1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მკაცრად ვგმობ პრეზიდენტ ლუკაშენკოს ვიზიტს რუსეთის ოკუპირებულ აფხაზეთში”- გახარია
“მკაცრად ვგმობ პრეზიდენტ ლუკაშენკოს ვიზიტს რუსეთის ოკუპირებულ აფხაზეთში”- გახარია

“მკაცრად ვგმობ პრეზიდენტ ლუკაშენკოს ვიზიტს რუსეთის ოკუპირებულ აფხაზეთში”- გახარია

285
0

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას Twitter-ზე ეხმაურება.

„მე მკაცრად ვგმობ პრეზიდენტ ლუკაშენკოს ვიზიტს რუსეთის ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა, რასაც მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მტკიცე რეაგირება სჭირდება. ჩვენ ყველანი მტკიცედ უნდა მივუდგეთ ასეთ დარღვევებს!“ — აცხადებს გახარია.

 

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

ამასთან, დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა და საგარეო უწყებაში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელორუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს.