1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მარტო არ ვართ, ჩვენს გვერდით დგას სრულიად დემოკრატიული სამყარო,კიდევ ბევრი სიახლე ექნებათ მოძალადეებს, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას დაუმძიმებს – სისტემა ჩამოიშლება – გიორგი ვაშაძე
მარტო არ ვართ, ჩვენს გვერდით დგას სრულიად დემოკრატიული სამყარო,კიდევ ბევრი სიახლე ექნებათ მოძალადეებს, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას დაუმძიმებს – სისტემა ჩამოიშლება – გიორგი ვაშაძე

მარტო არ ვართ, ჩვენს გვერდით დგას სრულიად დემოკრატიული სამყარო,კიდევ ბევრი სიახლე ექნებათ მოძალადეებს, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას დაუმძიმებს – სისტემა ჩამოიშლება – გიორგი ვაშაძე

267
0

მივესალმები ესტონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას – ყველა დამნაშავემ, მოძალადემ და ქართველი ხალხის ნების გამყალბებელმა უნდა იცოდეს, რომ დემოკრატიული ქვეყნებისგან მათ მიმართ ყველა ქმედება იქნება გამოყენებული, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძე გამოეხმაურა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას განცხადებას კიდევ 14 ქართველი თანამდებობის პირის, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სანქცირების შესახებ.

 

მისი თქმით, იმ უწყვეტ პროტესტს, რომელიც საქართველოშია, ევროპელი პარტნიორების მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს.

 

„მივესალმები ესტონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას. ყველა დამნაშავემ, მოძალადემ და ქართველი ხალხის ნების გამყალბებელმა უნდა იცოდეს, რომ დემოკრატიული ქვეყნებისგან მათ მიმართ ყველა ქმედება იქნება გამოყენებული, რომ შეწყვიტონ ეს ძალადობა და რაც მთავარია, შეეშვან ქრთველი ხალხის ნების გაყალბებას. იმ უწყვეტ პროტესტს, რომელიც საქართველოშია, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ გამარჯვებას მივაღწევთ.

 

ასე რომ, გავაგრძელოთ პროტესტი, მარტო არ ვართ – ჩვენს გვერდით დგას სრულიად დემოკრატიული სამყარო. დარწმუნებული ვარ, მომავალ კვირაში კიდევ ბევრი სიახლე ექნებათ მოძალადეებს, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას დაუმძიმებს. რაც მთავარია, სისტემა აუცილებლად ჩამოიშლება და საბოლოოდ, ქართველი ხალხი დიდ გამარჯვებას იზეიმებს. როგორც კი მოვიშორებთ არეულობის მომტან ივანიშვილს, ჩაინიშნება ახალი არჩევნები და ყველა პოლიტპატიმარი იქნება თავისუფალი“, – განაცხადა ვაშაძემ.

 

ცნობისთვის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნას ინფორმაციით, ესტონეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.

 

„ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა კრიმინალურია და ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, რეაგირებისა და ქმედებებისკენ“, – წერს ცაჰკნა.