1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მშვიდობის ინდექსით საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა
მშვიდობის ინდექსით საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა

მშვიდობის ინდექსით საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა

67
0

2024 წლის მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია 6 ადგილით გაიუმჯობესა, 49 ადგილზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა. ამასთან, მშვიდობის და სამომავლო მშვიდობის ტრაექტორიის აღმწერ საკვანძო მიგნებებში საქართველო პროგრესის მაგალითად არის მოხმობილი მდგომარეობის ისტორიული გაუმჯობესებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველო, როგორც გამორჩეულად პროგრესირებადი ქვეყანა მშვიდობის შარშანდელ ანგარიშშიც გამოარჩიეს. კერძოდ, 2023 წლის მშვიდობის ინდექსით მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია 14 ერთეულით გაიუმჯობესა, 53 ადგილზე გავიდა და მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი მიიღო. ამასთან, მშვიდობის გრძელვადიანი და ათწლოვანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში დასახელდა.

2024 მშვიდობის ინდექსთან ერთად ცალკე დოკუმენტად მშვიდობის და ბიზნესის 2024 წლის ანგარიშიც გამოქვეყნდა, რომელიც აქცენტს სამთავრობო, სოციალურ და გარემოდაცვით (ESG) სტანდარტებზე აკეთებს. საქართველოს პროგრესი ამ ანგარიშშიც აღინიშნა. მიღწეული გაუმჯობესების საფუძველზე, საქართველო იმ 10 ქვეყანას შორის დასახელდა, სადაც სამომავლოდ ყველაზე მაღალი პროგრესია მოსალოდნელი. თვის მხრივ ESG სტანდარტი გულისხმობს ისეთი პოლიტიკის წარმოებას, რომელმაც უნდა
(E) გამოიწვიოს გარემოს მდგრადობა,
(S) ხელი შეუწყოს სოციალურ სამართლიანობას, კეთილდღეობას და განვითარებას
(G) წაახალისოს ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე ორგანიზაციული მმართველობა.
მშვიდობის ინდექსს, ისევე როგორც გლობალური მშვიდობის ინდექსს აწარმოებს მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შეფასებელი ორგანიზაცია და ანალიტიკური ცენტრი ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი (IEP).
აღნიშნული მშვიდობის ინდექსი განიხილავს არა ომისა და ძალადობის ნეგატიურ ასპექტებს, არამედ ეძღვნება პოზიტიურ მახასიათებლებს, ქვეყნის საშინაო და საგარეო კეთილსინდისიერი პოლიტიკის, რეფორმების, ურთიერთობების, ინსტიტუციების პოზიტიური საქმიანობების შეფასებას.

პოზიტიური მშვიდობა განიმარტება, როგორც დამოკიდებულებები, ინსტიტუტები და სტრუქტურები, რომლებიც ქმნიან და ინარჩუნებენ მშვიდობიან საზოგადოებას.

კვლევის საკვანძო მიგნებების თანხმად:
პოზიტიური მშვიდობა აღწერს ოპტიმალურ გარემოს ადამიანის პოტენციალის განვითარებისთვის. მშვიდობის

უფრო მაღალი დონის მქონე ქვეყნები:

  • უფრო მდგრადია
  • ასოცირდება ძლიერ და პროგრესირებად ეკონომიკებთან,
  • აქვთ კეთილდღეობისა და ბედნიერების უფრო მაღალი დონე,
  • აქვთ სოციალური ერთობის უფრო ძლიერი მაჩვენებლები,
  • უფიქსირდებათ ცხოვრების სტანდარტებით მეტი კმაყოფილება და სხვა.

მშვიდობის კვლევა ეფუძნება რვა საყრდენს:

  1. კარგად ფუნქციონირებადი მთავრობა
  2. ჯანსაღი ბიზნეს გარემო
  3. კორუფციის დაბალი დონე
  4. ადამიანის უფლებები და ტოლერანტობა
  5. ადამიანური კაპიტალის მაღალი დონე
  6. კარგი ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან
  7. ინფორმაციის თავისუფლება
  8. რესურსების სამართლიანი განაწილება

მშვიდობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მეოთხეა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ.

„პოზიტიური მშვიდობის ანგარიშში“ საქართველოს შესახებ ინფორმაციას იხილავთ ბმულზე: გვ. 10 ; გვ. 14; გვ. 15; გვ. 51; გვ.56; გვ.57; გვ.77;

„ბიზნესისა და მშვიდობის ანაგარიშში“ საქართველოს შესახებ ინფორმაციას იხილავთ ბმულზე: გვ. 4 ; გვ. 35; გვ. 39