რა ეღირება დოლარი და ევრო 26 ივლისს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7086 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7086 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7094 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1783 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1825 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2025 ოფიციალურად გაიხსნა

Editor Dali
0
საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული“ (Agile Spirit) მეთორმეტედ მასპინძლობს. სწავლება კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ოფიციალურად გაიხსნა. სამწყობრო მოედანზე, საერთაშორისო წვრთნებში მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის მე-7 არმიის წვრთნების სარდლობის მეთაურმა, ბრიგადის […]

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა: სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, კვლავ ევროკავშირის წამყვანი წილით

Editor Dali
0
 წმინდა სავალუტო შემოდინებების ჩვენი ყოველთვიური შეფასება, რომელიც საქონლით ვაჭრობას, ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებსა და ფულად გზავნილებს აერთიანებს, ივნისში კვლავ გაუმჯობესდა. ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ, როგორც ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ აღვნიშნეთ, სწორედ ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებები წარმოადგენს ლარის მხარდამჭერი სამი მთავარი ფაქტორიდან ერთ-ერთს. ბალანსის გაუმჯობესება ასევე მიანიშნებს, რომ მეორე კვარტალში მოსალოდნელია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაც, რომელიც პირველ […]

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბოლო 24 საათში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 34 პირი დააკავა

Editor Dali
0
პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 34 პირი დააკავა. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს. გუშინ სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში კიდევ ერთი წარმატებული […]

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები ცნობილია!

Editor Dali
0
წელს ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი ოცდამესამედ გამოაცხადა. გამომცემლებმა და ავტორებმ250-მდეწიგნი წარმოადგინეს და ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, აგვისტოში გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული, ტრადიციულად, სხვა გამარჯვებულების გამოვლენის პარალელურად გახდება ცნობილი.  „საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი 26-28 ივლისს საქართველოში

Editor Dali
0
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 26-28 ივლისს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 26-27 ივლისს მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, 28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. „თბილისში 26 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 27-28 ივლისს ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო […]

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ინგა ფხალაძე დაინიშნა

Editor Dali
0
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ინგა ფხალაძე დაინიშნა, რომელიც უწყებაში ენერგეტიკის სექტორს გაუძღვება.     ინგა ფხალაძეს ენერგეტიკისა და ეკოლოგიის სექტორებში მენეჯერულ და ექსპერტულ პოზიციაზე საქმიანობის 28 წლიანი გამოცდილება აქვს. ის თანამშრომლობდა ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი, ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროკავშირი, […]

მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას 200 ათასი დოლარის გადახდაზე, ფულის გადახდა მოხდება რეჟიმის შეცვლის შემდეგ -მიხეილ სააკაშვილი

Editor Dali
0
მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას, ფულის გადახდა მოხდება რეჟიმის შეცვლის შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ივანიშვილის ყველა დამსჯელი ორგანოს წარმომადგენელს გადავუხადოთ 200 ათასი დოლარი, თუ ისინი გადმოგვცემენ რეჟიმის საქმიანობაზე მასალებს. მაგალითად, აქციების მონაწილეების წამების მასალებს და ასევე მათ, ვინც დადებს იარაღს და უარს იტყვის აქციის მონაწილეებზე თავდასხმაზე. რა თქმა უნდა, […]

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე ევროპარლამენტი არ ცნობს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ფაქტობრივად შეჩერებულია -ევროპარლამენტი

Editor Dali
0
„საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, ვიდრე მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის. ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას“, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროპარლამენტი არ ცნობს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას. „ევროპარლამენტარების თქმით, ათწლეულების განმავლობაში დემოკრატიული პროგრესის შემდეგ, გასულ წელს ჩატარებული გაყალბებული არჩევნები საქართველოში ავტორიტარული მთავრობისკენ გარდამტეხი მომენტი იყო. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა […]

გიორგი კალანდარიშვილი ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

Editor Dali
0
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან არჩევნების მნიშვნელობაზე, ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობასა და საარჩევნო საკითხების შესახებ მათი ინფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა. ცესკო-ს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ამომრჩევლის როლს დემოკრატიული პროცესის განვითარებაში და ისაუბრა იმ აქტივობებზე, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამომრჩეველთა ინფორმირებისა და ჩართულობის გასაძლიერებლად ხორციელდება. შეხვედრისას […]

აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ტესტი უტყუარია, ყველა, ვინც პრორუსობის დაბრალების კამპანიაში მონაწილეობს, ან დაფინანსებული აგენტია, ან სასარგებლო იდიოტი -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ტესტი უტყუარია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ყველა, ვინც პრორუსობის დაბრალების კამპანიაში მონაწილეობს, ან დაფინანსებული აგენტია, ან სასარგებლო იდიოტი. „„ნაცმოძრაობის“ მომთაბარე შაპიტოს ეს წევრი, რომელმაც უკრაინის ბრძოლის ველზე, როგორც ჩანს, ყველა დაამარცხა და ახლა საქართველოზე გადმოერთო, ამ ვიდეოში ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს. აშშ-ის დაზვერვის სამსახურის […]

რუჯი და დეჰიდრატაცია – ზაფხულის საფრთხეები კანისა და ორგანიზმისთვის

Editor Dali
0
უსაფრთხო რუჯი არ არსებობს – ამ თემაზე არაერთი საინფორმაციო კამპანიაა დაწყებული სოციალურ სივრცეში. თუმცა, ზაფხულში კანის ოქროსფერი შეფერილობა კვლავ სასურველ მიზანს წარმოადგენს და ამისთვის არ ვიშურებთ არც დროს, არც ენერგიას. მაინც, რატომ ვესწრაფვით რუჯს ასე მონდომებით? ხშირად ამას მხოლოდ ვიზუალურ მხარესთან კავშირი არ აქვს. რუჯი თავს უფრო თავდაჯერებულად გვაგრძნობინებს, კანი თითქოს უფრო გლუვად გამოიყურება, სხეული […]