1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მალე შევაკეთებ ცეცხლოვან მუსტანგს, რომელიც ცეცხლითა და მახვილით აღკვეთს ამ ქვეყანაში კორუფციას-მამუკა ხაზარაძე
მალე შევაკეთებ ცეცხლოვან მუსტანგს, რომელიც ცეცხლითა და მახვილით აღკვეთს ამ ქვეყანაში კორუფციას-მამუკა ხაზარაძე

მალე შევაკეთებ ცეცხლოვან მუსტანგს, რომელიც ცეცხლითა და მახვილით აღკვეთს ამ ქვეყანაში კორუფციას-მამუკა ხაზარაძე

438
0

ცეცხლოვანი მუსტანგი, რომელსაც მალე შევაკეთებთ, ცეცხლითა და მახვილით აღკვეთს კორუფციას, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ბოლო ერთ კვირაში 30 პარტიის წევრი  გაგვიერთიანდა და ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ადამიანები უკვე ორიენტაციას აკეთებენ და ხედავენ იმ ღირებულებებს, რასაც ჩვენ ვემსახურებით. ახლა არანაირი მოლაპარაკებები არ მიდის, არც ვაპირებთ. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას საქართველოს მასშტაბით, როგორც დავპირდი ჩემ მოქალაქეებს ცეცხლოვანი მუსტანგით, რომელსაც მალე შევაკეთებ (კარგი სახელი დაარქვეს, მომეწონა), რომელიც ცეცხლითა და მახვილით აღკვეთს ამ ქვეყანაში კორუფციას, ნეპოტიზმს, „ოცნების“ მიერ გაჩერებულ პროექტებს და ნამდვილ ცეცხლს დაანთებს, მუშაობის, შენების, მშენებლობის და ჩვენი ქვეყნის გამოყვანის, ამას მე გპირდებით”,-   განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.