1. Home
  2. TOP სიახლე
  3. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში ცხელი ხაზი 15 20 ამოქმედდა
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში ცხელი ხაზი 15 20 ამოქმედდა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში ცხელი ხაზი 15 20 ამოქმედდა

118
0

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, გაზრდილ მომართვიანობაზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, ცხელი ხაზი 15 20 სრული დატვირთვით ამოქმედდა. შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს და მისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე როგორც კონკურენციის, ასევე მომხმარებლის დაცვის და ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ შესაბამისი პასუხი მიიღოს.

„საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 1 დეკემბრამდე, 509 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 285 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. დროის აღნიშნულ მონაკვეთში დაფიქსირებულია 5035 ზარი.

თუ თვლით, რომ თქვენი როგორც მომხმარებლის უფლებები ირღვევა ან ფლობთ ინფორმაციას კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმების შესახებ დაგვირეკეთ 15 20 ან მოგვწერეთ info@gcca.gov.ge“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.