დონალდ ტრამპი – ბევრი ამბობს ჩემზე, რომ დიქტატორი ვარ, მე დიქტატორი არ ვარ, მე საღი აზროვნების, ჭკვიანი ადამიანი ვარ

ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის დიქტატორი არ არის. „ჩვენ 1000-ზე მეტი ადამიანი დავაკავეთ. ჩვენ ასობით იარაღი ჩამოვართვით პატარა ბავშვებს, რომლებიც იარაღს კანფეტებივით ისროდნენ. ჩვენ დავაკავეთ ათობით არალეგალი მიგრანტი. ჩვენ ხალხს ჩამოვართვით ათობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი. ნული მკვლელობა, მკვლელობა არ ყოფილა. ბოლო კვირის განმავლობაში მკვლელობა არ ყოფილა. ბევრი ამბობს ჩემზე, რომ დიქტატორი […]

26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ამ დღეს ყველაფერი გეგმების საწინააღმდეგოდ ხდება. მოვლენების მსვლელობას სპონტანური გადაწყვეტილებები არღვევს, რაც ჩვეულებრივ, არ გახასიათებთ. ნუ ინერვიულებთ, დინებას მიჰყევით და ბედი ყველაფერში დაგეხმარებათ. ეცადეთ, რეალისტური მოლოდინი გქონდეთ, რათა იმედგაცრუება არ განიცადოთ. ეს დღე ხელსაყრელია ოჯახური ურთიერთობებისთვის, სადაც იდილია და სიყვარული სუფევს. კურო სასურველია ურთიერთობის წრე შეამციროთ, რათა გარემოცვის უარყოფითი ზემოქმედება თავიდან აიცილოთ. გადაღლილობის გამო […]

„ლელო – ძლიერმა საქართველომ” და პარტიამ “გახარია-საქართველოსთვის” თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს

ლელო – ძლიერმა საქართველომ” და პარტიამ “გახარია საქართველოსთვის” 4 ოქტომბრის არჩევნებზე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს. მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი შარაშიძემ დაასახელეს. როგორც კუპრაძემ აღნიშნა, ისინი თბილისის თითოეულ უბანში შეძლებენ, დაარწმუნონ ამომრჩევლები, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. “ჩვენი მთავარი მიზანი იქნება თბილისში მოქალაქეების საჭიროებებზე ზრუნვა, პრობლემების მოგვარება, ჩვენი […]

ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებებით პოლიტიკურ გაერთიანებებს კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები გაუმარტივდათ

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის, მიიღო დადგენილებები პარტიული სიებისა და საარჩევნო დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებული ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის შესახებ.   „ცესკომ დღეს მიიღო სამართლებრივი აქტები, რომლებიც მნიშვნელოვნად უმარტივებს პოლიტიკურ გაერთიანებებს კანდიდატების რეგისტრაციის პროცესს. კერძოდ, პოლიტიკურ გაერთიანებებს შესაძლებლობა ექნებათ პარტიული სიები წარადგინონ დისტანციურად, ელექტრონული ფორმით. ამავდროულად, ამგვარი […]

25 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის დაბადების დღეა

Editor Dali
0
25 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის დაბადების დღეა   მარო მაყაშვილი 19 წლის იყო, როდესაც თბილისს რუსეთის მე-11 არმია მოადგა.   მაშინ ქართველი ახალგაზრდები კოჯორ-ტაბახმელასკენ ჯართან დასაპირისპირებლად წავიდნენ, სტუდენტი გოგო კი წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა,  ორი დღის შემდეგ ის ყუმბარის ნამსხვრევმა იმსხვერპლა.   მარო მაყაშვილი, 1902 წლის, 25 აგვისტოს   თავადაზნაურთა ოჯახში დაიბადა.  მამა, […]

“პუტინი დონალდ ტრამპს პროვოკაციებს უწყობს. სახიფათო ის არის, რომ ტრამპისთვის სულ ერთია”- The Daily Telegraph

Editor Dali
0
ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 24 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „პუტინი დონალდ ტრამპს პროვოკაციებს უწყობს. სახიფათო ის არის, რომ ტრამპისთვის სულ ერთია“ (ავტორი – რებეკა კოფლერი, აშშ-ის დაზვერვის ანალიტიკოსი, რომელიც პენტაგონის სპეცსამსახურში მუშაობდა. იგი ავტორია წიგნებისა -„პუტინის სამოქმედო გეგმა“ (2021 წ.) და „ტრამპის სამოქმედო გეგმა“ (2025 წ.). გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: დონალდ […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 26 აგვისტოს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6984 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6984 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7051 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0067 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1536 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1366 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 გაიმართება

Editor Dali
0
შემოქმედებითი ინდუსტრიის ფესტივალი AD BLACK SEA 2025 ტრადიციულად შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმში, 11 სექტემბერს აიღებს სტარტს და 13 სექტემბერს გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება. ფესტივალის უცვლელი პარტნიორია თიბისი. სამი დღის განმავლობაში, ფესტივალი უმასპინძლებს ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალებისა და საინტერესო ადამიანების გამოსვლებს, ვორქშოფებსა და პანელურ განხილვებს. მათ შორის, შემოქმედებითი გუნდების სწორ მუშაობაზე ორიენტირებული კომპანიის – Let’s Lightbubl-ის დამფუძნებელი […]

საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას ცდილობენ, ამის დაფინანსება მოდის ევროპული ორგანიზაციებიდან, მცდელობა აქვთ, დამნაშავეები გმირებად შერაცხონ -კახა კალაძე

Editor Dali
0
საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას ცდილობენ, ამის დაფინანსება მოდის ევროპული ორგანიზაციებიდან. მცდელობა აქვთ, დამნაშავეები გმირებად შერაცხონ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძეს კითხვა დაუსვეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლზე, სადაც ბექა კობახიძე საუბრობს. „ცდილობენ, საზოგადოებაში პოლარიზაცია გააღვივონ. სამწუხაროა, რომ ამის დაფინანსება მოდის ევროპული ორგანიზაციებიდან. მცდელობა აქვთ, დამნაშავეები, მოძალადეები გმირებად შერაცხონ. პირველ რიგში, ეს […]

რვა ოპოზიციური პარტია მიმართავს დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, უარი თქვან 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე და დაუბრუნდნენ ერთობას

Editor Dali
0
მოგმართავთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ვისთვისაც საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი და ქართული ოჯახის კეთილდღეობა ძვირფასია და ვინც პატივს სცემს საქართველოს მოქალაქეების უფლებას, ისწრაფოდნენ ბედნიერებისკენ, 13 სექტემბერს შევიკრიბოთ, ვიყოთ ძალიან ბევრნი, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ რუსული რეჟიმი არ წარმოადგენს ქართველ ხალხს და საქართველოს, – ამის შესახებ ნათქვამია რვა ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც საზოგადოებას „დროას“ ლიდერმა, […]

პირველად საქართველოში – თიბისიმ საბანკო სექტორში გენერაციული ჩატბოტი დანერგა

Editor Dali
0
თიბისი -მ  საქართველოს საბანკო სექტორში პირველი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი გაუშვა. ახალი გენერაციული ჩატბოტი წარმოადგენს რევოლუციურ გადაწყვეტას, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მომხმარებლებსა და  ბანკს შორის ურთიერთობის ხარისხს, ამარტივებს პროცესს და ქმნის საფუძველს მომავალი ტექნოლოგიური განვითარებისთვის. თიბისის AI, ციფრული განვითარების და ბიზნეს ოპერაციების განვითარების გუნდებმა, მჭიდრო თანამშრომლობით, ერთობლივად შეძლეს ისეთი ინსტრუმენტის შექმნა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებსაც შეესაბამება და […]

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

Editor Dali
0
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წევრებმა დღეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათივე ცნობით, ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით კომისიის წევრები თანხმდებიან, რომ საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იმოქმედებენ მასში გაწერილი პრინციპების შესაბამისად, რაც გულისხმობს კანონის პატივისცემას, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვას, საკუთარი საქმიანობის კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართვას. ასევე, პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტს […]