მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან შეხვედრებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო კანონმდებლობას, ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა