1. Home
  2. TOP სიახლე
  3. LGBTI-ზე რუსული სტილის თავდასხმა კიდევ ერთი წითელი დროშაა საქართველოს ევროკავშირის ამბიციებისთვის – “ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის მომავლის გამანადგურებელი ინიციატივები უნდა შეწყვიტოს – მაიკლ როთი
LGBTI-ზე რუსული სტილის თავდასხმა კიდევ ერთი წითელი დროშაა საქართველოს ევროკავშირის ამბიციებისთვის – “ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის მომავლის გამანადგურებელი ინიციატივები უნდა შეწყვიტოს – მაიკლ როთი

LGBTI-ზე რუსული სტილის თავდასხმა კიდევ ერთი წითელი დროშაა საქართველოს ევროკავშირის ამბიციებისთვის – “ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის მომავლის გამანადგურებელი ინიციატივები უნდა შეწყვიტოს – მაიკლ როთი

251
0

LGBTI-ზე რუსული სტილის თავდასხმა კიდევ ერთი წითელი დროშაა საქართველოს ევროკავშირის ამბიციებისთვის. “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს მომავლის განადგურებისთვის ინიციატივები უნდა შეწყვიტოს, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

 

“უცხოური აგენტების კანონით” კრიტიკულად განწყობილ სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმის შემდეგ საქართველოს მთავრობა სექსუალურ უმცირესობებს იღებს სამიზნეში. LGBTI-ზე რუსული სტილის თავდასხმა კიდევ ერთი წითელი დროშაა საქართველოს ევროკავშირის ამბიციებისთვის. მმართველმა პარტიამ საქართველოს მომავლის განადგურებისთვის ინიციატივები უნდა შეწყვიტოს,” – წერს როთი.

 

ცნობისთვის, “ქართული ოცნება” ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს აინიცირებს, მათ შორის, ცვლილებების მიხედვით, ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელება მაუწყებლებს აეკრძალებათ, შეზღუდვა შეეხება კინოთეატრებში გასულ ფილმში მსგავსი შინაარსის კადრებსაც.