საქართველოში არის ოლიგარქიული დიქტატურის დამყარების მცდელობა, ამ პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი კი არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მალგოჟატა გოშევსკამ ევროპარლამენტში დებატების დროს განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საპატიმრებულია იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც საქართველოს ევროპული გზიდან აცილება სურთ.
ბიძინა ივანიშვილი ანადგურებს დემოკრატიას საქართველოში და ქვეყანა რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიჰყავს. მან ხელში ჩაიგდო ინსტიტუტები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სასამართლო სისტემა, დევნის ოპოზიციას და სურს პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების უკანონოდ გამოცხადება. ეს აღარ არის პოლიტიკური კრიზისი. ეს არის ოლიგარქიული დიქტატურის დამყარების მცდელობა. ამ პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი კი არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც იბრძოდა თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ეწინააღმდეგებოდა რუსულ აგრესიას და ახლა დაპატიმრებულია იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც საქართველოს ევროპული გზიდან აცილება სურთ. ნება მომეცით, ეს ხმამაღლა და მკაფიოდ ვთქვა: დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი და ყველა სხვა პოლიტიკური პატიმარი, მიეცით მათ ევროკავშირში შემოსვლის საშუალება. ნება მომეცით, ვთქვა, შევწყვიტოთ მხოლოდ გმობა. დადგა დრო გადამწყვეტი და კოორდინირებული მოქმედებისა ივანიშვილის, მისი აქტივებისა და იმ ადამიანების მთელი ქსელის წინააღმდეგ, რომლებიც ამ რეპრესიულ სისტემას ინარჩუნებენ. საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს და ევროპას და არა ივანიშვილს. ჩვენ მას პუტინს არ დავუთმოთ", - განაცხადა მალგოჟატა გოშევსკამ.
