ოქრუაშვილისგან მივიღეთ დავალება, კოდორის ხეობაში გაგვენადგურებინა ნორა და ემზარ კვიციანების სახლები, გვარწმუნებდნენ, მოსახლეობა ევაკუირებულიაო, თუმცა ყველა იქ იყო, მათ შორის ქალები და ბავშვები -იმედა მაისურაძე
0
0
2006 წლის ივლისში სენაკის ბაზაზე ირაკლი ოქრუაშვილისგან მივიღეთ დავალება, გავფრენილიყავით კოდორის ხეობაში, სადაც ნორა და ემზარ კვიციანების სახლი უნდა გაგვენადგურებინა, – ამის შესახებ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების პილოტმა, იმედა მაისურაძემ განაცხადა. მისი თქმით, მფრინავებს არწმუნებდნენ, რომ ხეობაში მოსახლეობა ევაკუირებულია, თუმცა ჩაფრენისას აღმოჩმდა, რომ ხალხი ევაკუირებული არ იყო. „სენაკის ბაზაზე მიგვიყვანეს, სადაც ძალოვანი […]