1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მივიღე გადაწყვეტილება, მონაწილეობა მივიღო არჩევნებში”-ლევან ხაბეიშვილი
“მივიღე გადაწყვეტილება, მონაწილეობა მივიღო არჩევნებში”-ლევან ხაბეიშვილი

“მივიღე გადაწყვეტილება, მონაწილეობა მივიღო არჩევნებში”-ლევან ხაბეიშვილი

186
0

რამდენიმედღიანი კონსულტაციის შედეგად, ჩემს მეგობრებთან, თანამებრძოლებთან ერთად გადაწყვეტილება მივიღე, რომ მონაწილეობა მივიღო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შევთავაზო საკუთარი კანდიდატურა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, მისი მიზანია „ნაციონალური მოძრაობა“ დაუბრუნდეს მის მხარდამჭერებს.

„ჩემმა მეგობრებმა, თანამებრძოლებმა გაახმოვანეს და მოითხოვეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დემოკრატიული არჩევნები, სადაც ამომრჩევლების მიერ არჩეული უნდა იყოს ახალი თავმჯდომარე. მნიშვნელოვანია, რომ ამ იდეას მხარი დაუჭირეს „ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა, „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელების დიდმა ნაწილმა და საკრებულოს წევრებმა. არჩევნების მზაობა გამოთქვა პარტიის ხელმძღვანელმაც, რაც მისასალმებელი და მნიშვნელოვანია.

რამდენიმედღიანი კონსულტაციის შედეგად, ჩემს მეგობრებთან, თანამებრძოლებთან ერთად გადაწყვეტილება მივიღე, რომ მონაწილეობა მივიღო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ მხადრამჭერებს შევთავაზო საკუთარი კანდიდატურა. ამ გამოწვევას ვიღებ არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ გასაძლიერებლად. ვიღებ გამოწვევას, რომ დაბრუნდეს ძლიერი, აქტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და შესაბამისად, დაბრუნდეს რეალური უკომპრომისო მებრძოლი ოპოზიცია ქართულ პოლიტიკაში.

ჩემი მიზანია, „ნაციონალური მოძრაობა“ დავუბრუნო იმ ხალხს, ვისაც ეს ეკუთვნის. მის ამომრჩეველს, მის მხარდამჭერებს და ყველას, ვისთვისაც „ნაციონალური მოძრაობა“ რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის დამარცხების მთავარი პლატფორმა და შესაძლებლობაა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.