1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მაშველებმა შოვში, სტიქიის ზონაში ორი ცხედარი იპოვეს
მაშველებმა შოვში, სტიქიის ზონაში ორი ცხედარი იპოვეს

მაშველებმა შოვში, სტიქიის ზონაში ორი ცხედარი იპოვეს

638
0

მაშველებმა სტიქიის ზონაში ორი ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, მაშველებმა ორი ცხედარი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს იპოვეს.

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონიდან მოქალაქეთა ევაკუაცია გრძელდება. შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უკვე 70-მდე მოქალაქეა გამოყვანილი. საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.