1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ლევან ხაბეიშვილი საინტერესო ჯამბაზია – მეგონა, უკვე შევარდნილი იყო კლინიკაში, არ შევარდნილა?”-კახა კალაძე
“ლევან ხაბეიშვილი საინტერესო ჯამბაზია – მეგონა, უკვე შევარდნილი იყო კლინიკაში, არ შევარდნილა?”-კახა კალაძე

“ლევან ხაბეიშვილი საინტერესო ჯამბაზია – მეგონა, უკვე შევარდნილი იყო კლინიკაში, არ შევარდნილა?”-კახა კალაძე

231
0

“ლევან ხაბეიშვილი საინტერესო ჯამბაზია – მე მეგონა, უკვე შევარდნილი იყო კლინიკაში, თურმე არ ყოფილა”-  ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

ჟურნალისტებმა კალაძეს კომენტარი სთხოვეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას, სადაც ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ „კალაძე გადასულია ფულის შოვნაზე და არ ერიდება რუსულ მოღალატეობრივ განცხადებებს“.

„ეგ თბილისშია კიდევ? არ შევარდნილა? საინტერესო ჯამბაზია. მე ვთქვი ამასთან დაკავშირებით, როდესაც არჩევნები მიმდინარეობდა და მხარს ვუჭერდი, დღესაც მხარს ვუჭერ. დაველოდოთ, ძალიან საინტერესო, გასართობი სცენები გველოდება მომავალში. მთავარ როლში აუცილებლად ვიხილავთ ლევან ხაბეიშვილს.

მე მეგონა, ეგ უკვე შევარდნილი იყო და მაგიტომ დავსვი ეგ შეკითხვა. ხომ ვარდებოდა და მეგონა, უკვე გორში იყო, შევარდნილი იყო კლინიკაში და თურმე არ ყოფილა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს აღნიშნა, რომ თუ საჭირო გახდებოდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნიდა.