1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მარნეულში კაცმა ცოლი მოკლა
მარნეულში კაცმა ცოლი მოკლა

მარნეულში კაცმა ცოლი მოკლა

1.17K
0

მარნეულში კაცმა ცოლი მოკლა.  ინფორმაციას აქტივისტი სამირა ბაირამოვა ავრცელებს. 

“მარნეულში მამაკაცმა ცოლი დანით მოკლა.  მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემა ჰქონია და როცა მისმა ცოლმა წამლების დალევა შესთავაზა, მან ცუდად მიიღო ეს და დანით დაარტყა, შემდეგ კი, როცა თავის დარტყმას ცდილობდა, მისმა შვილმა შეაჩერებინა,” – წერს ბაირამოვა.

https://www.facebook.com/Samira.Bayramovaa/posts/pfbid02MxpgNJc9HvDwKzh4eUMG4FQrU6wMCchf122FrnYyUb3ERZth56KmgyXuE9xJbDy5l?ref=embed_post

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან საღამოს მოხდა. 50 წლამდე კაცმა ცოლს არასრულწლოვანი შვილის თვალწინ დანა რამდენჯერმე დაარტყა. ცივი იარაღით დაზიანებები აქვს მიყენებული 15 წლის ბიჭსაც.

 როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ სამართალდამცველებმა ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.