1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. “ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედება უმკაცრესი ზომით აღიკვეთება”- გივი მიქანაძე ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე
“ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედება უმკაცრესი ზომით აღიკვეთება”- გივი მიქანაძე ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე

“ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედება უმკაცრესი ზომით აღიკვეთება”- გივი მიქანაძე ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე

254
0

ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედება უმკაცრესი ზომით იქნება აღკვეთილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

“ზურაბ ჯაფარიძის ეს განცხადება პირდაპირ მიუთითებს და ცხადყოფს თუ რა არის მათი მიზნები. იმიტომ, რომ მათ ძალიან კარგად იციან და დაინახეს არაერთხელ, რომ ლეგიტიმური გზით მათ ხელისუფლებაში მოსვლა არ შეუძლიათ, რადგან ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი პირდაპირ უარს ეუბნება მათ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო მოქმედება უმკაცრესი ზომით იქნება აღკვეთილი“, – აღნიშნა მიქანაძემ.

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ მასობრივი პროტესტის შემთხვევაში ბევრი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება, მათ შორის შენობების აღება.