“წალენჯიხის „ნაცმა“ მერმა „ქართული ოცნების“ მომხრეები გაათავისუფლა სამსახურიდან”- მამუკა მდინარაძე
წალენჯიხის „ნაცმა“ მერმა, სია დადო, ამოარჩია „ქართული ოცნების“ მომხრეები და სამსახურიდან გაათავისუფლა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, წალენჯიხა დღეს არის ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომელსაც მართავს „ნაცი“ მერი და წალენჯიხა არის მოდელი, როგორ მოიქცევიან ან იქცეოდნენ წარსული „ნაცები“.
„წალენჯიხა არის მოდელი, როგორ მოიქცევიან ან წარსულში იქცეოდნენ ნაცები. ერთი ნიშანი, რაც დღეს წალენჯიხაში ხდება, ეს არის არაფრის გაკეთება, გარდა პოპულისტური ნაბიჯებისა და მეორე – პოლიტიკური ნიშნით დაჩაგვრა და სამსახურებიდან ადამიანების გათავისუფლება. წალენჯიხის ნაცმა მერმა სია დაიდო, ამოარჩია „ქართული ოცნების“ მომხრეები და გაათავისუფლა სამსახურიდან, არანაირი სხვა ნიშანი არანაირი სხვა ნიშანი ამ ადამინების გამორჩევისა არ ყოფილა. შეგიძლიათ, თავად ნახოთ, მხოლოდ და მხოლოდ, ვინც იყო „ქართული ოცნების“ მომხრე და ვისზეც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი არის „ქართული ოცნების“ მომხრე, კვალიფიკაციას, გამოცდილებას, ვინ რას აკეთებს, ვინ რას არ აკეთებს, ამას ყველაფერს გადაუსვა ხაზი და გაათავისუფლა მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით. ეს არ გვიკვირს, რადგან „ნაცმოძრაობა“ ასე იქცეოდა წარსულში. ვერ მოხდება, მაგრამ თეორიული დაშვება რომ გავაკეთოთ, მმართველობაში რომ იყოს, დღეს ან ხვალ, ასე მოიქცევა მომავალშიც. ეს არის მათი საფირმო ნიშანი. ადამიანის უფლებები, წამება და უბედურება ბუნებრივი ნიშანია მათი და ისინი ასე იქცეოდნენ, ამის ერთ-ერთი ნიშანი გამოავლინა წალენჯიხის „ნაცმა“ მერმა, რომელმაც პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა ადამიანები სამსახურიდან“, – განაცხადა მდინარაძემ
წალენჯიხის მერია საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, საბავშვო ბაღის აიპის თანამშრომლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულებს ათავისუფლებს. გათავისუფლების შესახებ ბაღების თანამშრომლებს, დახურულ თათბირზე აცნობეს და უთხრეს, რომ მიზეზი, ბავშვთა კვებისთვის საჭირო თანხების სიმცირეა. წალენჯიხის მერიის გადაწყვეტილება ბაღების თანამშრომლებმა აქციით გააპროტესტეს.