირიქით, ამ ქვეყნებიდან შემოსვლაზე მხოლოდ 25 ადამიანს  -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
მოქმედებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, მაგრამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, საქართველოს ათასზე მეტ მოქალაქეს ეთქვა უარი მხოლოდ საფრანგეთსა და პოლონეთში შესვლაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში საფრანგეთიდან და პოლონეთიდან შემოსვლაზე, ჯამში, 100 000-დან 25 ადამიანს ეთქვა უარი. „რაც შეეხება საფრანგეთს და პოლონეთს, ყველაფერი დევს ხელისგულზე. მარტო სტატისტიკა მეტყველებს ყველაფერზე, გასული […]

ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს

Editor Dali
0
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, PSP პატარებს და მათ მშობლებს განსაკუთრებული აქტივობებით და შეთავაზებებით მასპინძლობს. სხვადასხვა გმირების და საჩუქრების გარდა, საბავშვო პროდუქციაზე განსაკუთრებული პირობები მოქმედებს. 31 მაისსა და 1 ივნისს ყოველ დახარჯულ 100 ლარზე მომხმარებელი 15 ლარიან ვაუჩერს მიიღებს, რომლის განაღდებას PSP აფთიაქში 2-6 ივნისს შეძლებს. 50%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ ფრანგული პრემიუმ ბრენდების: Bioderma, Caudalie, Isis pharma, Lab.SVR, […]

 პრეზიდენტ ტრამპის წერილი ასახავდა იმ საერთო ღირებულებებს, რომლებიც აკავშირებს საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას, წერილი ამერიკის საელჩოს დღემდე არ გამოუქვეყნებია, როგორც თავადვე იტყოდნენ ხოლმე, ყველაფერი გასაგებია -პრემიერი

Editor Dali
0
პრეზიდენტ ტრამპის წერილი ასახავდა იმ საერთო ღირებულებებს, რომლებიც აკავშირებთ საქართველოს ხელისუფლებას და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, ამერიკის საელჩოს საქართველოში დღემდე არ გამოუქვეყნებია თავის საიტზე პრეზიდენტ ტრამპის წერილი. „ორი წერილი გამოქვეყნდა, პირველი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით გამოქვეყნებული და, ჩვენი აღქმით, ეს წერილი ემსახურებოდა ერთადერთ რამეს, 26 […]

 სამწუხაროა, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ მთლიანად ხაზი გადაუსვა ისეთ პრინციპებს, როგორიც არის სამართლიანობა, სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა  -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
სამწუხაროა, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ მთლიანად ხაზი გადაუსვა ისეთ პრინციპებს, როგორიც არის სამართლიანობა, სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ნიკა მელიას დაკავებაზე ბრიუსელის გამოხმაურებას ეხებოდა.    მთავრობის მეთაურის თქმით, რამდენიმე წლის წინ, როდესაც კანონი იყო საქართველოში აღსასრულებელი და საქართველოში კანონის აღსრულებას, სამართლის უზენაესობას პირდაპირ დაუპირისპირდა მაშინ, […]

2023 წელს სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ბრიუსელი მელიას საქმეზე ცილს სწამებდა ქართულ სახელმწიფოს, 2025 წელს, ნაცვლად ბოდიშისა, მივიღეთ ახალი ცილისწამება ბრიუსელის მხრიდან -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
2023 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თქვა, რომ ბრიუსელი, მელიას საქმეზე, ცილს სწამებდა ქართულ სახელმწიფოს – 2025 წელს, ნაცვლად ბოდიშისა, მივიღეთ ახალი ცილისწამება ბრიუსელის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ბრიუსელი მაშინ რაიმე ღირებულებების ერთგული რომ ყოფილიყო, ქართველ ხალხს ბოდიშს მოუხდიდა. ,,2021 წელსაც, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, […]

მიუღებელია ორმაგი სტანდარტი, რა მიდგომებიც აქვთ. მიუხედავად ამისა, ქვეყნებს, რომლებიც ამ ქმედებებს სჩადიან, მივიჩნევთ პარტნიორებად – მიხეილ ყაველაშვილი

Admin Tamuna
0
მიუღებელია ორმაგი სტანდარტი, რა მიდგომებიც აქვთ. მიუხედავად ამისა, იმ ქვეყნებს, რომლებიც ამ ქმედებებს სჩადიან, მივიჩნევთ პარტნიორებად, ისინი ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან. ჩვენი სურვილია და გაცხადებული ნებაა, რომ გვინდა, იმ ორგანიზაციის წევრი გავხდეთ, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“. ყაველაშვილმა უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას ე.წ. ვაიმარის ქვეყნების […]

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

Admin Tamuna
0
ვერძი  მნიშვნელოვანია, რომ არ მოერიდოთ რთულ საუბრებს და შეინარჩუნოთ სიმშვიდე. მოერიდეთ კონფლიქტებს და იმოქმედეთ პრიორიტეტების მიხედვით. დღეს შესაძლოა ფინანსური სტაბილურობა იგრძნოთ. კურო  დღეს შესაძლებელია ლიდერობის შესაძლებლობები გაჩნდეს. შეინარჩუნეთ თქვენი ღირებულებები და არ დათმოთ პრინციპები. ტყუპი დღეს შესაძლოა პროდუქტიულობა იგრძნოთ. მოერიდეთ უსიამოვნებებს და შეინარჩუნეთ სიმშვიდე. შესაძლოა ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს, განსაკუთრებით კომუნიკაციის სფეროში. კირჩხიბი  შეიძლება ფინანსური საკითხების […]

დონალდ ტრამპის წერილი რომ ავთენტური არ იყოს, პირველი საელჩო იტყოდა, სიცრუეაო – მიხეილ ყაველაშვილი

Admin Tamuna
0
დონალდ ტრამპის წერილი რომ ავთენტური არ იყოს, პირველი გამოვარდებოდა საელჩო და იტყოდა, სიცრუეაო. ამაზე მარტივი უარსაყოფი რა იქნებოდა, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში. „განა არ იციან, მაგრამ თუ აშკარად იტყვიან, რომ ტრამპმა მიულოცა მიხეილ ყაველაშვილს და საელჩომ ეს დაამოწმა, მაშინ პასუხი ექნებათ გასაცემი, რატომ გამოგყავართ, რისთვის გვაყვირებთ, რატომ ვართ ქუჩაში, რატომ ვებრძვით ხელისუფლებას, თუ პროცესი […]

სარწმუნოების განმტკიცება და მისდამი ყურადღება ჩვენი ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს და მისი დაცვა საქართველოს ეროვნული ინტერესია – შალვა პაპუაშვილი

Admin Tamuna
0
მოხარული ვარ, რომ წილად მხვდა პატივი გამოვსულიყავი და სიტყვა წარმომეთქვა დღევანდელ კონფერენციაზე და საქართველოს პარლამენტის სახელით წარმომეჩინა ის განსაკუთრებული დამოკიდებულება და ურთიერთობა, რაც გაგვაჩნია ეკლესიის, სულიერების და სამღვდელო დასის მიმართ. სარწმუნოების განმტკიცება და მისდამი ყურადღება ჩვენი ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს და მისი დაცვა საქართველოს ეროვნული ინტერესია, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას […]