1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ“ – საგანგებო გაფრთხილება საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს
„მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ“ – საგანგებო გაფრთხილება საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს

„მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ“ – საგანგებო გაფრთხილება საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს

391
0

საბერძნეთში საქართველოს საელჩო ,  საქართველოს მოქალაქეებს, საბერძნეთში არსებული ხანძრების გამო,  სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 

 

„ძვირფასო თანამემამულეებო! ამჟამად ჩრდილო-აღმოსავლეთ ატიკაში არსებული ხანძრის გამო, მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს, მათ შორის, გამოცხადების შემთხვევაში, ევაკუაციის მოთხოვნებს, აუცილებლობის გარდა ნუ გადაადგილდებით ჩრდილო-აღმოსავლეთ ატიკის რეგიონში. ამასთან, რეკომენდირებულია, დახუროთ კარებები და ფანჯრები.

 

შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი 6995779793.

 

აქვე მიგითითებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია – 100, სახანძრო სამსახური – 199, სასწრაფო დახმარება – 166.“ – ნათქვამია ბოლოს გავრცელებულ ინფორმაციაში.