უცხოური ფული იხარჯება იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა – კახა კალაძე

Admin Tamuna
0
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე ისმოდა მოწოდებები ხელისუფლების დამხობისკენ, რაც ნიშნავს, რომ პირდაპირ იხარჯება უცხოური ფული იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება. „ევროკავშირი აფინანსებს აქციას, რომელზეც გაისმის პირდაპირი მოწოდებები ხელისუფლების დამხობაზე. ეს არის ის, რაზეც ვსაუბრობთ – პირდაპირ იხარჯება უცხოური ფული იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა. ვერ ეღირსებით, ვერც ქვეყნის […]

გახარია თან გაქცეულია, თან ქვეყანაში უნდა, თან არ უნდა – მთელი ოპოზიცია, სრულ გაურკვევლობაში არიან – აქამდე პატრონებმა მიიყვანეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენც დავეხმარეთ – პრემიერი

Admin Tamuna
0
გახარია თან გაქცეულია, თან ქვეყანაში უნდა – მთელი ოპოზიცია, გახარიას პარტიაც და გახარიაც, სრულ გაურკვევლობაში არიან – აქამდე პატრონებმა მიიყვანეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენც დავეხმარეთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განცხადებით, რადგან არჩევნებში შანსები საკმაოდ შესუსტებულია, გახარიას არჩევნებში მონაწილეობა თან უნდა, თან არა. „გახარია თვითონ ვერ ჩამოყალიბდა, რა უნდა. თან […]

ომეგა 3 ბავშვებში – რა უნდა ვიცოდეთ?

Admin Tamuna
0
ყველა მშობელმა იცის, რომ შვილის აღზრდა არ შემოიფარგლება მხოლოდ საკვების მომარაგებით, ტანსაცმლის ყიდვით ან სკოლაში მისვლა-მოსვლით. ეს არის რთული გზა, სავსე სიხარულითა და ცრემლებით, დარდითა და იმედით, უძილო ღამეებითა და მოთმინებით, რომელიც სიყვარულის საზღვრებს სცდება. ბავშვებს ენერგიის უშრეტი წყარო აქვთ და ხანდახან გვგონია, რომ არასოდეს იღლებიან. მათი  ინტერესები და ცნობისმოყვარეობა დაუცხრომელია. მათი გონება სწრაფად იწოვს […]

 ჩვენ გვქონდა უკვე ბიომეტრიული პასპორტები, მოლდოვას, რომელსაც არაბიომეტრიულ პასპორტზე ე.წ. ჩიპი ჰქონდა უკანა გვერდზე „სკოჩით“ მიმაგრებული, უკმაყოფილებდნენ უვიზო რეჟიმის მოთხოვნას და ჩვენ გვეუბნებოდნენ, ჯერ არ ხარ მზადო – თეა წულუკიანი

Admin Tamuna
0
ჭიდაობას ჰგავდა ეს ყველაფერი, როდესაც ბრიუსელი დიდად არ იჩენდა სურვილს იმისა, რომ საქართველოს მარტივად მიეღო უვიზო რეჟიმი, ხელისუფლება არ მოსწონდა და ამიტომ, თუ სხვა რაღაც მიზეზის გამო, ეს საუბრის და კვლევის თემაა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამიძიებო კომისიის თავმდჯომარე თეა წულუკიანმა, კომისიის სხდომაზე, სადაც 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის […]

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს

Admin Tamuna
0
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. სამინისტროს ცნობითვე, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე. მათ შორის არიან ინდოეთის, ნეპალის, პაკისტანისა […]

ვაშაძე, გვარამია ახლაც უარს აცხადებენ საგამოძიებო კომისიის სხდომაში მონაწილეობაზე, რადგან სათქმელი არ აქვთ არაფერი – გურამ მაჭარაშვილი

Admin Tamuna
0
განვიხილავთ 2003-2012 წლებში, ასევე 2012 წლიდან დღემდე ადამიანების მიერ ქვეყნის ღალატის პროცესს, ასევე როგორ ხდებოდა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს პირდაპირი წესით დამაზიანებელი განცხადებები ქვეყნის გარეთ, ბრიუსელში, ვაშინგტონში და ა.შ, – განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა. დეპუტატი ასევე გამოეხმაურა, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძის წერილობით უარს საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ჩართვასთან დაკავშირებით. […]

ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ რადიკალების გუშინდელი აქცია, რომლის სცენიდანაც, უკვე საჯაროდ, „მებრძოლების” მიერ ხელისუფლების „დამხობის” და „ყველას დასჯის” პირობა დაიდო, ევროკავშირის დაფინანსებული იყო – შალვა პაპუაშვილი

Admin Tamuna
0
ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ რადიკალების გუშინდელი აქცია, რომლის სცენიდანაც, უკვე საჯაროდ, „მებრძოლების” (!) მიერ ხელისუფლების „დამხობის” (!) და „ყველას დასჯის” (!) პირობა დაიდო, ევროკავშირის დაფინანსებული იყო, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. „საგანგაშოა, რომ, ამგვარი ქცევით, ევროკავშირის საელჩო, ქართველების თვალში, ევროკავშირს და ექსტრემიზმს ერთმანეთთან საბოლოოდ აკავშირებს“, – აღნიშნავს პაპუაშვილი.

ალექსანდრე რაქვიაშვილი: საინტერესოა, როდის დადგება ის მომენტი, როცა 4-5-9-25-ის ამომრჩეველი მიხვდება, რომ ბრძოლის ნაცვლად, იაფფასიან სპექტაკლში იღებს მონაწილეობას?

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ეხმიანება დღეს გამართულ საპროტესტო მარშს სახელწოდებით „საქართველო დადექი“ და აღნიშნავს, „საინტერესოა, როდის დადგება ის მომენტი, როცა 4-5-9-25-ის ამომრჩეველი მიხვდება, რომ ბრძოლის ნაცვლად, იაფფასიან სპექტაკლში იღებს მონაწილეობას?“ მისივე თქმით, რამდენი უშინაარსო გამოსვლა, „ბრძოლის ფაზა“ და „მარშია“ საჭირო, რათა დაინახოს, რომ სადღაც შეცდომა დაუშვა, არასწორი მიმართულებით წავიდა და დროა, რაღაც შეცვალოს? „გეგმა […]

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ამ დღეს ვერძის სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება. შესაძლებელია რამდენიმე ახალი, საქმიანი ურთიერთობა დაამყაროთ, რაც მომავალში დაგეხმარებათ. გაითვალისწინეთ, რომ წარმატების მიღწევას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ სხვების მოსაზრებებს გაითვალისწინებთ და პარტნიორების საქმიან თვისებებს პატივს სცემთ. გამორიცხული არ არის, გავლენიანი მფარველი გამოგიჩნდეთ. კურო აქტიური დღეა, თუმცა ზედმეტი ენერგია შეიძლება დამანგრეველი იყოს. მოზღვავებულმა ენერგიამ შეიძლება გარშემო მყოფებთან კონფლიქტი […]

ანა წითლიძე – რა გავიგეთ? მერამდენედ არაფერი, რა საჭიროა მიკიბ-მოკიბვა, როცა ჭეშმარიტების გზა მარტივი დასანახია

ანუ? რა გავიგეთ?  სწორია: მერამდენედ არაფერი. რა საჭიროა ეს მიკიბ-მოკიბვა, როდესაც ჭეშმარიტების გზა მარტივი დასანახია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა. კიდევ ერთ პოსტში ანა წითლიძე საუბრობს იმ ყველაფრის შესახებ, რასაც, მისი შეფასებით, ნამდვილი ლიდერი იტყოდა. „რას იტყოდა ნამდვილი ლიდერი: უარი […]

ამინდი უარესდება – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

29 ივნისის დღის ბოლოდან 30 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, დროგამოშვებით ქარის გაძლიერება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

წულუკიანს, რომელსაც საკუთარ სასამართლოში მოსვლისაც კი ეშინია, ისევ დავუბარებივარ ე.წ. კომისიაზე – კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ, არც ახლა, არც მერე, ბრძოლა ღირსებით და ბოლომდე – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, პატიმრობაში მყოფი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ფარსში მონაწილეობას“ არ აპირებს. კერძოდ, გიორგი ვაშაძე ეხმაურება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის 30 ივნისის სხდომას, რომელზეც კომისიის ინფორმაციით, გიორგი ვაშაძის გარდა, იგეგმება პოლიტიკოსების – მამუკა ხაზარაძის და ნიკა გვარამიას ჩართვაც, რომელთაც უკვე განაცხადეს წერილობითი უარი. „წულუკიანს, რომელსაც საკუთარ სასამართლოში მოსვლისაც კი ეშინია, ისევ დავუბარებივარ ე.წ. კომისიაზე. კარგად […]