1 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დიდი ხნის გადაუჭრელი საკითხები შესაძლოა სწორედ დღეს მოაგვაროთ, მთავარია, საქმეების მსვლელობისას, გამორიცხოთ ყველა მოსალოდნელი არასასურველი ფაქტორი, რომელიც წარმატებაში შეგიშლით ხელს. კურო მცირე საჩუქარიც კი დიდ აღტაცებას გამოიწვევს თქვენში და პოზიტიური მუხტით აგავსებთ, ყველა საქმე წარმატებული და პერსპექტიული იქნება, გზა ხსნილია თქვენი შესაძლებლობებისთვის. ტყუპები შესაძლოა, თქვენს გეგმებში კორექტივების შეტანა გახდეს საჭირო, ფინანსურ საკითხებში გაუგებრობების გამო, […]

გიორგი გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას არ შეცვლიან

რვა პოლიტიკური პარტია გადაწყვეტილად აპირებს, ბოიკოტი გამოუცხადოს არჩევნებს, მაგრამ რა გზით მივლენ ისინი ივანიშვილის მოძალადე რეჟიმის დამარცხებამდე, გზა და ალტერნატიული გეგმა არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, მე ვერ გავიგე, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა. მისი თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას არ ცვლის. „ჩვენ გადაწყვეტილებებს არ ვცვლით. ვინც იცნობს ჩვენი პარტიის თანმიმდევრულობას, არავის […]

ელენე ხოშტარია და გედევან ფოფხაძე შიმშილობას წყვეტენ

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს. ამის შესახებ მან პარლამენტთან განაცხადა. მანამდე ელენე ხოშტარიამ წაიკითხა 8 ოპოზიციური პარტიის საერთო განცხადება. ამასთან “კოალიცია ცვლილებისთვის” პრესსამსახურში განაცხადეს, რომ შიმშილობას წყვეტს გედევან ფოფხაძეც. “ძალიან მიხარია, რომ ვწყვეტ შიმშილობას, რომ ყველა ერთად გადავიდეთ ძალიან აქტიურ ბრძოლის ფაზაზე”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ პარლამენტთან, სადაც ოპოზიციური პარტიების საერთო განცხადება წაიკითხა თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით, რომელსაც […]

“პუტინის “ბაიკერი-თვითმკვლელები” ნეიტრალურ ზოლში ქაოსს იწვევენ: რუსული მოტოციკლეტური შეტევების სტრატეგია”-The Times

Editor Dali
0
ბრიტანული გაზეთის „თაიმსის“ (The Times) საკვირაო გამოშვება „სანდეი თაიმსში“ (The Sunday Times) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „პუტინის „ბაიკერი-თვითმკვლელები“ ნეიტრალურ ზოლში ქაოსს იწვევენ: რუსული მოტოციკლეტური შეტევების სტრატეგია“ (ავტორი – ტომ ბოლი). როგორც სტატიაშია აღნიშნული, უკრაინის აღმოსავლეთის ფრონტზე, დონბასში, რუსეთისა და უკრაინის საარმიო ქვედანაყოფებს შორის საკმაოდ ფართო ნეიტრალური ზოლი არსებობს, რომელშიც ჩინურ მოტოციკლეტებზე ამხედრებული რუსი ჯარისკაცები ხშირად იჭრებიან […]

“ამერიკამ ირანთან მოლაპარაკების დაწყების წინ თავი უნდა შეიკავოს ახალი დარტყმებისაგან” -BBC

Editor Dali
0
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-საიტზე გამოქვეყნებულია ინტერვიუ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან მაჯიდ ტახტ-რავანჩისთან სათაურით: „ამერიკამ ირანთან მოლაპარაკების დაწყების წინ თავი უნდა შეიკავოს ახალი დარტყმებისაგან“ (ესაუბრებიან ჟურნალისტები ლიზ დიუსეტი, რომელიც თეირანში იმყოფება და ალექს ბოიდი – ლონდონიდან). გთავაზობთ ინტერვიუს შინაარსს: „თუ შეერთებულ შტატებს დიპლომატიური ძალისხმევის განახლება სურს, მაშინ ვაშინგტონმა მთლიანად უნდა გამორიცხოს ნებისმიერი დარტყმები […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 1 ივლისს

Editor Dali
-1
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7227 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7227 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7236 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1910 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1882 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

Editor Dali
0
თიბისიმ, როგორც ქვეყანაში მდგრადი განვითარების მიმართულებით ლიდერმა კომპანიამ, ყოველწლიური მდგრადი განვითარების ღონისძიება გამართა. ღონისძიება 25 ივნისს ტრადიციულად თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა, რომლის მთავარი თემა იყო: „მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით“. ბიზნესის, ტექნოლოგიების, განათლების, კულტურისა და საზოგადოების მხარდაჭერაში მდგრადი განვითარების მნიშვნელობა და საერთაშორისო პარტნიორების როლი – სწორედ ამ საკითხებზე გაკეთდა აქცენტი წლევანდელ ღონისძიებაზე, […]

ცესკოს თავმჯდომარის შეხვედრა ახალგაზრდებთან რეგიონული ფორუმის ფარგლებში

Editor Dali
0
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის პროექტის ფარგლებში გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, – ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. „ცესკოს თავმჯდომარემ რეგიონული ფორუმის – „საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები – იდეიდან ცვლილებამდე“ მონაწილეებთან არჩევნებსა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის, ასევე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა. გარდა ამისა, […]

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

Editor Dali
0
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, 1-3 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 1-2 ივლისს თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29,+31 გრადუსი დაფიქსირდება. 3 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის […]

ალექსანდრე წულაძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა დატოვა

Editor Dali
0
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ თანამდებობა დატოვა. წულაძის განცხადებას განათლების სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „დღეს, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, ვტოვებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობას. მინისტრობის პერიოდში, სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, განათლების ყველა საფეხურის ხარისხის ზრდის მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა განვახორციელეთ, მათ შორის, არაერთ ნოვატორულ პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, რომელთა ბოლომდე მიყვანას, მჯერა, […]

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

Editor Dali
0
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის დასკვნითი ღონისძიება 3 ივლისს, 18:00 სთ-ზე, „რადიო ქალაქში“ გაიმართება, სადაც პროექტის გამარჯვებულების ვინაობა გახდება ცნობილი. დაჯილდოება  წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება  და ის სხვადასხვა საინტერესო სპიკერსა და თემატიკას დაეთმობა. დაჯილდოების ცერემონიამდე, ღონისძიების პირველ ნაწილში, ბიზნესსაუბრები, პანელური დისკუსია და ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სერია გაიმართება და მასზე დასწრება, ნებისმიერ მსურველს, წინასწარი  რეგისტრაციით შეეძლება. ბიზნესდაჯილდოება 2025-ის დასკვნითი […]

7 აგვისტოს, მომივიდა ფაქსით ცირკულარული წერილი, ჩვენ ვაკონტროლებთ ყოფილ სამხრეთ ოსეთს, წაბრძანდით ადგილსამყოფელი ქვეყნის საგარეო უწყებაში და იმუშავეთ იმაზე, რომ რუსეთმა ამაზე არ მისცეს მწვავე რეაქციაო – კონსტანტინე ჟღენტი

Admin Tamuna
0
დიპლომატმა კონსტანტინე ჟღენტმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს განვითარებული მოვლენები გაიხსენა, რა დროსაც, ის დიპლომატიური მისიით უნგრეთში იმყოფებოდა. ჟღენტის განცხადებით, მან 7 აგვისტოს საღამოს, საქართველოს საგარეო უწყებიდან მიიღო ცირკულარული წერილი, რომლითაც სამინისტრო იტყობინებოდა, რომ საქართველო აკონტროლებდა ცხინვალის რეგიონის პრაქტიკულად მთელ ტერიტორიას ჯავის გარდა, შესაბამისად, წარმომადგენლობებს სთხოვდა, ადგილსამყოფელი ქვეყნის საგარეო საქმეთა […]