მოჯტაბა ხამენეი მძიმე მდგომარეობაშია და ქალაქ ყუმში მკურნალობს -The Times
2
0
ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი მძიმე მდგომარეობაშია და ქალაქ ყუმში მკურნალობს, – ამის შესახებ გამოცემა The Times-ი წერს.
როგორც გამოცემა აშშ-ისრაელის დაზვერვის მონაცემებზე დაფუძნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით იუწყება, აიათოლა ალი ხამენეის შვილი მოჯტაბა ხამენეი უგონო და მძიმე მდგომარეობაშია და რეჟიმის მიერ რაიმე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ შეუძლია.
„მოჯტაბა ხამენეი ყუმში მძიმე მდგომარეობაში მკურნალობს და რეჟიმის მიერ რაიმე გადაწყვეტილების მიღებაში ვერ მონაწილეობს”, – ნათქვამია დოკუმენტში.