1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დეზინფორმაციაა, რომ “ქართულ ოცნებას” უკრაინის წინააღმდეგ კამპანია ჰქონდა წარმოებული, საქართველოს ხელისუფლება უკრაინელების გვერდით დგას-მაკა ბოჭორიშვილი
დეზინფორმაციაა, რომ “ქართულ ოცნებას” უკრაინის წინააღმდეგ კამპანია ჰქონდა წარმოებული, საქართველოს ხელისუფლება უკრაინელების გვერდით დგას-მაკა ბოჭორიშვილი

დეზინფორმაციაა, რომ “ქართულ ოცნებას” უკრაინის წინააღმდეგ კამპანია ჰქონდა წარმოებული, საქართველოს ხელისუფლება უკრაინელების გვერდით დგას-მაკა ბოჭორიშვილი

29
0

დეზინფორმაციაა, თითქოს „ქართულ ოცნებას“ უკრაინის წინააღმდეგ კამპანია ჰქონდა წარმოებული. ამ კამპანიის მიზანი ქვეყნის იმიჯის შელახვა იყო, რაშიც ოპოზიციის წარმომადგენლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ, -ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მხარდასაჭერად ყველაფერი გააკეთა, როგორც პოლიტიკურად, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

„დეზინფორმაციაა, თითქოს „ქართულ ოცნებას“ უკრაინის წინააღმდეგ კამპანია ჰქონდა წარმოებული. საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მხარდაჭერისთვის  ყველაფერი გააკეთა. ეს იყო როგორც პოლიტიკური, ასევე ჰუმანიტარული მხარდაჭერა. საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანია ქვეყნის იმიჯის შესალახად იყო, რაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც. რაც შეეხება კონფერენციაში მონაწილეობას, ეს არის პოლიტიკური გზავნილი – საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი უკრაინის ხალხის გვერდით დგას და სურვილია, ის შესაძლებლობები ჰქონდეთ, რასაც იმსახურებენ – ევროკავშირში ინტეგრაციას, მშვიდობას და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიაში იმყოფება, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობას.