,,მინდა, მსოფლიომ გაიგოს, ვერასდროს ვერავინ გახდება ჩვენი ბატონი” – დავით ევგენიძე
153
0
მინდა, მსოფლიომ გაიგოს, ვერასდროს ვერავინ ვერ გახდება ჩვენი ბატონი, – ამის შესახებ კომპოზიტორმა, დავით ევგენიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „რანინა“, მას შემდეგ განაცხადა, რაც კონკურსანტებმა „ჩაკრულო“ შეასრულეს.
„მინდა, განვაცხადო არა მარტო საქართველოსთვის, მთელმა მსოფლიომ მინდა, გაიგოს, ვერასდროს ვერავინ ვერ გახდება ჩვენი ბატონი. არ არსებობს. ჩვენ ვართ ჩვენი მრწამსის, ჩვენი რელიგიის მატარებლები. კაცობრიობა ვიდრე არსებობს საქართველო იქნება ისეთი როგორიც დღეს მოვისმინეთ ამ სცენაზე. მადლობა, რომ ქართველი ვარ და მე თქვენ ამას მახსენებთ“, – აღნიშნა დავით ევგენიძემ.