მადლობას ვუხდი სამართალდამცველებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის და ვთხოვ, მომიტინგეებისგან ძალადობას, შეურაცხყოფას მაქსიმალური მოთმინებით უპასუხონ-პრემიერი
ქართული სახელმწიფო დღეს არის სუვერენული, როგორც არასდროს და ეს სუვერენიტეტი კიდევ უფრო განმტკიცდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, სუვერენიტეტთან ერთად, განმტკიცდება სამართლისა და კანონის უზენაესობაც საქართველოში.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ სამართალდამცველებს მიმართა, „მომიტინგეების მხრიდან ძალადობას, შეურაცხყოფას მაქსიმალური მოთმინებით უპასუხონ“.
„ქართული სახელმწიფო დღეს არის სუვერენული, როგორც არასდროს და ეს სუვერენიტეტი კიდევ უფრო განმტკიცდება. სუვერენიტეტთან ერთად, განმტკიცდება სამართლისა და კანონის უზენაესობაც საქართველოში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვპირდებით ყველას, რომ სახელმწიფოზე, სახელმწიფო ინსტიტუტზე და პოლიციელზე ხელის აღმართვისთვის კანონის წინაშე ყველა კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. დასასრულს, კიდევ ერთხელ მინდა, გადავუხადო მადლობა სამართალდამცავებს სახელმწიფო ინტერესების, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის და ვთხოვო, მომიტინგეების მხრიდან ძალადობასა და შეურაცხყოფას მაქსიმალური მოთმინებით უპასუხონ“, – განაცხადა პრემიერმა.