“ნაციონალური მოძრაობა” ქტიურად მუშაობს, რათა “ქართული ოცნება”რაც შეიძლება სწრაფად ჩამოსცილდეს სახელმწიფოს მართვის სადავეებიდან”- ნიკა მელია
„ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა” მთელი რიგი მიმართულებით აქტიურად მუშაობს, რათა „ქართული ოცნება“ რაც შეიძლება სწრაფად ჩამოსცილდეს სახელმწიფოს მართვის სადავეებიდან.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა საღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქესთან ერთად იბრძოლებს ქვეყანაში ცვლილებებისთვის.
„პარტია „ნაციონალური მოძრაობის“, ისევე როგორც ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის პატრიოტი, საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლის, ყველა ერთგული ქართული ღირებულებებისა და ფასეულობებისადმი საქართველოს მოქალაქის ამოცანა არის, რომ ქვეყნის მმართველობაში იყოს ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს ქვეყნის სუვერენიტეტზე და მომავალი მას ეგულება ცივილიზაციასთან, დასავლეთთან ერთად და არა პუტინის რუსეთთან ერთად. ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა საღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქესთან ერთად იბრძოლებს ცვლილებებისთვის, რომელიც ქვეყანაში მოიტანს უკეთესობას, ცხოვრების უკეთეს სტანდარტს ყველა ოჯახისთვის. დაწყებული ეროვნული უსაფრთხოებიდან, გაგრძელებული სოციალური უსაფრთხოებით. „ნაციონალური მოძრაობა“ არც ერთი დღე არ არის ბრძოლის გარეშე. იმ ველზე, სადაც ბიძინა ივანიშვილს სურდა, ყოფილიყო მარტო, გაეუდაბნოებინა პოლიტიკური ოპოზიციური ველი და მხოლოდ მის დიქტატს დაქვემდებარებული პოლიტიკური სუბიექტები ჰყოლოდა შემოყვანილი, ეს ვერ მოახერხა წლების განმავლობაში. ვფიქრობ, ქართულ საზოგადოებას აღარ სჭირდება შეხსენება, რა წყალგამყოფის წინაშე დააყენა რუსმა ოლიგარქმა საქართველოს მოქალაქე. ან რუსეთი, ან დასავლეთი, ან ცივილიზაცია, ან რუსული, იმპერიული ჭაობი. ეს არის ის მტკივნეული დილემა, რის წინაშეც დავდექით. ვიწროპარტიული ინტერესი უკვე მესამე, მეოთხეხარისხოვანია. ყველა, ვისაც გული რეალურად უძგერს პატრიოტიზმით, აზროვნებს სახელმწიფოებრივად, ვფიქრობ, გაერთიანდება და ამ გაერთიანების ნიშნები ჩვენ ზაფხულში ვიხილეთ.
პარლამენტიდან გასვლა არ გასვლაზე საუბარი აქტიურად შეუძლებელია. ვფიქრობ, ნებისმიერ მნიშვნელოვან გეგმაზე, ამასაც ალბათ ჟურნალისტთა პატივსაცემ კორპუსთა წარმომადგენლებიც უნდა შეეჩვიონ, რომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე თვეებით ადრე საუბარი არ არის სერიოზული. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმ პროცესზე, რომელიც წარიმართება პარლამენტში 12 კონკრეტულ პუნქტთან დაკავშირებით, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირის სტრუქტურებთან. ჩვენ საპირისპირო მიდგომას ვხედავთ რეჟიმის მხრიდან, როდესაც მათ არ დაუშვეს სამოქალაქო საზოგადოების არც ერთი წარმომადგენელი იმ სამუშაო ჯგუფებში, სადაც მათი ყოფნა სავალდებულოა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას განცხადებით, საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდება და ეს გარდაუვალი იქნება.
„ნაციონალური მოძრაობა“ მთელი რიგი მიმართულებით აქტიურად მუშაობს, რათა „ქართული ოცნება“, როგორც თავად უწოდებენ, რეალურად რუსული ოცნება, რადგან რუსულ ინტერესების გამტარებელ ძალას წარმოადგენს, რაც შეიძლება სწრაფად ჩამოსცილდეს სახელმწიფოს მართვის სადავეებიდან, რომელიც მიიტაცეს და არიან აბსოლუტურად სრულ უმცირესობაში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 2020 წელს ამ ადამიანებმა პარტიული საარჩევნო კამპანია ჩაატარეს თავისი ძალადობით, გაყალბებით, მაგრამ ამ 3-4 თვის განმავლობაში, როცა კამპანიას ატარებდნენ, მთავარი გზავნილი იყო, რომ სურთ, ადგილი დაიმკვიდრონ დასავლეთში და ამერიკელები, ევროპელები იყვნენ სტრატეგიული პარტნიორები. ბევრმა ადამიანმა როდესაც გულწრფელად მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, ამ ადამიანებმა კაბინეტებში შესვლის შემდეგ იხილეს ხელისუფლება, რომელმაც მნიშვნელოვნად იცვალა გეზი საგარეო მიმართულებებზე. ეს საკმარისია, რათა ჩატარდეს ახალი არჩევნები. აბა, მსგავსად მოქცეულიყო რუსული ოცნება, როდესაც საარჩევნო კამპანია იყო, მაშინ გამოსულიყო კობახიძით დაწყებული, ივანიშვილით დამთავრებული და ასეთი ეპიტეთებით შეემკო ამერიკის ელჩი. ამიტომ, ყველა ნორმალურ სახელმწიფოში, როცა რეჟიმი ასე დრამატულად იცვლის ზნეს, საუკეთესო გამოსავალი არის ახალი არჩევნები. ამ ქვეყანაში ჩატარდება ახალი არჩევნები. ეს არის გარდაუვალი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.