1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მოითხოვეთ საქართველოს მთავრობისგან გარანტიები, რომ USAID-ის ყოფილ თანამშრომლებს არ დასწამებენ ცილს ან არ გახდებიან სამიზნეები -ექვსი სენატორი და კონგრესმენი მარკო რუბიოს მიმართავს
მოითხოვეთ საქართველოს მთავრობისგან გარანტიები, რომ USAID-ის ყოფილ თანამშრომლებს არ დასწამებენ ცილს ან არ გახდებიან სამიზნეები -ექვსი სენატორი და კონგრესმენი მარკო რუბიოს მიმართავს

მოითხოვეთ საქართველოს მთავრობისგან გარანტიები, რომ USAID-ის ყოფილ თანამშრომლებს არ დასწამებენ ცილს ან არ გახდებიან სამიზნეები -ექვსი სენატორი და კონგრესმენი მარკო რუბიოს მიმართავს

271
0

აშშ-ის სენატორებმა, ჯინ შაჰინმა, როჯერ უიკერმა, ჯონ კურტისმა და შელდონ უაითჰაუსმა, ასევე კონგრესმენებმა ჯო უილსონმა და სტივ კოენმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ორპარტიული წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ადმინისტრაციას მოუწოდებენ, დაიცვას აშშ-ის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ქართველი ოფიციალური პირების მიერ ანტიამერიკული რიტორიკის შემაშფოთებელი ზრდის ფონზე უსამართლოდ გახდნენ სამიზნეები.

წერილში კანონმდებლები მოუწოდებენ, რომ მდივანმა რუბიომ საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღოს გარანტიები, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საგარეო სამსახურის ყოფილ თანამშრომლებსა და სხვა პერსონალს არ დასწამებენ ცილს და არ გახდებიან სამიზნეები.

ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართეს თხოვნით, რომ „მკაცრად უპასუხოს საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ საშიშ ტყუილებს, რომლებმაც აშშ-ის ყოფილი თანამშრომლები საფრთხეში ჩააგდო“.

„„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოაცხადა შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის სურვილი, თუმცა მათი ქმედებები და განცხადებები საპირისპიროზე მიუთითებს. მოგიწოდებთ, მოითხოვოთ საქართველოს მთავრობისგან გარანტიები, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საგარეო სამსახურის ყოფილ თანამშრომლებსა და აშშ-ის მიერ დასაქმებულ სხვა პერსონალს არ დასწამებენ ცილს ან არ გახდებიან სამიზნეები.

პირველ ოქტომბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ აშშ-ის მთავრობა რევოლუციის წაქეზებაში დაადანაშაულა USAID-ის საგარეო სამსახურის (FSN) ყოფილი თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გადახდით, რაც სინამდვილეში იყო საპენსიო გადახდები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული აშშ-ის პერსონალის გათავისუფლების შემდეგ. მის კომენტარებს იზიარებენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებიც. ეს არასწორი ინტერპრეტაცია საგარეო სამსახურის თანამშრომლებს საფრთხეში აგდებს.

განცხადებები ასევე მნიშვნელოვან მონაცემებს წარმოადგენს: „ქართულმა ოცნებამ“ არ გამოავლინა სერიოზული განზრახვა შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების ძიების კუთხით. ჩვენ მივესალმებით სახელმწიფო დეპარტამენტის 6 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ამ საკითხის განსახილველად შეხვედრა მოითხოვა აშშ-ში საქართველოს ელჩთან, თამარ ტალიაშვილთან.

ასევე, ჩვენ ვითხოვთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდოს „ქართულ ოცნებას“, ოფიციალურად და საჯაროდ უარყოს ეს სახიფათო განცხადებები. მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ განიხილოს ეს ნარატივები, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოში მყოფ აშშ-ის პერსონალს და შემაშფოთებელ პრეცედენტს ქმნის სხვა უცხო ქვეყნების მთავრობებისთვის.

„ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული პროდუქტიული ორმხრივი ურთიერთობების დამყარება, თუმცა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები და აშშ-ის ყოფილი პარტნიორები არ უნდა იყვნენ გამოყენებული პოლიტიკურ პაიკებად.

შეერთებული შტატების მთავრობა დამოკიდებულია ადგილობრივ პერსონალზე, რომელიც ასრულებს სამუშაოს აშშ-ის დეპარტამენტებისა და სააგენტოების მითითების შესაბამისად. თუ ჩვენ არ დავიცავთ პერსონალს უცხო ქვეყნის მთავრობის თავდასხმებისგან, ეს შეზღუდავს ჩვენს შესაძლებლობას, დავასაქმოთ პერსონალი და განვახორციელოთ შეერთებული შტატების პოლიტიკა მთელ მსოფლიოში.

მოგიწოდებთ, დაგმოთ ეს თავდასხმები და უზრუნველყოთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა გადამწყვეტად უპასუხოს შეერთებული შტატების სახელით მომუშავე პერსონალის მიზანში ამოღებას, სადაც არ უნდა მოხდეს ეს“, – აღნიშნულია წერილში.