ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირი დაშლის საფრთხის წინაშეა და ბლოკს გადარჩენისთვის ახალ მოდელს სთავაზობს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირი „დაშლის“ საფრთხის წინაშეა და დარწმუნებულია, რომ ბლოკის გადარჩენა მხოლოდ ევროკავშირის ფარგლებში „სხვადასხვა სიჩქარის“ მოდელს შეუძლია. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.  ორბანის აზრით, ძირითადი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ევროკავშირის ცალკეულ წევრებს მიეცეთ საშუალება, ევროპული ინტეგრაციის გზაზე უფრო სწრაფად, ან უფრო ნელა იმოძრაონ, მათი დღის წესრიგიდან გამომდინარე. უნგრეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ ეროვნულ სახელმწიფოებს […]

დიმიტრი ხუნდაძე – ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით ირჩევს არა პარტნიორულ ურთიერთობებს, არამედ საბჭოთა მეთოდებს იყენებს და ყველაფერს რუსულს არქმევს

Editor Dali
0
სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით ირჩევს არა პარტნიორულ ურთიერთობებს, არამედ იყენებს საბჭოთა მეთოდებს და ყველაფერს რუსულს არქმევს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო არჩევნებში სასურველი შედეგი რომ ვერ მიიღეს, ამომრჩეველს დაემუქრნენ, რომ ვიზალიბერალიზაციას გაუუქმებდნენ. „ევროკავშირის პრესსპიკერის თავის მართლება მესმის, მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. გვახსოვს იგავ-არაკი „მამლის ქურდი“, ფიცი […]

უსუფაშვილი აგრძელებს რეჟიმთან კოლაბორაციას ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობით, “ვგიჟდები” ასეთ ხალხზე, ყველა დროს რომ მართლები არიან და ყველა დამნაშავეა მათ გარდა -მიხეილ სააკაშვილი

Editor Dali
0
უსუფაშვილი აგრძელებს რეჟიმთან კოლაბორაციას ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობით, „ვგიჟდები“ ასეთ ხალხზე, ყველა დროს რომ მართლები არიან და ყველა დამნაშავეა მათ გარდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს. მისივე თქმით, არგუმენტი, რომ დავით უსუფაშვილის დროს არაფერი ცუდი არ ხდებოდა, ბოლომდე სიცრუეა. „დავით უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო. კი, „მოიშორეთ“ ხელისუფლება რომელმაც […]

ქრთამის აღების ფაქტზე ლენტეხის კულტურის ცენტრის დირექტორი დააკავეს

Editor Dali
0
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, დაკავებულია ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის“ დირექტორი ნ.ს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ს. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სახელით ასრულებდა საჯარო ფუნქციებს, რომლის დაქვემდებარებაში იყო კულტურის ცენტრი და მასთან არსებული ერთ-ერთი ანსამბლი. […]

 ვითხოვთ დროებით მთავრობას, რომელიც ჩაატარებს ახალ არჩევნებს -გიორგი ვაშაძე

Editor Dali
0
რვა პუნქტიანი გეგმა არის მწყობრი, გააზრებული ნაბიჯების ერთობლიობა, როგორ მივაღწიოთ გამარჯვებას, მათ შორის – ვაახლებთ მოთხოვნას დროებითი მთავრობის შესახებ. ვითხოვთ დროებით მთავრობას, რომელიც ჩაატარებს ახალ არჩევნებს. თუ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, საერთო ეროვნული მასშტაბით ვიწყებთ დაუმორჩილებლობის კამპანიას, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე წერილში წერს, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. გიორგი ვაშაძე 8-პუნქტიან გეგმას ასახელებს და მის […]

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

Editor Dali
0
სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, 184 შეკვრად დაფასოებული „მეტადონი“ ამოიღეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების […]

როგორი ამინდი იქნება 26 ივლისს საქართველოში

Editor Dali
0
26 ივლისს ქუთაისში დღისით +33 და ღამით +22 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. ოზურგეთში უნალექო დღე იქნება. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21. ბათუმშიც მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში სავარაუდოდ, იწვიმებს, დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით […]

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

Admin Tamuna
-1
ვერძი ენერგიული და შემტევი დღეა. იდეალურია ახალი წამოწყებებისთვის. გამოიყენე შენი თავდაჯერებულობა, თუმცა ერიდე კონფლიქტებს. კურო სიწყნარე და სტაბილურობა შენს მხარესაა. კარგია ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად და ემოციური დასვენებისთვის. ტყუპი აქტიური კომუნიკაციის დღეა. კარგი დროა მოლაპარაკებებისთვის, ინფორმაციის შეგროვებისთვის და ახალი კონტაქტების დასამყარებლად. კირჩხიბი შესანიშნავი დღეა ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის და პროფესიული წინსვლისთვის. შედეგიანად იმოქმედებ ემოციური ინტუიციით. ლომი შენი […]

თამარ ტალიაშვილმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა

Admin Tamuna
0
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ტალიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა. ცერემონიის ფარგლებში პრეზიდენტთან შეხვედრისას დონალდ ტრამპმა ახლად დანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. „მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. მქონდა პატივი, გადამეცა რწმუნებათა სიგელები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის. მე მას ასევე გადავეცი საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის, საქართველოს […]

რაც თვალჭრელიძის ქუჩაზე ხდება, არც სახელმწიფოებრივია, არც ადამიანური – მამუკა ხაზარაძე

Admin Tamuna
0
“ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს და თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსიდან გამოსახლებას ეხმაურება. როგორც ხაზარაძე წერს, ყველა ხელისუფლების სირცხვილია, რომ 35 წლის შემდეგ დევნილები კიდევ უსახლკაროდ არიან. “ის, რაც თვალჭრელიძის ქუჩაზე ხდება, არც სახელმწიფოებრივია, არც ადამიანური! მე პატივს ვცემ საკუთრების უფლებას და მის უპირობო დაცვას, თუმცა ბიზნესში არსებობს გაუთვალისწინებელი რისკები, ასეთი […]

ევროკავშირი მტკიცედ უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების დეზინფორმაციასა და უსაფუძვლო ბრალდებებს საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით – ევროკავშირის პრესსპიკერი

Admin Tamuna
0
ევროკავშირი მტკიცედ უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების დეზინფორმაციასა და უსაფუძვლო ბრალდებებს საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით , – ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საგარეო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში პრესსპიკერი, ანუარ ელ ანუნი ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისთვის რუსული სტილის შეთქმულების თეორიებითა და გახლეჩის შემომტანი ნარატივებით ძირის გამოთხრა მხოლოდ მათ არგებს, ვინც საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება. განცხადების […]

“ურსულა ფონ დერ ლაიენი პეკინიდან ცარიელი ჩემოდნით ბრუნდება: ჩინეთ-ევროკავშირის საიუბილეო სამიტი სალუტის გარეშე ჩატარდა”-Независимая газета

Editor Dali
0
რუსული „ნეზავისიმაია გაზეტა“ (Независимая газета) ეხმაურება პეკინში ხუთშაბათს, 24 ივლისს გამართულ ჩინეთ-ევროკავშირის სამიტის შედეგებს და აქვეყნებს სტატიას სათაურით: “ურსულა ფონ დერ ლაიენი პეკინიდან ცარიელი ჩემოდნით ბრუნდება: ჩინეთ-ევროკავშირის საიუბილეო სამიტი სალუტის გარეშე ჩატარდა” (ავტორი – ვლადიმერ სკოსირევი). გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: მიუხედავად იმისა, რომ სამიტის თარიღი იუბილეს დაემთხვა – მხარეებს შორის ურთიერთობის დამყარების 50 წლისთავს, მოლაპარაკებას […]