კოსოვოს ჩრდილოეთში პოლიციამ ავტომაგისტრალებზე კონტროლი გაამკაცრა
213
0
კოსოვოს ჩრდილოეთში, პოლიციამ ავტომაგისტრალებზე კონტროლი გაამკაცრა.
ვითარების ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით ტერიტორიაზე ჯავშანტექნიკა განათავსეს.
ბოლო წლებში ყველაზე მასშტაბური დაპირისპირება 24 სექტემბერს, სოფელ ბანისკასთან მოხდა. 30-მდე თავდამსხმელმა კოსოვოს პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგ მონასტერში შეიჭრა. პოლიციამ მონასტერი ალყაში მოაქცია. დაპირისპირების დროს ერთი სამართალდამცველი და სამი თავდამსხმელი დაიღუპნენ. მომხდარის შემდეგ კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა სერბეთი, შეიარაღებული ჯგუფის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
სერბეთის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ დაღუპულებზე პასუხისმგებლობა კოსოვოს ოფიციალურ პირებს ეკისრებათ.