1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უკრაინა 42 ამერიკულ F-16 მოიერიშე თვითმფრინავს მიიღებს -ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინა 42 ამერიკულ F-16 მოიერიშე თვითმფრინავს მიიღებს -ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინა 42 ამერიკულ F-16 მოიერიშე თვითმფრინავს მიიღებს -ვოლოდიმირ ზელენსკი

283
0

უკრაინა, პილოტებისა და ინჟინრების მომზადების დასრულების შემდეგ, 42 ამერიკულ F-16 საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მარკ რუტე და მე შევთანხმდით F-16-ების რაოდენობაზე, რომელიც გადაეცემა უკრაინას ჩვენი პილოტებისა და ინჟინრების მომზადების შემდეგ – 42 თვითმფრინავი და ეს მხოლოდ დასაწყისია. გმადლობთ, ნიდერლანდელებო!” – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, F-16-ებს უკრაინა გამოიყენებს იმისთვის, რომ რუსი ტერორისტები უკრაინულ ქალაქებსა და სოფლებს ახლოს ვერ გაეკარონ.

უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება.