
მეუფე იაკობი: 200 წელზე მეტია, რუსეთის უღელქვეშ ვართ და ეს ვითომ ევროპელებიც არ გვაცდიან, წესიერად ვიცხოვროთ, რა იმათი საქმეა, ჩვენს ქვეყანაში როგორ ვიცხოვრებთ
„200 წელზე მეტია, რუსეთის უღელქვეშ ვართ და ეს ვითომ ევროპელებიც არ გვაცდიან, წესიერად ვიცხოვროთ. რა იმათი საქმეა, ჩვენს ქვეყანაში როგორ ვიცხოვრებთ, რაში შესტკივათ გული, ხალხის სახელით რომ გველაპარაკებით?“ – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე იაკობმა ქადაგებისას ახალგაზრდებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ ჯერ საქართველო უნდა შეიყვარონ.
„მე მკითხეს ახლა, მომწონს იმათი გადაწყვეტილებები? ჩვენ რომ ახლა უკრაინასავით ვიძახოთ, რომ ნატოში შევიდეთ, ჯარი 2008 წელს რომ დაუთმეს ტერიტორიები და ნაწილი რუსებს მისცეს, ნაწილი სხვა მხარეს დაუტოვეს, დღეს რომ დავრბივართ და ეკონომიკის ჩამოშლა გვინდა, ევროპა ევროპას რომ იძახი და საქართველო თუ არ გიყვარს, ახალგაზრდებს მივმართავ, ჯერ ხომ საქართველო უნდა შეიყვაროთ? გარე აქტორებსაც მივმართავ, ჩვენ გვინდა ნორმალური ურთიერთობა თუნდაც მტრებთან, რომ ცივილიზებული ურთიერთობა გვქონდეს, ლაპარაკი შეგვეძლოს.
გავუფრთხილდეთ ახალგაზრდებს. მე ადრე მივმართე ქალბატონ ყოფილ პრეზიდენტს, ასე სამარცხვინოდ არ უნდა იქცეოდეს ადამიანი, უმრავლესობას ჰკითხეთ, რა გვინდა და რა არა და ნუ გვიშლით ხელს განვითარებაში. ქალბატონი ურსულა ცენტრალურ აზიაში გაიქცა და საქართველო რომლიმეზე უკან ვდგავართ? – სირცხვილია, ნუ ვმტრობთ ჩვენს ქვეყანას“, – აცხადებს მეუფე იაკობი.