1. Home
  2. TOP სიახლე
  3. Азимут-მა ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო
Азимут-მა ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო

Азимут-მა ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო

133
0

რუსულმა ავიაკომპანია Азимут-მა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო. 15 მაისს, 18:48:22 საათამდე კომპანიის ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელს შეეძლო პირადი მონაცემების შეყვანისას სხვა ქვეყნებთან ერთად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც აერჩია.

უკრაინის მიერ სანქცირებული ავიაკომპანია Азимут-ი 17 მაისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების შესრულებას დაიწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, კომპანია Азимут-ი მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში 7 რეისს შეასრულებს. სააგენტოს ცნობით, დღეის მდგომარეობით, ეს კომპანია ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია Азимут-ისთვის ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა 15 მაისს გასცა.