14 სექტემბერის ამინდის პროგნოზი

თბილისში –  უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +17°, დღისით +32°. სოხუმი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით +17°;გაგრა – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +16°;ოჩამჩირე – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით […]

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი თქვენმა მეტისმეტმა ენერგიულობამ შეიძლება პოტენციურ ბიზნესპარტნიორები დააფრთხოს. გამორიცხული არ არის, რომ სასურველი შედეგის მიღწევა შეძლოთ, მაგრამ ირგვლივ მყოფები თქვენს თავდაჯერებას ყოველთვის არ იზიარებენ და მათ ძალით გადარწმუნებას ნუ ეცდებით. გირჩევთ, ტაქტიკა შეცვალოთ და ადამიანებს ინფორმაცია მშვიდად და არგუმენტირებულად გადასცეთ. მარტოხელა ვერძებს გაქვთ შანსი, დღეს ვიღაც ისეთი გაიცნოთ, ვინც თქვენს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს. კურო შესაძლოა, […]

გივი მიქანაძე: დავიწყეთ სახელმძღვანელოებზე მუშაობა და I, VII და X კლასებში შემოგვაქვს ჰუმანიტარული და „სტემ“ მიმართულებით სახელმძღვანელოები

განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განათლების მასშტაბურ რეფორმაზე ილაპარაკა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებზე. „სასკოლო მიმართულებით ჩვენი უმთავრესი მიმართულება არის სახელმძღვანელოების საკითხი. ჩვენ დავიწყეთ სახელმძღვანელოებზე მუშაობა და შემოგვაქვს I, VII და X კლასებში ჰუმანიტარული და „სტემ“ მიმართულებით, ასევე, რიგ სხვა კლასებშიც გარკვეული სახელმძღვანელოები, რომლებიც სრულიად ახალია და ერთი სტანდარტის სახელმძღვანელო იქნება როგორც საჯარო, ასევე […]

როგორი ამინდი იქნება 14 სექტემბრამდე საქართველოში

უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 14 სექტემბერადე საქართველოში მოსალოდნელი ამინდი:  ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.  სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.  დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, […]

გერმანული მედია – ფრიდრიხ მერცის პარტია შესაძლოა, კიდევ ერთი რეგიონის არჩევნებში პარლამენტის გარეთ აღმოჩნდეს

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პარტია შესაძლოა, კიდევ ერთი რეგიონის არჩევნებში პარლამენტის გარეთ აღმოჩნდეს. მერცის კონსერვატორები შეშფოთებულნი არიან, რომ შესაძლოა, მათ არ ჰქონდეთ საკმარისი ხმები მეკლენბურგ-წინა პომერანიის რეგიონის პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად მომავალ არჩევნებში. პარტიებმა ფედერალური მიწის პარლამენტში ან ფედერალურ პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად ხმების, სულ მცირე, 5 პროცენტი უნდა მოიპოვონ. „არსებობს შეშფოთება, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ 5-პროცენტიანი […]

“არქეოლოგებმა საქართველოს დედაქალაქში სარემონტო სამუშაოების დროს X საუკუნის დროინდელი ნივთები იპოვეს-The Independent

Editor Dali
0
ბრიტანულმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა გაავრცელეს პუბლიკაციები, რომელთა მიხედვით, საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე  მიწისქვეშა კომუნიკაციების შეკეთების დროს,  ქალაქის ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი არტეფაქტები იპოვეს. გთავაზობთ გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით „არქეოლოგებმა საქართველოს დედაქალაქში სარემონტო სამუშაოების დროს X საუკუნის დროინდელი ნივთები იპოვეს // პროექტმა სატრანსპორტო ქაოსი და მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ არქეოლოგებს თბილისის ისტორიაში ჩახედვის […]

“როგორ იქცა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო “დამოკლეს მახვილად”- Financial Times

Editor Dali
0
ბრიტანულ გაზეთ “ფაინენშელ თაიმსში” (Financial Times) გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით: „როგორ იქცა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო „დამოკლეს მახვილად“ (ავტორი – ფაბრიციო დეპრეზი). პუბლიკაციაში გაანალიზებულია მექრთამეობასთან და კორუფციასთან მებრძოლი დამოუკიდებელი უწყების საქმიანობა და ის ზეწოლები, რომელიც ბიუროზე ხელისუფლებიდან ხდება. „ბიურო ულმობლად მოქმედებს პრეზიდენტის გარემოცვის ფიგურების მიმართ“, – ხაზგასმულია მასალაში. გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით: ვიდეოჩანაწერში, რომლის გამოც […]

ლევან მაჭავარიანი – ბარამიძის განცხადება ანტისახელმწიფოებრივია და არის საშინელი უპატივცემულობა იმ გმირებისა, ვინც აფხაზეთის ომში იბრძოდნენ

Editor Dali
0
გიორგი ბარამიძემ ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა, ეს არის საშინელი უპატივცემულობა იმ გმირებისა, ვინც აფხაზეთის ომში იბრძოდნენ. ძალიან კარგია, რომ ამას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. „ბარამიძემ წამოიწყო ძალიან ბინძური კამპანია, რაც შემდეგ ბატონმა ნიკა გვარამიამ და ქალბატონმა სამადაშვილმა გააგრძელეს, შემდეგ კი ბატონმა სააკაშვილმა დააგვირგვინა. ეს ყველაფერი კარგად გააზრებულად თქვა […]

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

Editor Dali
0
თიბისის მობაილბანკი მომხმარებლებს ახალ ფუნქციონალებსა და შესაძლებლობებს ყოველთვიურად სთავაზობს. აგვისტოს განახლებებს შორისაა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება, ანაბრით უზრუნველყოფილი სესხის დისტანციურად გააქტიურება და განახლებული „ავტოკომფორტი“. მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას ლონდონის საფონდო ბირჟა (LSE) დაემატა. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ პირდაპირ მობაილბანკიდან შეიძინონ LSE-ზე დალისტული საერთაშორისო და ქართული კომპანიების აქციები და მათ შორის, TBC PLC-ის აქციები. ინვესტირება შესაძლებელია ბრიტანულ ფუნტში […]

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

Editor Dali
0
Relief Sun, Glow შრატი, Dynasty კრემი, ჟენშენისა და რეტინოლის შრატი და Beauty of Joseon-ის 20-ზე მეტი დასახელების სხვა პროდუქტი უკვე PSP-ს ქსელშია. მსოფლიოში ცნობილმა კორეულმა ბრენდმა Beauty of Joseon-მა სამხრეთ კავკასიის რეგიონში თავის ოფიციალურ პარტნიორად PSP აირჩია. Beauty of Joseon-ის ისტორია შთაგონებულია კორეული ჯოსონის დინასტიის ეპოქის სილამაზის კულტურით. ისტორიული მემკვიდრეობის თანამედროვე ინტერპრეტაციით შეიქმნა Beauty of […]

ირანმა დონალდ ტრამპი კუთხეში მიამწყვდია -ავთანდილ წულაძე

Editor Dali
0
ჰუსიტების მიერ სტრატეგიული პერიმის კუნძულის დაკავება ბაბ-ელ-მანდების სრუტეში მნიშვნელოვნად ცვლის ძალთა ბალანსს ახლო აღმოსავლეთში. ეს კუნძული მდებარეობს სრუტის ყველაზე ვიწრო ნაწილში, საიდანაც საუდის არაბეთი ნავთობს ექსპორტზე უშვებს. ჰორმუზის სრუტეში არსებული პრობლემების ფონზე, ალტერნატიული მარშრუტის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. ირანი ოფიციალური განცხადებით მიესალმა ჰუსიტების წარმატებას, რაც მის პოზიციებს აშშ-თან დაპირისპირებაში ამყარებს. საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა ბინ […]

კაია კალასი – ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ისრაელის დასახლებებს, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის შემთხვევაშია

ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ისრაელის დასახლებებს, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის შემთხვევაშია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა. „მაგალითს თუ ავიღებთ, როდესაც ყირიმის ოკუპაცია მოხდა, მაშინ ძალიან ნათელი იყო, რომ ეს უკანონოა. ჩვენ ამას არ ვაღიარებთ, რაც ნიშნავს, რომ ვწყვეტთ ყირიმიდან შემოსულ ნებისმიერ პროდუქტზე ვაჭრობას. ჩვენც იგივე პრინციპული პოზიცია უნდა გვქონდეს – თქვენ […]