შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 30 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

Editor Dali
0
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ ღამეს, ქვეყნის მასშტაბით – თბილისში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარა – ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს” წევრობის, „ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული […]

“ევროპის ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან, აშშ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყოფილ დახმარებას შეუმცირებს”-Financial Times

Editor Dali
0
ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 5 სექტემბერის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ევროპის ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან, აშშ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყოფილ დახმარებას შეუმცირებს“ (ავტორები – ემი მაკინონი, დემეტრი სევასტოპულო და ჰენრი ფოი). გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: ამერიკის შეერთებულ შტატებს განზრახული აქვს თანდათანობით შეამციროს ევროპის იმ ქვეყნების არმიების დახმარების პროგრამები, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან. ვაშინგტონის ასეთი განზრახვა იძულებულს […]

თბილისში კანდიდატად დააყენეს “ლელოს” თანამშრომელი, რომელსაც ხაზარაძე ყოველ თვე აგზავნიდა “ტვ პირველში” პარკით ხელში და მიჰქონდა 200 ათასი ლარი ტელევიზიაში -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავად მიიყვანეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე. 27 მუნიციპალიტეტში როდესაც საერთოდ ვერ ახერხებ კანდიდატის დაყენებას, ეს არის ნიშანი, რომ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, პარტიებმა „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელომ“ თბილისის მერობის კანდიდატად „ლელოს“ თანამშრომელი დააყენეს, რომელსაც „ხაზარაძე ყოველთვიურად „ტვ პირველში“ პარკით ხელში აგზავნიდა […]

თავის დროზე, ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან, ახლა ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან – ეს არის კონტრასტი დამოკიდებულებებს შორის -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
თავის დროზე ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან, ახლა ხელისუფლებამ გამოასახლა ისინი ციხიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძეს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის შეწყალებაზე დაუსვეს კითხვა. „რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება აჩვენებს ზოგადად ხელისუფლების დამოკიდებულებას. ბუნებრივია, პრეზიდენტიც, ფართო გაგებით, […]

თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურადაა შესაძლებელი

Editor Dali
0
ნებისმიერი ანტრეპრენერი კომპანიას ერთი დიდი იდეის გარშემო ქმნის. თუმცა, ყოველდღიურ რუტინაში ბიზნესლიდერები გაცილებით მეტ დროს უთმობენ საოპერაციო საკითხებს, ვიდრე სტრატეგიულ მიზნებსა და იდეებს. თიბისიში კარგად ესმით, რომ ბიუროკრატია ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი  შემაფერხებელი ფაქტორია. სწორედ ამიტომ, მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე, ბანკმა ბიზნესებს ახალი, დისტანციური სერვისი შესთავაზა სახელფასო პროექტში ჩართვა და თანამშრომლებისთვის ბარათების გახსნა ახლა პირდაპირ ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა […]

ხაზარაძესა და ჯაფარიძე თუ არ აქვთ შეწყალების სურვილი, ჩაიკეტონ და არ გამოვიდნენ, არავინ აძალებს -კახა კალაძე

Editor Dali
0
საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჰუმანური აქტია, ორი დამნაშავე შეიწყალა, ხაზარაძესა და ჯაფარიძე თუ არ აქვთ შეწყალების სურვილი, ჩაიკეტონ და არ გამოვიდნენ, არავინ აძალებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძემ კომენტარი გააკეთა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებაზე. „მათ შეწყალებას არანაირ ლეგიტიმაციასთან არ აქვს კავშირი. ლეგიტიმაციას ქართველი ხალხი იძლევა, როგორც […]

აისრულე სურვილები ახალი სასწავლო წლისთვის- მოემზადე სკოლისთვის და უნივერსიტეტისთვის ერთგული საკრედიტო ბარათით

Editor Dali
0
ახალი სასწავლო წლისთვის მომზადება ერთგვარი ტრადიციაა, რომელსაც მოსწავლეები, სტუდენტები თუ მათი მშობლები განსაკუთრებული ემოციებით ასრულებენ. თიბისი კი, ამ მნიშვნელოვანი მომენტებისთვის მათ, ყოველ წელს, განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობს. 6-7 სექტემბერს, უერთგულეთ ახალი სასწავლო წლისთვის ჩაფიქრებული სურვილების ახდენას- გადაიხადეთ ერთგული საკრედიტო ბარათით თიბისის 50-მდე პარტნიორ ობიექტში და დაიბრუნეთ 40% ქეშბექი, მაქსიმუმ 150 ლარი, მომენტალურად. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ  ერთგული […]

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ EUROBASKET 2025-ზე ეროვნული ნაკრების ქომაგებისთვის ჩარტერული რეისები დანიშნა

Editor Dali
0
ევროპის 42-ე საკალათბურთო ჩემპიონატის, ევრობასკეტ 2025-ის საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ სპეციალური ჩარტერული რეისები დაინიშნა. საქართველოს მთავრობის ინიციატივით, რეისები 7 და 8 სექტემბერს შესრულდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ სუბსიდირებულ რეისი  თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით 7 სექტემბერს დილის 07:00 შეასრულებს, ხოლო უკან საქართველოში გულშემატკივრებს 8 სექტემბერს დააბრუნებს. სუბსიდირებული რეისი საქართველოსა და საფრანგეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრებების […]

 რუსეთსა და უკრაინას შორის შეხვედრისთვის საუკეთესო ადგილი მოსკოვია -პუტინი

Editor Dali
0
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესაძლო შეხვედრისთვის საუკეთესო ადგილი მოსკოვია და ვიზიტის შემთხვევაში მას უსაფრთხოების 100%-იან გარანტიას სთავაზობს. აღნიშნულის შესახებ პუტინმა აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის (EEF) პლენარულ სხდომაზე განაცხადა.  „ვინმეს თუ ნამდვილად სურს ჩვენთან შეხვედრა, ჩვენ მზად ვართ. ამისთვის საუკეთესო ადგილი რუსეთის დედაქალაქი, გმირი ქალაქი მოსკოვია. უკრაინულ მხარეს ეს შეხვედრა სურს და მე ვუთხარი: „მზად […]

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი დაიწყო

Editor Dali
0
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი დაიწყო. მონიტორინგის ფარგლებში, ბაზრის შეფასება მოხდება კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრული ზოგადი პარამეტრებით, როგორიცაა: ბაზრის მოცულობა, მოქმედი კომპანიები, კონცენტრაციის ინდექსი, საბაზრო წილები/დინამიკა და შესაბამისად დომინანტურ მდგომარეობაზე მსჯელობა მისი დადასტურების ან გამორიცხვის მიმართულებით. ასევე, ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით, შეფასდება კონკურენტული გარემო სხვა დამატებითი […]

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკის “ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე” სამი ჯილდო მოიპოვა

Editor Dali
0
თიბისი აზიის განვითარების ბანკის(ADB) „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის მე-11 დაჯილდოების“ გამარჯვებულია. ბანკს ჯილდოები ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში სამ კატეგორიაში გადაეცა: „წამყვანი პარტნიორი ბანკი საქართველოში“, „სურსათის უსაფრთხოების სპეციალური ჯილდო“ და „ლიდერი შშმ პირთა ჩართულობის მხარდაჭერაში“. თიბისიმ გამარჯვება სხვადასხვა კრიტერიუმზე დაყრდნობით მოიპოვა: ADB-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ტრანზაქციის განხორციელებისთვის თიბისის საქართველოში […]

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა

Editor Dali
0
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში. როგორც ყაველაშვილი აცხადებს, იმედოვნებს, „მომავალში ისინი კანონის პატივისცემით განაგრძობენ პოლიტიკურ საქმიანობას“. „გუშინ დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი. რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის არის ერთი პარტია – „ძლიერი საქართველო – ლელო“, რომლის ლიდერები ამჟამად კონკრეტული დანაშაულისთვის […]